ცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" "ტირანას" დამარცხების შემთხვევაში

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა და გაირკვა, თუ რომელი გუნდი იქნება თბილისის "დინამოს" მეტოქე მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში.

კენჭისყრის შედეგად თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შორის გამარჯვებულის მეტოქე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასა" და გიბრალტარულ "ევროპას" შორის მოგებული იქნება.

ალბათ, წინასწარვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში "ცრვენა ზვეზდა" იქნება.

აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ თბილისური კლუბი გასვლის შემთხვევაში მეორე ეტაპის მატჩსაც საქართველოში ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რიალი რომელ ეტაპზე დაგვიპირისპირდება თუ გვემალება:)))
იბერიელი68
07:43 11-08-2020
2
იმის მერე ვის ვხვდებით და კიდე იმის მერე...
გელა
17:39 10-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული