"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში "ოქროს მოწმის" სტატუსის მქონე პიროვნება ახალგაზრდა ფეხბურთელის გაუჩინარების ღამეს მომხდარ ამბებს იხსენებს.
მოწმის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და მოჩხუბარ პიროვნებებს აშველებდა. თბილისიდან მოსულ მანქანაში მსხდომები კი მათ უსაფუძვლოდ დაედევნენ.
აქვე, აღსანიშნავია, რომ დაკავებული 17-ვე პირის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფები სრულად უდანაშაულონი არიან და წინასწარ პატიმრობასაც კი არცერთი არ იმსახურებს.