საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

AutoSharing Option
სპორტულმა საიტმა prosto-sport.com-მა თავისი ვერსიით საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო გუნდად 1981 წლის ნაკრები დაასახელა, რომელშიც 5 ქართველი თამაშობდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წავიდა...

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში სსრკ-ს ძლიერი გუნდი ჰყავდა და მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს ამარცხებდა - გერმანიასა და უნგრეთს. ამ გუნდმა ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო, თუმცა ის, ძირითადად, "სპარტაკის" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. 1960 წლის გუნდი უფრო ინტერნაციონალური იყო. ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების მიუხედავად, ნაკრები მაინც არასტაბილური იყო.

რითი იყო გამორჩეული 1981 წლის სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრები? პირველ რიგში, იმით, რომ ის
3 საბაზისო გუნდს ეყრდნობოდა: მოსკოვის "სპარტაკს", კიევისა და თბილისის "დინამოებს". სწორედ ეს გუნდები იყვნენ საუკეთესოები საბჭოთა კავშირში და ბევრი ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავდათ.

ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელობა "სპარტაკის" დამრიგებელ კონსტანტინ ბესკოვს ანდეს, ასისტენტებად კი ნოდარ ახალკაცი და იური ლობანოვსკი დაუნიშნეს. ცხადია, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ბალანსის დაცვა იყო...

ბესკოვი ნაკრების სათავეში 1979 წელს დანიშნეს, მას შემდეგ, რაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებლად გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის მთავარი მიზანი მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე წამატებულად გამოსვლა იყო, თუმცა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ვერაფერს მიაღწია. მაგრამ ბესკოვს ეს აპატიეს და ეროვნული გუნდის სათავეში დატოვეს... ახლა მას ნაკრები ესპანეთში გასამართ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადებინა.

ბესკოვმაც ახალი შემადგენლობა დააყენა (ოლიმპიადაზე, მოგეხსენებათ, საუკეთესოები არ თამაშობდნენ) და პირველი მატჩი 1980 წლის 1-ელ აგვისტოს ჩაატარა უნგრეთთან, რომელიც სსრკ-მ 4:1 მოიგო. შემადგენლობაში 5 სპარტაკელი, 3 კიეველი და 2 თბილისელი იყო. გოლები ბლოხინმა, ბურიაკმა, როდიონოვმა და სულაქველიძემ გაიტანეს. ამას მსოფლიო თასის შესარჩევის თამაშები მოჰყვა ისლანდიასთან - გასვლაზე გუნდმა ძლივს მოიგო 2:1, სახლში კი ჩრდილოელები გაანადგურა - 5:0.

ბესკოვი 5-3-2 სქემით თამაშობდა. მეკარე რენატ დასაევი იყო ("სპარტაკი"). დაცვის ცენტრში ალექსანდრე ჩივაძე იდგა, სსრკ-ის 1980 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მის ოდნავ წინ იყვნენ ვაგიზ ხიდიატულინი და "სპარტაკის" კაპიტანი ოლეგ რომანცევი, რომელსაც სსრკ-ის ნაკრების კაპიტნის სამკლავურიც გადასცეს... რომანცევმა ბესკოვი გააბრაზა და მის ადგილას კიეველი სერგეი ბალტაჩი დააყენა. მარცხენა ფლანგზე თენგიზ სულაქველიძე იდგა. მარჯვნივ - ვლადიმირ ბესონოვი, რომელიც მოგვიანებით კიეველმა ანატოლი დემიანენკომ შეცვალა, აშკარად სჯობდა...

ცენტრალურ ნახევარმცველებად ბესკოვი ორ სპარტაკელს ათამაშებდა - სერგეი შავლოსა და იური გავრილოვს, თუმცა, შავლოსადმი სიყვარულის მიუხედავად, ამ პოზიციაზე მოგვიანებით ბესონოვი დააყენა. განიხილავდნენ კიდევ ერთ ვარიანტს - კიეველ ლეონიდ ბურიაკს, რომელსაც კარგი ალტერნატივა ჰყავდა ხორენ ოგანესიანის სახით.

აი, რაც შეეხება თავდასხმას, აქ ოლეგ ბლოხინი უალტერნატივო იყო. მის გვერდით ბესკოვი ჯერ სერგეი ანდრეევს ათამაშებდა, თუმცა რამაზ შენგელიამ ყველას დაუმტკიცა, რომ არავისზე ნაკლები ფორვარდი არ იყო, არც ბლოხინზე და ბესკოვს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ყველა პოზიციაზე 2-3 ძლიერი მოთამაშე იყო, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გამორჩეული გახლავთ:

"თბილისის "დინამოს" რიგებში თამაშობდა დავით ყიფიანი - დიადი ფეხბურთელი, საოცარი "დისპეჩერი". თუმცა ის ბესკოვმა მხოლოდ ერთხელ ათამაშა ბურიაკთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში. ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდმა უელსი ვერ დაამარცხა და ამის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა თითქმის სულ დაივიწყდა ყიფიანი. არადა, ჩანდა, რომ სსრკ-ის ნაკრები ქართველის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა." - აღნიშნავს გამოცემა.

ავტორის თქმით, ბესკოვს კიდევ ერთი ქართული პრობლემა ჰქონდა - ეს ვიტალი დარასელია გახლდათ. მობილური, ტექნიკური ნახევარმცველი ისეთ ფეხბურთს აჩვენებდა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ბესკოვმა მისი იგნორი ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, 1981 წლის სსრკ-ის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა: დასაევი - ჩივაძე, ბალტაჩა - სულაქველიძე, დემიანენკო - დარასელია, ბესონოვი, გავრილოვი - ბურიაკი - ბლოხინი, შენგელია. როგორც ხედავთ, "სპარტაკიდან" ძირითადში მხოლოდ 2 ფეხბურთელი იყო (დასაევი, გავრილოვი), ძირითად ბირთვს კიეველები (5) და თბილისელები (4) შეადგენდნენ. გამოცემის თქმით, უკრაინელები გუნდს მობილურობას მატებდნენ, ქართველები - ტექნიკას. საერთო ჯამში კი, ძალიან ძლიერი გუნდი გამოვიდა.

ეროვნული გუნდიც საოცრად თამაშობდა - ზედიზედ 5 მშრალი მატჩი ჩაატარა უელსთან (2), თურქეთთან (2) და ჩეხოსლოვაკიასთან. იმ დროს, ყიფიანის გარეშეც კი, სსრკ-ის ნახევარდაცვა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა.

"ბედის ირონიით, სწორედ ეს რგოლი დაშავდა ყველაზე მეტად და მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სუსტად გამოვიდა. ტრავმა მიიღო ბურიაკმა, თუმცა ბესკოვმა ტრავმიანი ბურიაკი მაინც შეიყვანა მსოფლიო თასის განაცხადში, სრულ მზადყოფნაში მყოფ და მოტივირებულ ყიფიანზე კი უარი თქვა." - წერს გამოცემა.

ბურიაკს კი მსოფლიო თასზე 1 წუთიც არ უთამაშია (ან როგორ ითამაშებდა ტრავმიანი ფეხბურთელი?!) და ტურნირის დასრულების შემდეგ კიდევ დიდი დრო დასჭირდა ტრავმის მოსაშუშებლად.

გავრილოვი... გავრილოვმა ითამაშა და ვაი, იმ თამაშს... სსრკ-ის ნახევარდაცვამ მობილურობა და დინამიკა დაკარგა... გუნდმა ინერციით მიაღწია 1/4-ფინალურ ჯგუფამდე... თუმცა იქ ვეღარაფერი შეძლო და დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.

სსრკ-ის ამ ნაკრებმა გულშემატკივრებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაუტოვა... არადა, შესაძლებელი იყო, 1 გადაწყვეტილებით ყველაფერი შეცვლილიყო...

არადა, მაინც როგორ უნდა წაიყვანო ყიფიანის ნაცვლად ტრავმიანი ფეხბურთელი?!. სხვაზე არაფერს ვამბობთ...

მკითხველის კომენტარები / 46 /
ლეონიდ ბურიაკი,მართლაც ძალიან კარგი ნახევარმცველი და გამთამაშებელი იყო,მაგრამ ჩემპიონატზე თაბაშირიანი ფეხით წაიყვანეს და რა თამაშზე იყო საუბარი.უკვე ტრავმა მოშუშებულ ყიფიანს კი,ადრევე უთხრეს უარი და მანაც გამწარებულმა და იმედგაცრუებულმა,თამაშს თავი დაანება.არც ვლადიმერ გუცაევი აიყვანეს ნაკრებში,რომელიც ორივე ფლანგზე ძალიან კარგად თამაშობდა და შეეძლო გუნდის სქემაში მრავალფეროვნების და სიმწვავის შეტანა.სწორედ ეს დააკლდა სსრკს ნაკრებს პოლონეთთან მატჩში,როცა გამარჯვება სავალდებულო იყო და მოედანზე 5 მცველით გამოვიდა.განმეორდა 1970 წლის ჩემპიონატის ისტორია.იქაც ხომ წაგების შიშმა იძალა და 5 მცველი გამოიყვანეს მწვრთნელებმა.შედეგად ვერც მექსიკაში და ვერც იტალიაში,ნაკრებმა,რომელსაც გამარჯვება სჭირდებოდა,გოლი ვერ გაიტანა და დატოვა ჩემპიონატი.ნაკრების გამთამაშებლის ფუნქცია,ბესკოვმა გავრილოვს და ბლოხინს დააკისრა.გავრილოვის კლასი ახლოსაც ვერ მოდიოდა ყიფიანის,ან ბურიაკის კლასთან,მაგრამ ბესკოვმა სხვა გზა აღარ დაიტოვა.არადა გავრილოვის ტექნიკურ არსენალში,მხოლოდ პირდაპირი პასები,ფეხის წვერით,ან "პადიომით"შესრულებული იყო.სხვანაირი თამაში მას უბრალოდ არ შეეძლო.სტანდარტებს კი,ნებისმიერი ადგილიდან ბლოხინი ასრულებდა და ეს ფუნქცია,მისთვის სრულიად ახალი და უცხო იყო.ასე გახდა ძალიან ძლიერი და შემოქმედებითი სსრკს ნაკრები,მონოტონურ,დაცვისაკენ მიდრეკილ,მექანიკური ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებად.თავისთავად ეს ნაკრებიც ძალიან ძლიერი იყო,მაგრამ გადამწყვეტ თამაშებში,შემოქმედებითობის გარეშე წინსვლა,აშკარად შეუძლებელი გახდა.ეს ყველაზე ძალიან გამოჩნდა პოლონეთთან 0-0 დამთავრებულ შეხვედრაში,სადაც ნაკრებმა 5 მცველით,ვერაფრით შეძლო გადამწყვეტ შეტევაზე გადასვლა.
ეს ჩემპიონატი,ერთი კურიოზითაც დამამახსოვრდა.ნაკრების პირველ,გახსნის თამაშში,ბრაზილიას შევხვდით და ტელეკომენტატორმა ნიკოლოზ ოზეროვმა,ჩემპიონატის პირველი,გახსნის რეპორტაჟი შემდეგი სიტყვებით დაიწყო."ვნიმანიე,ვნიმანიე!ნაჩინაემ რეპორტაჟ ს ჩემპიონატა მირა პო ხოკეიუ".ყურადღება,ყურადღება!ვიწყებთ რეპორტაჟს მსოფლიოს ჩემპიონატიდან,ჰოკეიში.ასე იყო,ბრაზილიასთან ჰოკეი გვათამაშა.
სოსო
09 ივნისი 2020 15:04
5
ახლა წერონ და იკითხონ ღრუსებმა, რაღა აზრია აქვს? მაშინ ხმა არავინ ამოიღო ყიფიანის არ წაყვანაზე. დათო იმ დროს ერთ ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. ჩვენ დათო შეგვეცოდა თორემ სსსრკ-ს ნაკრებმა ვერაფერს რომ ვერ მიაღწია ეგ არც გვადარდებს. ერთი რუსიც რომ არ ყოფილიყო ნაკრებში მაინც რუსეთს მიეწერებოდა მოიღწევა. 1/2 ფინალში გასვლა კი სავსებით შესაძლებელი იყო.მხოლოდ პოლონელების დამარცხება იყო საჭირო და ბესკოვმა 5 მცველი ათამაშა. იმ გუნდს რაც აკლდა სწორედ დათო იყო და ბესკოვი კი ზედმეტი თავისი შოვინიზმით. ნამდვილი მწვრთნელი გუცაევსაც წაყვანდა ნაკრებში. ნახევარი გუნდი ქართული და ნახევარიც უკრაინული ამას ბესკოვი არ დაუშვებდა.
G.LA
09 ივნისი 2020 15:00
7
ღრუსის კნავილი მესმის.
ვაკეთებ
09 ივნისი 2020 21:53
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული