თბილისში ახალი საფეხბურთო ცენტრი შენდება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianFFofficial/

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" ცნობით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

"ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, გასახდელებით, ტრიბუნით, განათებითა და სარბენი ბილიკით.

საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მოსახლეობას", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაამბავია,რა გახდა ეს თბილისი თბილისი...რეგიონებს მიხედეთ,გურიას,იმერეთს სამეგრელოს
ბაჩი
06 ივლისი 2020 16:54
7
თბილისი,საქართველოს მოსახლეობის 40%-მდე ცხოვრობს.ქალაქში ისედაც ძალიან ცოტა იყო სტადიონები და სააკაშვილმა,იქიდან ძალიან ბევრი გააუქმა და გაყიდა.ასე რომ ძალიან საშურია თბილისში სპორტული ბაზების მშენებლობა.ერთ სტადიონზე ხომ, აქ, გაცილებით ბევრი მოვარჯიშე მოვა,ვიდრე სადმე სხვაგან.
სოსო
06 ივლისი 2020 21:07
2

სიახლეები პოპულარული