"საბურთალოს" ექსმეკარე: საქართველოში რუსულად ყველა ვერ საუბრობს, ქართული კი...

AutoSharing Option
უკრაინის პირველ ლიგაში მოასპარეზე "მიკოლაევის" მეკარე დენის შელიხოვმა საქართველოში, "საბურთალოს" რიგებში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"საქართველოში წასვლამ იმიტომ მიმიზიდა, რომ "საბურთალო" ევროტურნირებზე გამოდიოდა. დიახ, ჩემპიონატი ბელარუსულზე უფრო სუსტი იყო, თუმცა გუნდს სხვა ამოცანები ჰქონდა და იმ დროისთვის ყელში იყო ამოსული ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ კლუბში ყოფნა.

იქ ყოფნისას წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენობრივი ბარიერი იყო - მეკარისთვის ძალიან რთულია თამაში, თუ ფეხბურთელებთან პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვს.

საქართველოში რუსულად ყველა ვერ ლაპარაკობს. თუ ქართული არ იცის ვინმემ, მეტწილად ინგლისურად საუბრობს. ქართული ენა კი ძალიან
რთულად მომეჩვენა. თუმცა არ მინდა ყველაფერი ამას დავაბრალო, პრობლემებს საკუთარ თავშიც ვეძებ.

საერთო ჯამში, საქართველოში 9 თვე გავჩერდი, ბოლოს კი ხელმძღვანელობას გაშვება ვთხოვე, რადგან თამაშის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავდი", - განაცხადა შელიხოვმა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ლიგაში 1 მატჩი ჩაატარა.

მომზადებულია ua.tribuna.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მისასალმებელია ბელორუსი ფეხბურთელების ჩამოსვლა, მაგგრამ რუსებს მეკარეები არ უვარგათ.
ddgfdf
15:37 01-06-2020
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული