საქართველოს ნაკრების მეკარე: მეც რუსეთში ვთამაშობ და პატრიოტიზმზე მოლაპარაკეებს ნეტავ ჩემსავით უყვარდეთ საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძემ, რომელიც 2004 წლიდან "გაზპრომ-იურგას" რიგებში გამოდის და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად 40 წლის ასაკშიც ითვლება, ქართულ საიტ 90wuti.ge-სთან კომენტარი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე გააკეთა.

"დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს თორნიკეს. სპორტი და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ. მე აქ ვთამაშობ დიდი ხანია, მაგრამ როგორც მე მიყვარს საქართველო, იმის ნახევრადაც რომ უყვარდეს იმ ხალხს, ვინც ბევრს წერს პატრიოტიზმზე, ამ დღეში არ ვიქნებოდით", - განაცხადა ზვიად კუპატაძემ.

თორნიკე შენგლიას მოსკოვურ კლუბში ტრანსფერი გუშინ, 9 ივლისს დადასტურდა. ქართველი
ფორვარდი "არმიელთა" რიგებში 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.

ავტორი გიორგი ღავთაძე

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altსაქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

altchampionat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
გაზპრომი არის პირადად პუტინის კომპანია რომელიც მთავარი სპონსორია ჩემპიონთა ლიგის,ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჯგუფში არ გახვიდეთ რომელიმე ქართული კლუბი და იქიდან ფული არ აიღოთ,გაიგეთ ბიჯოო,პატრინოტი გეუბნებით:)))))))
gazprom
10 ივლისი 2020 17:25
12
ღმერთმა დაგვიფაროს...
შენ ვიღას დაკარგვიხარ
10 ივლისი 2020 20:44
2
სპორტი და პოლიტიკა შეიძლება ახლოს არის მაგრამ სპორტი მაინც წინ უნდა დავაყენოთ უკეტესი მსოფლიოსთვის და მეტი ცივილიზაციისთვის....ზოგიერთს არ ესმის ამდენი!!!
gio
11 ივლისი 2020 10:02
6
ამას ვიღა ეკითხება. ესეც რუსეთის მონაა ეტყობა
არა!!
11 ივლისი 2020 22:52
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული