მუჯირი: ქართული კლუბების ევრომატჩების საქართველოში გასამართად ყველაფერს გავაკეთებთ...

AutoSharing Option
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპსა და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შესახებ კი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონის ევროტურნირების წილისყრა 9 აგვისტოს გაიმართება. უეფას დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წყვილის ვერცერთი გუნდი ვერ შეძლებს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძლობას,
შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ასევე გადაიდო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი, რომელიც სექტემბრის სანაკრებო შესვენების ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება. რაც შეეხება 2021 წლის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპებს, შეხვედრები 2021 წლის გაზაფხულამდე გადაიდო.

ეროვნული ნაკრების და 21-წლამდელთა ნაკრების მატჩების შესახებ უეფა კიდევ ერთ ონლაინშეხვედრას 20 აგვისტომდე გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი უფრო მეტი დეტალი მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ.

ვიდეოკონფრენციაზე უეფას წევრი ასოციაციების გენერალურმა მდივნებმა ასევე იმსჯელეს ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩებზე და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სექტემბრის სანაკრებო პაუზამ შესაძლოა 2021 წლის თებერვალში გადაინაცვლოს.

ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა ევროტურნირები იყო. კვირას, 9 აგვისტოს, მომდევნო სეზონის ევროტურნირების წილისყრა გაიმართება, სადაც ქართული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილება ჯერაც პრობლემურ საკითხად რჩება. აქედან გამომდინარე, უეფას გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი დაპირისპირებები იქნება. დღეს გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გარდა, ყველა სხვა შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მატჩებს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. უეფამ ასევე გაგვაცნო ალტერნატიული გეგმა. იმ შემთხვევაში თუ წყვილიდან ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. წარმოდგენილ იქნა ოთხი ქვეყნის ვარიანტი: საბერძნეთი, კვიპროსი, პოლონეთი და უნგრეთი.

ფეხხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გამართავს შეხვედრას ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბების წარმომადგენლებთან და ერთობლივი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მატჩების საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობა მოიპოვოს.

დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდელთა ნაკრების განრიგი უცვლელი რჩება, თუმცა 20 აგვისტომდე უეფას ორგანიზებით კიდევ ერთი ვიდეოკონფერენცია გაიმართება, სადაც ყველა ის დეტალი გაირკვევა, თუ რა პირობებში მოგვიწევს ამ მატჩების ჩატარება."

წყარო: GFF.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
უეფა რატომ წყვიტავს?
სწორი იქნება თუ თავად ქვეყანა გადაწყვიტავს დაუშვებს თუ არა სტადიონზე მაყურებელს

საკუთარი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე
გოგა
07 აგვისტო 2020 12:43
5
გამარჯობა თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფორმაცია ერთა ლიგის 20-21 წლების სეზონის ც ლიგის თამაში ესტონეთთან 5 სექტემბერს რომ უნდა ჩაეტარებინა ეროვნულ ნაკრებს ჩატარდება 5 ში თუ გადაიდო ?
გიო
07 აგვისტო 2020 16:44
0
გოგას: იმიტომ, რომ ავტორიტარული ორგანიზაციაა და კარგი გაკვეთილი მიიღო, როდესაც სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ "მანჩესტერ სიტის" გადაწყვეტილება დაუბლოკა. ჩვენს ფედერაციას კიდევ არავინ არაფერს ეკითხება, ვიდეოკონფერენციაზე რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ.
სანდრო
07 აგვისტო 2020 13:04
2
ფედრაცია მეც არ მომწონს და რო გადადგენ განიხარდება. მაგრამ ამ მთავარი არხის საინფორმაციო გადაცემის წინ რატო იწყება ყველა არეულობა? ეს მაკვირვებს თორე ფედერაცია მარტო ტორპედოს ამბების გამოა გადასადგომი
ბოკინიო
13 ნოემბერი 2020 17:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული