"საბურთალომ" ვარჯიში დაიწყო, - ამის შესახებ კლუბი თავისი საიტით იტყობინება:
"დედაქალაქურმა "საბურთალომ" დაახლოებით ორთვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "ბენდელას" სტადიონზე საწვრთნელი პროცესი გამართა – თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით, გუნდი რამდენიმე ჯგუფად დაიყო და ინდივიდუალურად ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, "საბურთალომ" ბოლოს 11 მარტს ივარჯიშა, 12 რიცხვში კი გუნდი "დინამოსთან" დედაქალაქური დერბის მოლოდინში იყო, მაგრამ მსოფლიოში შექმნილი კორონავირუსის პრობლემის გამო იძულებითი დასვენება მოუწია".