ანანიძის აგენტი: ჯანო დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააფორმებს

AutoSharing Option
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ბათუმის "დინამოსთან" მოლაპარაკებები შეწყვიტა და დღეს, 22 მაისს, თბილისის "დინამოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. სიტუაცია მისმა აგენტმა თემურ ლეფსაიამ განმარტა.

"ანანიძე თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულებას არ გააფორმებს. მისი სამსახურით რიგი კლუბები არიან დაინტერესებულნი. ჩვენ ჯერ კონტრაქტის გაფორმებისგან შორს ვართ. უახლოეს დღეებში არანაირი კონტრაქტი არ გაფორმდება.

ჯანოს "ანორთოსისთან" კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა. კვიპროსის ჩემპიონატი დასრულდა, ამიტომ ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ", - განუცხადა ლეფსაიამ championat-ს.

ანანიძე ფამაგუსტურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით იანვარში გადავიდა, კონტრაქტი 31 მაისამდე გააფორმა, კვიპროსის
ჩემპიონატში კი 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altჯანო ანანიძე დღეს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება?

altანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

altgoal.philenews: ანანიძე "ანორთოსისში" არ დაბრუნებულა და არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა

altანანიძემ "სპარტაკსა" და სამოთხეს შორის არჩევანი გააკეთა

altქეცბაიამ განმარტა, რატომ გამოუშვა დაუშვილი და ანანიძე საქართველოში

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს არასერიოზული ადამიანი თბილისის დინამოს არ იმსახურებს
გენა
22 მაისი 2020 10:05
14
თბილისის დინამო ხომ სერიოზული გუნდი ჰყავს რაა.თავისი სერიოზული პრეზიდენტით.ცანცარაა ეგ თქვენი ფიფია,თვოთონვე სჯერა თავისი ტყუილების
Master
22 მაისი 2020 15:02
2
კარგით, რა!
zurab
22 მაისი 2020 08:39
0
დაანაბეთ თავი. არ უნდა მაგ კაცს ფეხბურთის თამაში. მსოფლიო პერსპექტიული ფეხბურთელობიდან 27 წლის ასაკში თბილისის და ბათუმის დინამოს შორის, რომ დაგიდგება არჩევანის საკითხი, ა მაშინ უნდა წახვიდე ფეხბურთიდან
მეზარბაზნე
22 მაისი 2020 07:59
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული