ცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" "ტირანას" დამარცხების შემთხვევაში

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა და გაირკვა, თუ რომელი გუნდი იქნება თბილისის "დინამოს" მეტოქე მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში.

კენჭისყრის შედეგად თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შორის გამარჯვებულის მეტოქე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასა" და გიბრალტარულ "ევროპას" შორის მოგებული იქნება.

ალბათ, წინასწარვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში "ცრვენა ზვეზდა" იქნება.

აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ თბილისური კლუბი გასვლის შემთხვევაში მეორე ეტაპის მატჩსაც საქართველოში ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ძაან მაგარია მეირე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ გასვლის შემთხვევაში, იქნებ გავძვრეთ მესამე ეტაპზე წარმატებები ბიჭებო
კაჯი
15:14 10-08-2020
3
ძალიანაც კარგია! სანამ ცრვენა ზვეზდასნაირ გუნდებს სახლში არ მოვუგებთ , არანაირი აზრი არ აქვს არსად გასვლას
გადასარევი გიორგი
15:02 10-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული