საქართველოს ნაკრების მეკარე: მეც რუსეთში ვთამაშობ და პატრიოტიზმზე მოლაპარაკეებს ნეტავ ჩემსავით უყვარდეთ საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძემ, რომელიც 2004 წლიდან "გაზპრომ-იურგას" რიგებში გამოდის და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად 40 წლის ასაკშიც ითვლება, ქართულ საიტ 90wuti.ge-სთან კომენტარი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე გააკეთა.

"დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს თორნიკეს. სპორტი და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ. მე აქ ვთამაშობ დიდი ხანია, მაგრამ როგორც მე მიყვარს საქართველო, იმის ნახევრადაც რომ უყვარდეს იმ ხალხს, ვინც ბევრს წერს პატრიოტიზმზე, ამ დღეში არ ვიქნებოდით", - განაცხადა ზვიად კუპატაძემ.

თორნიკე შენგლიას მოსკოვურ კლუბში ტრანსფერი გუშინ, 9 ივლისს დადასტურდა. ქართველი
ფორვარდი "არმიელთა" რიგებში 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.

ავტორი გიორგი ღავთაძე

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altსაქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

altchampionat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
ამას ვიღა ეკითხება. ესეც რუსეთის მონაა ეტყობა
არა!!
22:52 11-07-2020
6
Შენგელია რომ ყველა დანარჩენზე მეტს ნიშნავს არ ესმით ამათ? Რომ არ იყოს ეს სიმბოლური დამოკიდებულება საერთოდ არ ეყოლება სპორტს გულშემატკივარი. Რუსეთში სპორტი პოლიტიკაა, არც ფეხბურთელი არც რაგბისტი არც სხვა იქ თორნიკეს წონის არ გვყავს და არ გვყოლია. Საშინელებაა რაც მოხდა, ყველასთვის და თორნიკესთვისაც.
ანდრი
10:39 11-07-2020
10

სიახლეები პოპულარული