მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ის ვერ ამჩნევს, რომ პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ვინმეს ხელს აფარებდეს.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სარალიძის მკვლელობის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება.

"მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა, აქაც ჩემი გულისტკივილი მინდა გამოვხატო. ვუსამძიმრებ შაქრაშვილის სიკვდილს არა მთელ საქართველოს, მხოლოდ ოჯახს.

ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ძიებაც არ მისულიყო ამაზე და უფრო ღრმადაც
ჩავლენ ალბათ. ჩემთვის გულსატკენია, რომ აქეთაც ახალგზარდები არიან. იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა. ჩემი თხოვნა იქნება, ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

წყარო: IPN.GE


მკითხველის კომენტარები / 17 /
არ დაბლოკოთ ! ჯერ იყო და ნათელაშვილის მოძღვრება შემოგვთავაზეთ, ეხლა იაკობი გამოგვეცხადა.იქნება სპორტულ თემებს დაუთმოთ მეტი დრო? ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს, არ ჯობია? მე მგონი , ნაკლებად საინტერესოა მეუფე იაკობის მოწოდებები, მითუმეტეს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს
: )))))))
13 ივლისი 2020 02:22
2
ამ მეუფის და მისი ამალის შექმნილ სახელმწიფოში ეს მოვლენა მე არ მიკვირს რადგან ჩვენი ქვეყანა დღემდე მხედრიონელების სამართალ მემკვიდრე ქვეყანად რჩება, ეს ყველა ჭკუათმყოფელმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცისიცის
ბაჩი
13 ივლისი 2020 01:10
3
ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ? ჩხუბში შეიძლება იყოს 6 კაცი, 10, 12, 17, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოკლავდა? ვიღაცას ხომ ჰქონდა ასეთი აზრი? იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ ამდენი ახალგაზრდა. ამათზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, ბოლომდე ხომ ვერ გავწირავთ. დააშავა? პასუხი უნდა აგოს, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ახალგაზრდებს დღეს ისე არ უნდა ვუძახოთ, რომ გამოვიდნენ და უარესები იყვნენ. ახალგაზრდები არიან ისინიც. იჩხუბეს, დალიეს, ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს,სიმართლის გამო? აი სინამდვილეში რა კომენტარი გააკეთა სრულად მეუფე იაკობმა
სიმართლე
12 ივლისი 2020 17:03
6
ეს კაცი გააჩუმეთ ვინმემ...... ისედაც გასკდა გული
alex
12 ივლისი 2020 16:11
3
რა თქვა აქ გასაჩუმებელი ან გაუგებარი?
lasha
12 ივლისი 2020 18:30
10
ღმერთმა გაგახაროს მეუფე იაკობ... ძალიან გვიყვარხარ და პატივს გცემთ
chiko81
12 ივლისი 2020 16:00
23
ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეს მეუფე იაკობ. ნამდვილად არ მეგონა თუ სპორტალზე გნახავდით☺
დასავლელი81
12 ივლისი 2020 15:54
11
ღმერთმა გაახაროს მეუფე იაკობი
გაგა
12 ივლისი 2020 15:47
12
♥️ დიდი პატივისცემა ჩემგან მეუფე იაკობს
პროგრესული ქართველი
12 ივლისი 2020 15:38
28
ერთი ესაა კიდე წმინდა წყლის დამლევი. ჯერ დეკანოზ მამალაძის საქმეში გაერკვნენ, ცოდვები მოინანიონ და მერე ამოიღონ ხმა.
irakli81
12 ივლისი 2020 14:10
15
რა სამწუხაროა, რომ ადამიანი რომელიც საპატრიარქოს სახეს წარმოადგენს, ჩემში სრულებით არ იწვევს რწმენას.
Mateus
12 ივლისი 2020 13:47
11
სამაგიეროდ მიშა მოგწონს არა?
mateius
12 ივლისი 2020 14:41
35

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული