კალაძე სერია A-ს სიმბოლურში - ის ძლიერი, ჭკვიანი, უნივერსალური და დაუფასებელი იყო

AutoSharing Option
პორტალმა  Football Italia-მ სერია A-ს აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში "მილანისა" და "ჯენოას" ყოფილი მცველი კახა კალაძე შეიყვანა და ასე დაახასიათა:

"საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის მებრძოლთაგან ერთ-ერთი დაუფასებელი იყო. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი იყო, თუმცა შესაძლოა, მისი ყველაზე დადებითი თვისება უნივერსალურობა გახლდათ, რომლის წყალობითაც ისეთ ფეხბურთელებთან კონკურენციაში, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ და იაპ სტამი იყვნენ, 284 მატჩი ჩაატარა.

კალაძის ამ სიაში შეყვანა მისი ტროფეებითაცაა გამართლებული, ვინაიდან "როსონერისთან" ერთად ყველა დიდი ტურნირი მოიგო".

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია - უდინეზე, ინტერი)

მცველები:
კახა კალაძე (საქართველო - მილანი, ჯენოა), კრისტიან კივუ (რუმინეთი - რომა, ინტერი), სინიშა მიხაილოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი)

ნახევარმცველები:
ზვონიმირ ბობანი (იუგოსლავია/ხორვატია - მილანი), დეიან სტანკოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - ლაციო, ინტერი), ვლადიმირ იუგოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - სამპდორია, იუვენტუსი, ლაციო, ინტერი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი - ლაციო, იუვენტუსი), დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია/მონტენეგრო - მილანი), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი - იუვენტუსი, რომა)

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა - მილანი)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
დიდი ეჭვი მაქვს რომ საღაურშიც და სტატიაშიც შეცდომაა. დაუფასებელი კი არ წერია - შეუფასებელიო. დაუფასებელი როგორ იყო? ძირითადის ფეხბურთელი იყო? იყო! ყველა ტიტული მოიგო? მოიგო! სამშობლოში 4-ჯერ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი! ხოდა სდიდან გამოდის დაუფასებელი?.... ბოდიში ოქროს ბურთი რომ ვერ მოიგო. ალბათ მაგიტომ ჩათვალეს რომ დაუფასებელია )) მოკლედ თარგმნისას ლოგიკაც ჩართეთ ხოლმე.
ზაზა
12:30 06-06-2020
1
არც ერთი წამით არა ვარ ამ ხელისუფლების მომხრე, რასაც ჰქვია ვერ ვიტან, მაგრამ კალაძე არის ქართული ფეხბურთის სიამაყე და ღირსება, კალაძის ფლანგზე ბალახიც არ ხარობდა, არა თუ რომელიმე თავდამსხმელი, როგორ მახსოვს, იუვეს და მილანის ფინალში, კამორანეზის აკლებული ჰყავდა მთელი სერიაA, მაგრამ კალაძემ რასაც ჰქვია არ გაახარა და მგონი შეცვალეს კიდეც, მახსოვს კიდევ რეალს ხვდებოდა კიევის დინამო, მაშინ ზეედორფი სამეფო კლუბში თამაშობდა, ჩემდა გასაოცრად კალაძემ ზეედორფს არაფერი დაუთმო ფიზიკაში! იმ მილანის დაცვა, რომელშიც კალაძე თამაობდა, ალბათ ერთერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში, თუ საუკეთესო არა: კაფუ, ნესტა, მალდინი და კალაძე, რავარია აა? ეხ კალა, კალა, რამხელა შეცდომა გაქვს დაშვებული პოლიტიკაში წასვლით. ღირდა როო?! ყველას გირჩევთ კარგზე კარგი თქვათ და ცუდზე, ცუდი, სხვანაირად არაფერი გვეშველება, ეს იგივეა, როცა სააკაშვილზე მარტო ცოცხები ახსენდებათ, მაშინ, როცა კაცმა არარსებული, გაუგებარი ქვეყნიდან, სამაგალითო სახელმწიფო შექმნა.
ბმბ
20:52 20-05-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული