გიორგი ლომაიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი და დასამახსოვრებელი მატჩი გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, გიორგი ლომაიამ აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-თან ისაუბრა და ბაქოს "ინტერში" გატარებული დრო გაიხსენა.

"ბაქოში 7 წელი ვითამაშე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პერიოდი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო, ბაქოს კი ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.

"ინტერს" სახელი შეეცვალა და ახლა "კესლა" ჰქვია, თუმცა "ინტერი" მაინც სხვა იყო. იგივე მოხდა აზერბაიჯანის პრემიერლიგის სხვა კლუბებთან დაკავშირებითაც.

ხშირად მახსენდება მოგებული ჩემპიონატი, ქვეყნის თასი. ადრე აზერბაიჯანის პირველობა უფრო მაღალი დონის იყო, ხალხიც უფრო მეტი დადიოდა თამაშებზე, ჩემპიონის ბედი ბოლო
ტურებში წყდებოდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი? ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლითი შეხვედრა პოზნანის "ლეხთან". შინ ანგარიშით 0:1 დავმარცხდით, არავის ეგონა, რომ შანსები კიდევ გვქონდა, თუმცა მეტოქე თავის მოედანზე ანალოგიური ანგარიშით დავამარცხეთ. პენალტების სერიაში კი ჩვენ წავაგეთ. კარგად მახსოვს, რადგან გადამწყვეტი 11-მეტრიანი მე ვერ გამოვიყენე და გამოვვარდით. არადა, 2 პენალტი ავიღე", - თქვა ლომაიამ.

გიორგი ლომაიას კარიერის მანძილზე საკმაოდ ბევრ კლუბში უთამაშია: თბილისის "დინამო", ბაქოს "ინტერი", მოსკოვის "სპარტაკი", იენის "კარლ ცეისი" და სხვა. ეროვნულ გუნდში გიორგის 45 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საკარტველო

zura
15:37 15-05-2020
0
კიდევ კარგი იმ.მატჩში გაგიმართლა თორემ ვინ იყავი
Nika
16:01 14-05-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული