ფოტო: gff.ge
23 თებერვალს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი 2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრას უმასპინძლებს. ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი "დინამო თბილისი" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.
აქამდე თბილისური კლუბები ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდნენ. 9 მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, სამი - ფრედ, 5 შემთხვევაში კი საბურთალოელებმა მოიგეს. სუპერთასის ეგიდით კი, "დინამო" და "საბურთალო" ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩის დღეს, მხოლოდ ერთი დღით, გულშემატკივარს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩის, საქართველო - ბელარუსის ბილეთების
შეძენა, "დინამო არენის" პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც შეეძლება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით