საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

AutoSharing Option
სპორტულმა საიტმა prosto-sport.com-მა თავისი ვერსიით საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო გუნდად 1981 წლის ნაკრები დაასახელა, რომელშიც 5 ქართველი თამაშობდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წავიდა...

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში სსრკ-ს ძლიერი გუნდი ჰყავდა და მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს ამარცხებდა - გერმანიასა და უნგრეთს. ამ გუნდმა ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო, თუმცა ის, ძირითადად, "სპარტაკის" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. 1960 წლის გუნდი უფრო ინტერნაციონალური იყო. ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების მიუხედავად, ნაკრები მაინც არასტაბილური იყო.

რითი იყო გამორჩეული 1981 წლის სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრები? პირველ რიგში, იმით, რომ ის
3 საბაზისო გუნდს ეყრდნობოდა: მოსკოვის "სპარტაკს", კიევისა და თბილისის "დინამოებს". სწორედ ეს გუნდები იყვნენ საუკეთესოები საბჭოთა კავშირში და ბევრი ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავდათ.

ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელობა "სპარტაკის" დამრიგებელ კონსტანტინ ბესკოვს ანდეს, ასისტენტებად კი ნოდარ ახალკაცი და იური ლობანოვსკი დაუნიშნეს. ცხადია, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ბალანსის დაცვა იყო...

ბესკოვი ნაკრების სათავეში 1979 წელს დანიშნეს, მას შემდეგ, რაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებლად გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის მთავარი მიზანი მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე წამატებულად გამოსვლა იყო, თუმცა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ვერაფერს მიაღწია. მაგრამ ბესკოვს ეს აპატიეს და ეროვნული გუნდის სათავეში დატოვეს... ახლა მას ნაკრები ესპანეთში გასამართ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადებინა.

ბესკოვმაც ახალი შემადგენლობა დააყენა (ოლიმპიადაზე, მოგეხსენებათ, საუკეთესოები არ თამაშობდნენ) და პირველი მატჩი 1980 წლის 1-ელ აგვისტოს ჩაატარა უნგრეთთან, რომელიც სსრკ-მ 4:1 მოიგო. შემადგენლობაში 5 სპარტაკელი, 3 კიეველი და 2 თბილისელი იყო. გოლები ბლოხინმა, ბურიაკმა, როდიონოვმა და სულაქველიძემ გაიტანეს. ამას მსოფლიო თასის შესარჩევის თამაშები მოჰყვა ისლანდიასთან - გასვლაზე გუნდმა ძლივს მოიგო 2:1, სახლში კი ჩრდილოელები გაანადგურა - 5:0.

ბესკოვი 5-3-2 სქემით თამაშობდა. მეკარე რენატ დასაევი იყო ("სპარტაკი"). დაცვის ცენტრში ალექსანდრე ჩივაძე იდგა, სსრკ-ის 1980 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მის ოდნავ წინ იყვნენ ვაგიზ ხიდიატულინი და "სპარტაკის" კაპიტანი ოლეგ რომანცევი, რომელსაც სსრკ-ის ნაკრების კაპიტნის სამკლავურიც გადასცეს... რომანცევმა ბესკოვი გააბრაზა და მის ადგილას კიეველი სერგეი ბალტაჩი დააყენა. მარცხენა ფლანგზე თენგიზ სულაქველიძე იდგა. მარჯვნივ - ვლადიმირ ბესონოვი, რომელიც მოგვიანებით კიეველმა ანატოლი დემიანენკომ შეცვალა, აშკარად სჯობდა...

ცენტრალურ ნახევარმცველებად ბესკოვი ორ სპარტაკელს ათამაშებდა - სერგეი შავლოსა და იური გავრილოვს, თუმცა, შავლოსადმი სიყვარულის მიუხედავად, ამ პოზიციაზე მოგვიანებით ბესონოვი დააყენა. განიხილავდნენ კიდევ ერთ ვარიანტს - კიეველ ლეონიდ ბურიაკს, რომელსაც კარგი ალტერნატივა ჰყავდა ხორენ ოგანესიანის სახით.

აი, რაც შეეხება თავდასხმას, აქ ოლეგ ბლოხინი უალტერნატივო იყო. მის გვერდით ბესკოვი ჯერ სერგეი ანდრეევს ათამაშებდა, თუმცა რამაზ შენგელიამ ყველას დაუმტკიცა, რომ არავისზე ნაკლები ფორვარდი არ იყო, არც ბლოხინზე და ბესკოვს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ყველა პოზიციაზე 2-3 ძლიერი მოთამაშე იყო, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გამორჩეული გახლავთ:

"თბილისის "დინამოს" რიგებში თამაშობდა დავით ყიფიანი - დიადი ფეხბურთელი, საოცარი "დისპეჩერი". თუმცა ის ბესკოვმა მხოლოდ ერთხელ ათამაშა ბურიაკთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში. ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდმა უელსი ვერ დაამარცხა და ამის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა თითქმის სულ დაივიწყდა ყიფიანი. არადა, ჩანდა, რომ სსრკ-ის ნაკრები ქართველის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა." - აღნიშნავს გამოცემა.

ავტორის თქმით, ბესკოვს კიდევ ერთი ქართული პრობლემა ჰქონდა - ეს ვიტალი დარასელია გახლდათ. მობილური, ტექნიკური ნახევარმცველი ისეთ ფეხბურთს აჩვენებდა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ბესკოვმა მისი იგნორი ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, 1981 წლის სსრკ-ის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა: დასაევი - ჩივაძე, ბალტაჩა - სულაქველიძე, დემიანენკო - დარასელია, ბესონოვი, გავრილოვი - ბურიაკი - ბლოხინი, შენგელია. როგორც ხედავთ, "სპარტაკიდან" ძირითადში მხოლოდ 2 ფეხბურთელი იყო (დასაევი, გავრილოვი), ძირითად ბირთვს კიეველები (5) და თბილისელები (4) შეადგენდნენ. გამოცემის თქმით, უკრაინელები გუნდს მობილურობას მატებდნენ, ქართველები - ტექნიკას. საერთო ჯამში კი, ძალიან ძლიერი გუნდი გამოვიდა.

ეროვნული გუნდიც საოცრად თამაშობდა - ზედიზედ 5 მშრალი მატჩი ჩაატარა უელსთან (2), თურქეთთან (2) და ჩეხოსლოვაკიასთან. იმ დროს, ყიფიანის გარეშეც კი, სსრკ-ის ნახევარდაცვა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა.

"ბედის ირონიით, სწორედ ეს რგოლი დაშავდა ყველაზე მეტად და მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სუსტად გამოვიდა. ტრავმა მიიღო ბურიაკმა, თუმცა ბესკოვმა ტრავმიანი ბურიაკი მაინც შეიყვანა მსოფლიო თასის განაცხადში, სრულ მზადყოფნაში მყოფ და მოტივირებულ ყიფიანზე კი უარი თქვა." - წერს გამოცემა.

ბურიაკს კი მსოფლიო თასზე 1 წუთიც არ უთამაშია (ან როგორ ითამაშებდა ტრავმიანი ფეხბურთელი?!) და ტურნირის დასრულების შემდეგ კიდევ დიდი დრო დასჭირდა ტრავმის მოსაშუშებლად.

გავრილოვი... გავრილოვმა ითამაშა და ვაი, იმ თამაშს... სსრკ-ის ნახევარდაცვამ მობილურობა და დინამიკა დაკარგა... გუნდმა ინერციით მიაღწია 1/4-ფინალურ ჯგუფამდე... თუმცა იქ ვეღარაფერი შეძლო და დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.

სსრკ-ის ამ ნაკრებმა გულშემატკივრებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაუტოვა... არადა, შესაძლებელი იყო, 1 გადაწყვეტილებით ყველაფერი შეცვლილიყო...

არადა, მაინც როგორ უნდა წაიყვანო ყიფიანის ნაცვლად ტრავმიანი ფეხბურთელი?!. სხვაზე არაფერს ვამბობთ...

მკითხველის კომენტარები / 46 /
ყიფოს სული გაანათლოს ღმერთმა,ყოველთვის გამორჩეული იყო მისი თამაში,იმის თქმა,რომ ნაკრებში მაინცდამაინც ვერ ამართლებდნენ ყიფო და ვოვა არაა მთლად სწორი,იმიტომ ასეთ შემოქმედ ფეხბურთელს მეტი დრო უნდა მისცე,რომ გუნდი მასზე აეწყოს,მე პირადათ მათი ჩაგდებული თამაში ნაკრებში არ მახსოვს,დათოს რომ თავი დავანებოთ (თუმცა როგორ,მაგრამ..)ტრამვა ახალი მოშუშებული ქონდა, გუცაევი ხომ სასწაულ ფორმაში იყო,ზუსტად იმ ტურნირზე იყო,რომ რეალი ნებისმიერ თანხას იხდიდა მასში,მაგრამ არ დაუშვებდნენ ზემოთ (უფროსი ძმები)ამდენ ქართველს ძირითადში,ისე სწორად მიიჩნევა იმ დროის ნაკრები ყველაზე ძლიერ ნაკრებად საბჭოეთში.
sake
10 ივნისი 2020 12:52
0
ექვსი ქართველი ,,იყვირებდა,, ნაკრებში, მარტო ბესკოვის დანაშაული არ არის ეს. ,,ზემოდან,, წნეხში იყო. წაიყვანა ჩვენები, რომლებიც შემოქმედებასთან ერთად, ,,მუშებიც,, იყვნენ. მეტი ფეხბურთი არ იციან ყინულზე გაზრდილებმა.
100%
10 ივნისი 2020 10:10
3
სამწუხაროდ ყიფიანიც ტრამვირებული იყო ესპანეთის ოთხთა ტურნირის შემდეგ. ანხელმა მოატეხა ფეხი და ვეღარ აღიდგინა ფორმა.
ვეტერანი ფეხბურთელი
09 ივნისი 2020 22:19
14
სამაგიეროდ მის მაგივრად გავრილოვ (ჯანმრთელი) და ბურიაკი (თაბაშირში ფეხით!!!!) წაიყვანეს. ასე, რომ...
zuka
10 ივნისი 2020 15:11
0
ყიფიანი მძიმედ დაშავდა ესპანეთში, მაგრამ მერე ითამაშა მსოფლიო ნაკრებში. მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზად მაინც იყო. ბურიაკის წაყვანა კი მხოლოდ ბესკოვის ვირული სიჯიუტე იყო, ოღონდ კიდევ ერთი ქართველი არ წაეყვანა.
მერაბი
10 ივნისი 2020 09:08
2
ამაზე იტყვიან იყო დრო და მომენტი.
maxo
09 ივნისი 2020 21:36
5
ჯერის - ყიფიანი და სხვა დიდი ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა დროს თამაშობდნენ და მათზე არ დაწერონ?
შალვა
09 ივნისი 2020 19:59
4
ქართველ ფეხბურთელებზე როგორ არ უნდა დაწერონ მაგრამ კონტექსტზე გეუბნები.

მე პირადად ხელი მაქვს ჩაქნეული. ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტში საქართველო რუსეთის უკანს ეზოა. ასე რომ არ იყოს მაგ კითხვას არ დასვამდი
ჯერი
09 ივნისი 2020 22:15
16
გასაგებია მეგობარო,მაგრამ არ არის საჭირო და მითუმეტეს აუცილებელი ყიფიანის დარ კორიფეებზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ჭრილში საუბარი,მითუმეტეს,რომ ყიფოს სსრკ-ს ნაკრებში დიდად არასდროს წყალობდნენ!
შალვა-ს
09 ივნისი 2020 21:47
7
კომენტარები ზედმეტია... ყიფიანი და გუცაევი ნებისმიერ გუნდ დაამშვენებდა!!!
Teimuraz
09 ივნისი 2020 19:06
1
ვერ მოეშვით მოკლედ ამ საბჭოთა პერიოდს.
რა იყო, სპეციალურად აკეთებთ? საბჭოთა კაშირის ნოსტალგია და რამე?
მეტი კი არაფერი არაა რუსული პროპაგანდა.
ჯერი
09 ივნისი 2020 18:49
55
საბჭოთა პერიოდში დავიბადეთ და ვცხორობდით.1970-იანი წლების მეორენახევრისა და 1980 წლების დასაწყისის ქართული ფეხბურთის არნახული წინსვლა და წარმატებები გვაწერინებს. გაიგე მეგობარო?
....
14 ივნისი 2020 03:29
2
ასე იცის რუსულმა შოვინისტურმა ბუნებამ,
ზას.
09 ივნისი 2020 16:56
8
საბჭოთა ნაკრები რომ ამოუწურავი რესურსის გუნდი იყო ძლიერი ფეხბურთელებით ეს მოცემულობა იყო. ის დღეს რომ ესპანეთი უკონკურენტოა წინა საუკუნის რიგ დეკადებში 2 თავით აღემატებოდა მას სსრ. სტაბილურად ძლიერი ნაკრებები იყო ევროპაში გერმანია იტალია ჰოლანდია სსრ საფრანგეთი და ინგლისი თანაბარი დონის ნაკრებები იყო სხვა დანარჩენი რიგი გამონათებებით თუ იტყოდენ სათქმელს. ინგლისი და საფრანგეთი კი პირადი "ნაშა" იყო მისი. ზემოდჩამოთვლილ ნაკრებებს და ასევე სხვა კონტინენტების წამყვან საფეხბურთო გუნდებს ხშირად ამარცხებდა .ბოლოს და ბოლოს 4 ევროპის ჩემპიონატის ფინალი აქ ნათამაშები ერთიც მონაგები .მარა უბრალოდ მწვრნელები არამარტო ფეხბურთელთა სელექციის დროს არამედ დიდ ტურნირებზე ტაქტიკურ თუ თამაშის დაგეგმვას მხრივ რბილად რომ ვთქვად " წაუფილოსოფოსებდენ" გუნდს 2 თავით ჯობიხარ გადი გაიყვანე ერთს გაგიტანს ოთხს გაუტან მარა თავს იზღვევდენ თუ რისი ეშინოდათ არ ვიცი ალბათ ზევიდან წნეხის. ფაქტია ამ ნაკრებს უფრო დიდი მიზნების დაპყრობა შეეძლო ვიდრე მისი მწვრთნელები ახერხებდნენ
Apolon
09 ივნისი 2020 16:54
6
1960 წლის, ნახევრად გამოშიგნული ევრო პირველობის გარდა, რა მოიგო მაგ "მრისხანე" სსრკ ნაკრებმა? იქაც ისე მოიგო, ესპანეთი საერთოდ არ გამოცხადდა, ხოლო გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია საერთოდ არ მონაწილეობდა ტურნირში. ვერ გავიდა კი არა, არ მიუღია მონაწილეობა. მსოფლიოზე რა მიღწევები ჰქონდა? საკლუბო დონეზე, 3 თასების მფლობელთა თასის გარდა არაფერი. ესაა ფაქტები. ახლა, ახლანდელ რუსეთის, უკრაინის, ან საქართველოს ნაკრებს ათასი თავით რომ ჯობდა, მაგას არავინ არ დავობს.
ოლა
11 ივნისი 2020 20:06
4
აპოლონ-ს-ს.სსრკ-ს ნაკრები არასოდეს არ იყო ძლიერთა სიაში?1956-ოლიმპიური ჩემპიონი,1960 -ევროპის ჩემპიონი.1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ერთერთი ფავორიტი,რომელმაც ერთადერთმა ითამაშა დუბლი ვეს სისტემითდა სწორედ ჩამორჩენილი ტაქტიკის გამო წააგო მეოთხედფინალი,მასპინძელ ჩილესთან.1964,ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი.1966 წელი,მსოფლიოზე მეოთხე ადგილი და ეს იმ დროს,როცა ედუარდ სტრელცოვი,ნაკრების ლიდერი და შეუდარებელი გოლეადორი, წასვლის დღეს დააპატიმრეს.მესხიც არ წაიყვანეს.1970 წელი.კვლავ მეოთხედფინალი ფინალი და წაგება ურუგვაისთან.მწვრთნელმა კვლავ 5 მცველით ათამაშა ნაკრები.მეტოქემ ბურთი აშკარად პირით ხაზს იქით გადასულიდან ჩამოაწოდა.მცველები გაჩერდნენ,მეტოქემ კი ცხრიანში დაარტყა და კავაზაშვილის საოცარმა ნახტომმაც ვეღარ უშველა საქმეს.მეტრეველი იმიტომ არ წაიყვანეს,რომ მზადების დროს,ლოვჩევმა მას ბურთი რომ აართვა,გაიქცა და ცენტრის აღმნიშვნელ ალამს წამოდებულმა,ზღართანი მოიღო ძირს.მეტრეველს გაეცინა და ეს დაუდეს მიზეზადამის შემდეგ,მართლაც ჩავარდნა იყო.74-ში ჩილეში ახალი მომხდარი იყო გადატრიალება და ქვეყანა სასაკლაოდ იყო ქცეული.პატიმრები ჰყავდათ სტადიონზეც,სადაც ნაკრებს უნდა ეთამაშა.ნაკრებს საბჭოთა მთავრობამ უარი ათქმევინა იქ თამაშზე და ჩემპიონატს მიღმა დარჩა ნაკრებიქვეყანაში დაცვითი ფეხბურთი მეფობდა და ჩემპიონატს მიღმა დარჩა 78-შიც.82 -ში კისსრკ ნაკრები,პოტენციურად ძალიან ძლიერი იყო და მედლების კანდიდატადაც მოიაზრებოდა.თუმცა აქაც მწვრთნელების გადამეტებული სიფრთხილის გამო,ვერ გაიმარჯვა პოლონეთთან.84-ში ისინი მიიჩნეოდნენსაფრანგეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად,მაგრამ შესარჩევში პორტუგალიასთან მარცხი,გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფრანგი მსაჯის შეცდომა.მან ნახევარი მეტრით გადასწია წესის დარღვევის ადგილი და პენალტი დანიშნა საბჭოთა კავშირის კარში. მარცხმა,ჩემპიონატის მიღმა დაარჩინა სსრკ ნაკრები.86 წლის ჩემპიონატზე,ჯგუფურ ტურნირზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ,პლეი ოფში,4-3 წააგო ბელგიასთან დააქაც მსაჯების წილიც საგძნობი იყო.88 -ევროპის პირველობა.მეორე ადგილი.ეს იყო სუსტი ნაკრები?მწვრთნელებში არ უმართლებდა,თორემ ყოველთვის ძლიერი ნაკრები იკრიბებოდა.
სოსო
11 ივნისი 2020 18:18
6
ყველა გამოხმაურება
არიან ფეხბურთელები,რომლებიც საკლუბო დონეზე დიდებულად თამაშობენ და ნაკრებში საშუალოდ.ესე იყვნენ ყიფიანი და გუცაევიც.სხვადასხვა მწვრთნელები იწვევდნენ,მაგრამ ვერც დათომ და ვერც ვოვამ ვერცერთხელ ვერ ჩაატარეს დასამახსოვრებელი მატჩი ნაკრებში.ეს არის სამწუხარო რეალობა.ფინალურ ეტაპამდე სსსრ ნაკრებმა შესარჩევში ყველას გადაუარა ყიფიანის გარეშეც და როგორც მოგეხსენებათ გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან.
ზაზა
09 ივნისი 2020 16:21
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული