"საბურთალომ" თბილისის "დინამოს" მოუგო და სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელმა "საბურთალომ" ჩემპიონი თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

მატჩი დიდად სანახაობრივი ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი "საბურთალომ" გაიტანა. მე-14 წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავასთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

მეორე ტაიმში "დინამოს" თამაშის გადასარჩენად აქტიურობა მართებდა, მაგრამ იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ტემპიც დაეცა, რაც "საბურთალოს" აძლევდა ხელს. "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ცვლილებებით სცადა ვითარების შეცვლა, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი.

"საბურთალომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და პირველად დაეუფლა
სუპერთასს.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
დინამო (თბ) - საბურთალო 1:0
გოლი: კოხრეიძე (14, პენ)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, ბუღრიძე (ახვლედიანი 66), ქარდავა, ნინუა (კუცია 74), კუხიანიძე, ორშულა

საბურთალო: ლ. კუპატაძე, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი (ცნობილაძე 82), ტერა, გოშთელიანი (ყენია 70), კოხრეიძე (ჭიჭინაძე 90+4), ლუმუ, გაბედავა
მკითხველის კომენტარები / 24 /
უფრო კარგ სუპერ თასის ფინალს ველოდი, გუნდებს შეთამაშება სჭირდებათ!!
ჩემი აზრით გაბედავა იყო დღეს საიკეთესო...
ლევანიიი
23 თებერვალი 2020 21:16
1
ძალიან უსახური თამაში იყო ორივე გუნდის მხრიდან. საბურთალოც ვეღარ თამაშობს იმ ფეხბურთს, რასაც ჭიაბრიშვილის დროს თამაშობდა. დინამო ხო საერთოდ სამოყვარულო გუნდს გავს, ეს რა იყო? ნინუა 1 მილიონი ევრო ღირსო, ,,მარტო'' უნდა იგებდეს თამაშებს, თუმცა ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა, არა მარტო დღეს, ამხანაგურებშიც რასაც ვუყურე, ძალიან სუსტია. იმედია ქართული სენით არ დაავადდა ეგეც. დინამოს შველა უნდა, საშინელ დღეშია. ჩისკოს დინამო 10 თავით ჯობდა მინიმუმ
სხვა რაკურსი
23 თებერვალი 2020 20:59
0
ვააა, ჯაჯანიძესთან ერთად?!...
buba
24 თებერვალი 2020 00:04
0
რომელ შედეგზეა ლაპარაკი,როცა გუნდი ყოველ წელს თავიდან ყალიბდება.კატასტროფაა გუნდის თამაში.ისეთი პენალტი აიკიდა კაცმა,რომ არ ვიცი ამას რა დავარქვა.მერე პრეტენზიები გვაქვს,ფეხს ვერ იკიდებენ და არ ათამაშებენ ევროპულ გუნდებშიო.რაც ახლოვდება მარტი, თანდათან გული მისკდება(მეშინია ნერვიულობისგან რომ ვერ მივაღწიო) ძირითადის 90% სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია და.....რა ვიცი ტრავმა ვის არ ქონია მარა ტრავმის მერე ესე ფორმის ვერ აღდგენა ამათ რომ ჭირს ისეთი არ მინახია(კვირკველია,ჩაკვეტაძე,მჭედლიძე და ა.შ.)გადადეთ ყველაფერი და ყველანაირად გააკეთეთ მობილიზება ბიჭებო.ცუდები ხართ თუ კარგები, რაცა ხართ ესა ხართ.ეს ხართ ის გუნდი რომელსაც ჩვენი, საქართველოს ნაკრები ქვია, რომელმაც უნდა გაიღოს თავის ქომაგებთან ერთად მაქსიმუმი თავის შესაძლებლობის,სანუკვარი ოცნების ასასრულებლად.წარმატებები როგორც თქვენ,ისე ჩვენ.პ.ს.ისე გული მწყდება რომ ვერანაირად ვერ ვახერხებ ჩამოსვლას,მაგრამ დამიჯერეთ,ისე გიგულშემატკივრებთ, რომ გაგაგონოთ ჩემი და ჩემი მეგობრების ხმა შორეული ნიუ-იორკიდან.ქართულ ხმებს მიუმატეთ კიდე ერთი იტალიელის,ერთი ამერიკელის და ერთი მექსიკელის ხმაც.აბა წარმატებები და გამარჯვება ბიჭებო!!!
კახა ქ.
23 თებერვალი 2020 20:49
1
დინამომ ჯობს სახელი გადაირქვას, ყოვლად შეურაცხმყოფელია ასეთი კოლექტივს ერქვას დინამო თბილისი
ვაკო
23 თებერვალი 2020 20:47
1
საბურთალოს არარატთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია და დინამომ რაც ითამაშა ეგ თუ სპორტია, ფეხბურთი ნაღდად არ არის და სპორტის რომელი სახეობაა საინტერესოა? ეტყობათ მაგარი ზბორები გაუვლიათ აშკარად !!!
........
23 თებერვალი 2020 20:22
1
რა მიზნებზე საუბარი როცა გუნდში გყავს ვიღაც ბუღრიძე და ლოჩოშვილი,ერთი იდგა საერთოდ მთელი თამაში,მეორემ კი პენალი აჩუქა საბურთალოს, სანამ უნდა გაგრძელდეს მოყვარულთა დონის ფეხბურთელების მოუვანა გუნდში? დინამოს სელექციონერი თუ ყავს ნეტა საერთოდ,ახდევინებენ ამ ფიფიას ფულს მსგავს დაბალი დონის ფეხბურთელებში რომლებიც მეორე და მესამე ლიგაშიც კი ვერ ითამაშებენ
fani
23 თებერვალი 2020 19:55
1
ყოველ წელს შემადგენლობის კეთებით დინამოს მომავალი არ აქვს.. ფიფიავ, მიყიდე დინამო ბერას!
zviads
23 თებერვალი 2020 19:42
4
ფაქტიურად სეზონის გახსნა, ამ სეზონის პირველი სატიტულო მატჩი, "მაგარი" სტადიონი, "მაგარი" მოედნის საფარი, "მაგარი" საყურებელი მატჩი, "ზე მაგარი" თამაშის ხარისხი, "უამრავი" გააზრებული შეტევა, "უთვალავი" კარში დარტყმა ხო და კიდევ არარატს შეუძლია იამაყოს საქართველოს სირცხვილი გუნდი-სუპერთასის მფლობელი ყავთ დამარცხებული და გამოგდებული ევროპა ლიგის გათამაშებიდან!!! P.S. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისია, დინამოს "ზე შინაარსიანი" თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია!!! საინტერესოა დინამოს მფლობელი რასაც ხარჯავს, მაგაზე მეტს სხვა კლუბები ხარჯავენ წლებია რომ იტანჯება დინამო და საქართველოს მასშტაბითაც ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ გუნდად? ბატონო რომან სირცხვილი არ არის, გუნდი რომელსაც დიდი ამბიციები აქვს და კარში ერთხელაც ვერ დაარტყავს წესიერად, მითუმეტეს როდესაც ქართული ფეხბურთის შემარცხვენელ გუნდს ეთამაშება? ამდენი ხანი შეკრებაზე (ზბორებზე) ამ მარაზმს ვარჯიშობდით, ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა იყო საჭირო ამ მარაზმს აქ ვერ ივარჯიშებდით და დანაზოგი თანხებით გაჭირვებულებს დახმარებოდით? სამწუხაროდ მემგონი არ არის ჩვენი საშველი რა, იმდეია ვცდები.....
sos
23 თებერვალი 2020 19:38
4
სამარცხვინო ვაი გულშემატკივარი ხარ !!!!! შენნაირები ქართველების სირცხვილია
gio
23 თებერვალი 2020 20:18
11
ძალიან ბედნიერი ვარ დინამოს. ასეთი შედეგბით. სულ ასე ევლოს ყველა. ქართულ. გუნდთან
macbook pro
23 თებერვალი 2020 19:19
11
დინამოს მეორე ტაიმში არც დაურტყამს, ვუყურე თმაშს და უღიმ ღამო თამაში იყო ასე შორს ვერ წავალთ
irakli
23 თებერვალი 2020 19:15
1

სიახლეები პოპულარული