კახა ჩხეტიანი: მიზანი ჯგუფური ეტაპია - კლუბის პრეზიდენტი დიდ პრემიებს დაგვპირდა

AutoSharing Option
"ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე წინასწარ საუბარი არ მსურს. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. უფლის, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ, მათ ხმას გავიგონებთ.

რაც შესაძლებელი იყო, მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ. კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ, გუნდის ლიდერები ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელი არიან. მოთამაშეებთან ერთად მათი თამაში განვიხილეთ და იმედი გვაქვს, ხვალ ჩვენი ბიჭებიხალხის გასახარებლად
ყველაფერს გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ითამაშეს თასის ფინალში და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი კონდიციები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი უპირატესობა ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ბოლო თამაში ეროვნულ ლიგაში მთლად ხარისხიანად ვერ ჩავატარეთ, რაშიც, რაღაც მხრივ, ცუდმა მინდორმაც შეგვიშალა ხელი. ხვალინდელ მატჩში კი სულ სხვა მოტივაცია გაგვაჩნია.

"კუკსის" დამარცხება თავის დროზე იოლი არ ყოფილა, გახსოვთ, როგორი მიმდინარეობაც იყო იმ მატჩში. ეს კლუბები რომ შევადაროთ, მიმაჩნია, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდია.

კლუბის პრეზიდენტმა მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა, დიდ პრემიებსაც შეგვპირდა. თუმცა თანხა მთავარი არაა, გუნდში პატრიოტები მყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სახელით თამაშობენ.

გაძლიერებას რაც შეეხება, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ლეგიონერი იქნება და იმედია, გუნდს გააძლიერებს.

გუნდში დიდი კონკურენციაა, თან ყველას გვსურს, რომ ლეგიონერმა თავიდანვე კარგად ითამაშოს. თუმცა პერნამბუკოს დრო დასჭირდება, ოჯახიდან შორსაა, 21 წლის ბიჭია, თუმცა ველოდებით, რომ იმ იმედებს, რაც პირველი თამაშით ჩაგვისახა, გაამართლებს.

ნიკა ნინუას წარმატებებს ვუსურვებ. მას საკმარისი ნიჭი აქვს და თუ მოინდომებს, შეუძლია პაოკი-ს ლიდერი გახდეს და საბერძნეთის ლიგაში წამყვან ფეხბურთელად იქცეს. "ბეშიქთაშში" ტრანსფერის ჩაშლის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმედია, ყველაფერს დაძლევს.

ქართულ კლუბებს, პირველ რიგში, ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ. ყველას ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუმცა ღმერთმა ინებოს, რომ სამივემ პირველივე ეტაპიც გადალახოს და ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიოს."

თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსიალაციას კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
შენ და შენ უფროსს.... იმედია ტირანა მაგრად ამოგტენით ამოვიდა თქვენი დაპირებები ყელში ყოველ წელს ერთი და იგივეს იმეორებთ... და როგორც კი ნორმალური გამოჩნდება გუნდში ეგრევე ყიდით რაღაც ბანძ გუნდებში კაპიკებზე მიმიფურთხებია თქვენთვის საერთოდ აიკრძალოს დინამოსთვის ევროტურნირები... ამ კომენტარს თუ დაბლოკავთ ეს ბოლო შემოსვლა იქნება ამ საიტზე ჩემი
Jeyjey
19 აგვისტო 2020 00:52
11
აი რამდენი ნეგატივი გიწერია, ჯერ ვინ გაუშვეს ბანძ გუნდში, პაოკია ბანძი თუ გენტი, თუ შენ იუვენტუსში გაშვებას იყავი მიჩვეული. თუ არ გულშემატკივრობ შეეშვი ამ გუნდს და იმ გულშემატკივარს ვინც მხარში უდგას დინამოს.
გურამი
19 აგვისტო 2020 01:32
6
გურამს - პაოკი და გენტი ბანძი გუნდი არაა? აბა რა არის. სად დინამო და სად პაოკი, ჩვენ რომ თავმოყვარეობა გვქონდეს
გადასარევი გიორგი
19 აგვისტო 2020 21:17
0
რომელ ჯგუფში გინდათ ბარსელონასთან და რეალთან თუ ბაიერნთან მაინც იქაც რო რაგაც შანსები გვქონდეეს თქვით ნუ მოგერიდებათ
lasha
18 აგვისტო 2020 23:07
1
ჯგუფური ეტაპიო :D
დაT
18 აგვისტო 2020 22:29
1
ეს საერთოდ გაგებაში იყოს მწვრთნელობის რა...დინამო და ფეხბურთი შემაზიზღე. ელვა არ დაგეკარგოს არსად
ბაბუაწვერა
18 აგვისტო 2020 23:12
11
არ იტყოდა ასე ერთი ერთში, დარწმუნებული ვარ ჟურნალისტის რეპროდუქციაა ეს სათაური. ჯობია წარმატებები ვუსურვოთ ამ ბიჭებს და ვინ რამდენს აიღებს პრემიას ჩვენ არავინ გვეკითხება. ღმერთმა შეარგოთ რასაც დაიმსახურებენ
კორონა
19 აგვისტო 2020 11:18
1
ისევ იმ ნეხვში ვიქნებით ტირანას მოგების შემდეგ, რაც ტირანამდე ვიყავით!!!! /. რას ბოდიალობს ეს კაცი?! პრემია ისედაც უნდა მიცე ლიგაზე რო მოხვდები, ეს ყველგან ასეა!!! მარა შენ ისეთ რაღაცეებს აკეთებ ლიგაზე ვერ მოხვდები! ლიგაზე რო მოხვდე პირველ რიგში ფეხბურთის თამაში უნდა შეგეძლოს. ამ ხალხის გამკვირვებია, რო იძახის რატო აკრიტიკებთ დინამოსო? მტრები ხართ თქვენ მაგ გუნდის ვინც იძახის რო ყველაფერი კარგადაა და ა.შ. აბა ვინ უნდა გავაკრიტიკო? ბარსელონა თუ მილანი? ჩვენ ჩვენსას მივხედოთ ჯობია და სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, რომელი გუნდი ყიდის წამყვან ფეხბურთელებს ევროტურნირების დაწყების წინ? ორი კვირით ადრე? პირიქით აძლიერებენ შემადგენლობას! და ამას თუ ვერ ხვდებით , მაშინ საერთოდ რაღას უყურებ ფეხბურთს ან აქ რაღას ეპასუხები იმ ხალხს ვისაც მართლა რაღაცის დანახვა უნდა, წადი წიგნი წაიკითხე აჯობებს ლეპტოპზე ჩხაკუნს დამიჯერე!// ფიფიას შარშანდელი კომენტარები დავასკრინშოტე და საგულდაგულოდ შევინახე ამ ფლეიოფებისთვის...
Vasili
19 აგვისტო 2020 10:35
1
ააა კაცი,ფეხბურთის პროფესიონალი მწვრთნელი,თამაშის მოგებას პირველ რიგში უფლის იმედით აპირებს, ხოდა უფალი თუ ინებებს მსუყე პრემიაც ელის.თუ არა და რას კარგავს რო, აბა გუნდის გაძლიერებაზე,მომზადებაზე და ა.შ. ფულს და ენერგიას ხომ არ დახარჯავენ,ჩვენ კი ერთი და იმავე ტექსტით ყოველ წელს გვაბოლებენ.
ME
19 აგვისტო 2020 10:32
3
დინამოს ბაზაზე ბალახის მომვლელადაც ვიმუშავებდი და თამაშებზე ,,აუტჩიკიც,, ვიქნებოდი, ისე მიყვარ ეს გუნდი. მომსახურე პერსონალის ასაკის ხელა ,,ბალელშიკობის,, სტაჟი მაქვს და კარგად მესმის დღევანდელი სიტუაცია, მაგრამ ბატონ ფიფიას მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა: გუნდის თამასა სადამდე გვაქვს აწეული? ჯგუფური ცოტა არ იყვეს, მაღალი მეჩვენება. არა მგონია გადავხტეთ. ყოველწლიურად ერთი ნაბიჯის გადადგმას გთხოვთ, მყარად. ან გვითხარით, რომ კოლაფსში ვართ და იცოდეთ, მაინც ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები, სიკვდილამდე და დიდ სოფელშიც.
100%
19 აგვისტო 2020 09:59
0
წარმატებები ჩემ. მეგობარს. ჩხეტოს ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ ასვე დინამოს ყველა ქართულ. გუნდს
macbook pro
19 აგვისტო 2020 03:30
8
მაგრად მჯერა რო დინამო მოიგებს ხვალ
Parnavaz
19 აგვისტო 2020 02:29
9

სიახლეები პოპულარული