კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ჩხეტიანო, შენ თუ მართლა სინდის-ნამუსი გაგაჩნია, რა გინდა ფეხბურთში?! წადი, ვაშლი გაყიდე ან ყანა მოთოხნე, ეგ უფრო არის შენი საქმე
fani
20 აგვისტო 2020 01:41
3
ამას მწვრთნელი რატომ ჰქვია გამაგებინეთ ვინმემ ???!!!
გაუშვით ეს კაცი და მოიყვანეთ მწვრთნელი !
სანდრო
20 აგვისტო 2020 00:20
2
კახა პიროვნულად ვერ შეგაფასებთ არ გიცნობთ, თქვენი სამწვრთვნელო ისტორიაც დიდად არ ვიცი მაგრამ ამ ერთი მატჩის შემდეგ თავმოყვარე მწვრთვნელი პირდაპირ გააკეთებდა განცხადებას წასვლათან დაკავშირებით
კობა
20 აგვისტო 2020 00:02
1
სირცხვილი და თავის მოჭრა უკვე მერამდენედ არც სახელმწიფო დახმარება გიშველით თქვენ საცოდავებო.*
Skorpion07
20 აგვისტო 2020 00:01
0
ამათ რატომ ვაფინანსებთ საერთოდ ვერ ვხვდები! ამდენ უნიჭოს და ზარმაცს რატომ უნდა ქონდეთ ხუთ ნიშნა ხელფასები, იმ ქვეყანაში სადაც პენსია 200 ლარია???????!!!!! როგორც ფარერებზეა, ან ანდორაში იყვნენ მაშინ მოყვარულების დონეზე და იმუშავონ სადმე ან მეწაღეებად, ან ელიავაზე ან სადმე დადგნენ და თავისუფალ დროს ბურთიც გააგორონ! ამაზე უკეთესი გუნდი თუ არ არის საქართველოში, ეს თუა საქართველოს ჩემპიონი და სახელის გამტანი, არ გვინდა ბატონო, ნუ გვარცხვენენ და ნუ გვჭრიან თავს!
ალექსანდრე
20 აგვისტო 2020 10:50
1
ერთი ამათ სიფათებს შეხედე, რას ჰგვანან ეს ფიფიას ფულის მონები?!
ქალის სიმართლე
20 აგვისტო 2020 01:42
2
kargit ra yovel cels rogor unda shearcxvinot dinamo.cadi fifia da gaiyole sheni damqashebi fulistixar da meti araferi
davit
20 აგვისტო 2020 02:16
0
...და რა?... ჰგონიათ ევროპა ლიგაზე რამეს გააკეთებთ?!... იქაც პირველივე თამაშიდან გამოვარდებით!!!....
buba
20 აგვისტო 2020 00:21
2
ამან ტორპედოს რო წვრთნიდა მაშინაც შერცხვა წაგებით ,მერე "პასუხისმგებლობა" აიღო და მეორე წელს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა "აცალეთ 2030 წლამდე " :-D:-D ვავა ფიფიავ ვავა ბიძოვ .... ფუი თქვენი....
დავითი სიმართლე
19 აგვისტო 2020 23:57
3
ფიფია ხო, მაგრამ ბიძო რა შუაშია? რეებს ბოდიალობ?!
მამუკა
20 აგვისტო 2020 03:18
3
კაპანაძე --- პატარა პროვინცულ ქალაქების სადგურზე რო " ნასილშიკი" გხვდება იმას გავს ! იაშვილი --- ვაგზლის მოედნელ კარმანშიკს ! ჩხეტიანი მორწმუნე მომპარავი ბიჭების უმცროს ძმას !
ხულიო იგლესიასი
20 აგვისტო 2020 13:04
5
რაც საბურთალომ და მისმა პატრონმა ჯაყომ შარშან არარატთან გააკეთეს იგივე გააკეთეს ახალმა ჯაყოებმა ფიფიას ხელმძღვქნელობით!
მაგრამ ყველაზე მეტად იცით ვისი ბრალია ეს ყველაფერი?
არც ფედერაცია, არც ფიფია და არც ძმანი მისნი, ჩვენ ვართ მთავარი, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი, თუ ერი გვქვია საერთოდ!
ამ უბედურ ქვეყანაში თუ სახელმწოფო გადატრიალებები და რევოლუციები მოსულა, საფეხბურთო გადატრიალება რატო არ მოსულა ნეტა?
ჩვენი ბრალია, ჩვენი, პირადად ჩემი და დანარჩენი ყველასი, ვისაც მართლა გული გვტკივა ამდეი შეურაწყოფისგან, მაგრამ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მგონი კომენტატორმა, რომელიც კომენტარს უკეთებს რეპორტაჟს, უნდა თქვა სახალხოდ რო ეს ანტიფეხბურთია.გენიოსმა ეროსიმ გაბედა და დიდებულ დინამოს აკადრა ფრაზა: "მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართესო", იმ დონამოს რომლისაც თვით ლივერპულს ეშინოდა და ამ ჯაყოებს ვერ ვუბედავთ ვერაფერს.
ირაკლი
20 აგვისტო 2020 12:23
1
მართალი ხარ 100 % ძველი დინამოელები გაჩუმებულები რატომ არიან ეგეც მაინტერესბს. სანამდე საზღვარი ხოაქ ყველაფერს.
giorgi
20 აგვისტო 2020 13:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული