თბილისის "დინამო" კიეველ თანაკლუბელებთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" კიევის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ანგარიში 24-ე წუთზე კანძერამ გახსნა, მეორე გოლი კი 53-ე წუთზე რუსინმა გაიტანა. 86-ე წუთზე თბილისელებს ერთი საპასუხო გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრმ კუხიანიძეს პენალტი მეკარე ბუშანმა აუღო.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, ბენიო, კობოური, ნინუა, პაპავა, კუცია, პანგოპი, ქიმაძე, ორშულა

შეცვლაზე შევიდნენ: ახვლედიანი,იაშვილი, ზარია, ლოჩოშვილი, ქარდავა, ბუღრიძე, კუხიანიძე, პერნამბუკუ, კალანდაძე, პერალესი

თბილისის "დინამომ" შეკრებაზე აქამდე 6 სპარინგი გამართა: რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3), კრაკოვის "ვისლასთან" (2:3), სერბეთის
"რადნიკთან" (2:2), სერბეთის "მლადოსტთან" (0:1) და უკრაინის "ოლეკსანდრიასთან" (1:0).

მკითხველის კომენტარები / 7 /
დაცვა ნოლი,ჩხეტიანი საერთოდ არ ვიცი რა ვთქვა-სირცხვილი
G.l.
20:14 15-02-2020
4
ხო გადარჩა ტორპედო,არ შეიძლება უკან დაბრუნდნენ ჩხეტიანი და ძმანნი მისნი?(ბალასტი)
ლ.გიო
21:40 15-02-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული