საქართველოს ნაკრების მეკარე: მეც რუსეთში ვთამაშობ და პატრიოტიზმზე მოლაპარაკეებს ნეტავ ჩემსავით უყვარდეთ საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძემ, რომელიც 2004 წლიდან "გაზპრომ-იურგას" რიგებში გამოდის და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად 40 წლის ასაკშიც ითვლება, ქართულ საიტ 90wuti.ge-სთან კომენტარი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე გააკეთა.

"დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს თორნიკეს. სპორტი და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ. მე აქ ვთამაშობ დიდი ხანია, მაგრამ როგორც მე მიყვარს საქართველო, იმის ნახევრადაც რომ უყვარდეს იმ ხალხს, ვინც ბევრს წერს პატრიოტიზმზე, ამ დღეში არ ვიქნებოდით", - განაცხადა ზვიად კუპატაძემ.

თორნიკე შენგლიას მოსკოვურ კლუბში ტრანსფერი გუშინ, 9 ივლისს დადასტურდა. ქართველი
ფორვარდი "არმიელთა" რიგებში 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.

ავტორი გიორგი ღავთაძე

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altსაქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

altchampionat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
ხვალე რომ ცსკას სახელი გადაარქვან პრობლემა აღარ გექნება? ერთი რამე დავასკვენი-არაფერს რომ არ წარმოადგენთ ცხოვრებაში,ნოლებიც რომ არა ხართ ისეთები ხართ ვითომ პატრიოტები.თურქეთში რომ გყავთ გაგზავნილო ცოლები,დედები ან დები ისინი გამოხვედით ეხლა და მეტი საქმე არა გაქვთ და პატრიოტობთ
ვაი თქვენს პატრონს
15:35 10-07-2020
35
გაზპრომი არსად დაგეკარგოს.
ეს ვიღას დაკარგვია??
14:29 10-07-2020
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული