კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
კაცურად სულ პირჯვარს რო იწერ ღმერთი ხო გწამს?! ხოდა წადი რააააააა! წადიიი! შევარდნაძე წავიდა ბოლო ბოლო და შენ რატო ვერ ხვდები
ვახო
20 აგვისტო 2020 07:51
1
შევარდნაძე თავისი ნებით კი არ წასულა....ამათაც გაგდება უნდათ
saba
20 აგვისტო 2020 08:37
0
გაყევით პოლიტიკაში კობიაშვილს, უთავმოყვარეო ცხვრებო .რაც მონა გყავთ პრეზიდენტი იგივე თქვენ ხართ.

კახა
20 აგვისტო 2020 08:49
3
ყველა გამოხმაურება
მე ძალიან გულნატკენი ვარ გუშინდელი მათჩის შემხედვარე! ეს ,,ჭ" კლასიც აღარ არის, ეს უკვე ფსკერია! მე იმ თაობას მივეკუთნები, რომელიც ჩემდა საბედნიეროდ მოესწრო დინამო თბილისის ზენიტს და არ არის გაზრდილი დღევანდელი ახალგაზრდებივით უცხო ქვეყნის ფეხბურთის ტრფიალით და სწორედ ამიტომ ჩემს თაობას მითუმეტეს ორმაგად გვტკივა. მე იმ მაღალ დინამოზე ვსაუბრობ, რომელითაც დინამო ლივერპულს უგებდა, რეალს ჩაგრავდა და ბაიერნს აიძულებდა მოედნიდა გაქცევას სირცხვილის თავიდან ასაცილებლად. ამ გზაზე იყო ძალიან ბევრი მარცხიც. ისეთი მტკივნეული მარცხები როცა სისხლი გეღვრება გულში და გტკივა, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა იმედი იმისა, რომ ხვალ ეს გამოსწორდებოდა, რაც სამწუხაროდ დღეს არ ჩანს. მეტიც ასე მეგონა გუშინ უყურებდი არა ქართულ ფეხბურთს, არამედ ვინმე ანტარქტიკაზე მცხოვრები ადამიანების გუნდს, რომლებსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ! ტირანაც კი,რომელიც არ გამოირჩევა დიდი კლასით, ჩვენთან შედარებით ორი თავით მაღლა იდგა. ჩხეტიანმა თამაშის შემდეგ შეგვპირდა გამოვასწორებთო და ნეტა რისი იმედით საუბრობს, ნუთუ გონია, რომ ამაზე სუსტი გუნდი შეგვხვდება? ამ ფეხბურთელების იმედით, რომლებიც საკუთარი კარისკენ უფრო მეტს აწვდიან ბურთს ვიდრე მოწინააღმდეგეს კარისკენ და ამ მეკარეთი და ამ დაცვით ან ამ თავდასხმით და საერთოდ ასეთი გუნდით?
რაგბში ჩაიდო ფული და სწორი მენეჯმენტის დამსახურებით სადღაც 5 წელიწადში მივიღეთ დასანახი პროგრესი. მე მესმის რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივა არის სანაკრებო შედეგები და აუცილებლად სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ გარკვეულ მცირე, მაგრამ შესამჩნევ პროგრეს ყველა ვხედავთ ასაკობრივ ნაკრების თამაშშიც და ეროვნული ნაკრების შედეგებშიც,რაც გვაძლევს მომავლის იმედსა და არამც და არამც თვითკმაყოფილებისას! იმასაც ვეხავთ თუ რა დიდი სამუშაოები იქნა გაწეული იმფრასტრუქტურის კეთილ-მოსაწყობად! ახალი მოედნები, აკადემიები და სავარჯიშო დარბაზები, მაგრამ არის კი ეს საკმარისი. როგორც გუშინ გამოჩნდა არა! არის საყვედური ძირითადად უფრო თბილისელებზე, რომ ისინი არ დადიან დინამოს თამაშებზე და ხომ არ მეტყვით რატომ? დინამოს გულშემატკივრები 100000 ავსებდნენ, როცა დინამო დინამონ იყო, მიუხედავად იმისა აგებდა თუ იგებდა 50000 ნაკლები მაყურებელი არ დადიოდა სტადიონზე, რითაც საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველ ადგილს იკავებდა ყოველთვის. მაშინ რა ხდება დღეს...? ვინ გამამტყუნებს რომ ამათი ყურების სურვილი არ მაქვს! ესენი გარდა იმისა რომ თავს ირცხვენენ, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ქვეყანას თავს ჭრიან საფეხბურთო სამყაროში და შეურაწყოფას ამით აყენებენ თავის გულშემატკივარს!!!.
ფედერაციას მინდა ვკითხო: ამხელა თანხის ჩადება სახემწიფოსგან უნდა ემსახურებოდეს თუ არა ქართული ფეხბურთის, მათ შორის საკლუბო ფეხბურთის განვითარებასაც?მაშინ მიპასუხეთ: რატომ ხდება დღეს არაკვალიფიცირებული ლეგიონერების შეძენისთვის ამ ფულის გამოყენება,ისეთებისთვის მაგალითად, როგორიც დინამოში მოთამაშე ბრაზილიელი ლეგიონერია,რომლებიც ქართველი ახალგაზრდების ადგილს იკავებენ და არაფრით მათი კლასი არ უწყობს ხელს ეროვნული ლიგის საერთო საფეხბურთო დონის ამაღლებას, პირიქით ეს გუნდზე მიცემული ფული ჩვენსავე საფეხბურთო აკადემიებში აღზრდილ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს რომ გადაუხადოთ ხელფასად, დამერწმუნედ ამით მათ ძალზედ დიდი სტიმული მიეცემათ და ყოველ შემთხვევაში უკეთეს თუ არა, იგივე ფეხბურთს მაინც ვნახავთ, სამაგიეროდ ეს ფული, სხვა თუ არაფერი, ქართულ ოჯახებს მაინც მოხმარდება ამ გაჭირვებულ პერიოდში და არა ვინმე არ ვიცი რის საფუძველზე დაქირავეუბულ უცხოელს! ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით უნდა შემოღებულ იქნას რაღაც რეგულაცია. არ ვიცი კვოტირება,არ ვიცი ხარისხის ზღვარის დაწესება, ამის სწორი განსაზღვრა ქართველი სპეციალისტების საქმეა! თუნდაც მაგალითად ის, რომ აიგრძალოს ამ ფულით უცხოელების ყიდვა და თუ გუნდის მფლობელს უნდა, მაშინ საკუთარი თანხები დახარჯოს. მე დარწმუნებული ვარ ასეთ შემთხვევაში არანარი შეზღუდვა აღარ დაგვჭირდება, რადგან ისინი თვითონ არ გადაიხდიან ცუდ ფეხბურთელში საკუთარ თანხას უაზროდ. მერე მეორე თუ გვინდა საკლუბო ფეხბურთის განვითარება, რატომ ვყიდით ერთ წელიწადშივე ისეთ ფეხბურთელებს, რომლებმაც აჩვენეს კლასი და შეუძლიათ რაღაც შედეგების მიღწევა? შევძღუდოთ მათი გაყიდვა რამოდენიმე წლით მაინც, თორემ რა გამოდის? თუ ფულის კეთება გინდათ ბიძია, მაშინ ნურც გულშემატკივრობას ნუ ითხოვთ! თქვენ ფული აკეთოდ და ჩვენ ასეთი გუნდის შემყურემ გულები დაგვიხეთქოდ და სირცხვილისაგან სად დავიმალოთ რომ აღარ ვიცით, ასე არ გამოვა!!!ერთს ლაპარაკობთ და საქმით სულ სხვა რამე კეთდება და აგერ სავალალო შედეგიც სახეზეა!!ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!ეს უკვე ფსკერია!!!

ნუგზარ ბაკურაძე
ნუგზარ ბაკურაძე
20 აგვისტო 2020 13:49
1
ეს იმიტომ ხდება, რომ ვისი მენეჯერიც უფრო სახელიანი და გავლენიანია, მათი ფეხბურთელები ხვდებიან "წამყვან" გუნდებში. ვისაც პატრონი არა ყავს და ფეხბურთს თამაშობს კადრსმიღმა რჩება
giga
20 აგვისტო 2020 15:08
0
როდემდე ერთიდაიგივე ყოველწელს როდემდე? 100%-ანი ევროპალიგაზეც რომ გაბანძდებით მერე რას იტყვით ორჯერ ბოდიშს? თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვთ? ჰო და იქნებ ისიც გვითხრათ რასაც მოედანზე აკეთებთ ეგ თამაში ნაღდად არ არის და სახელი რა ჰქვია? ქართული ფეხბურთის სირცხვილი ხართ საბურთალოსთან ერთად!!!!!
?!
20 აგვისტო 2020 08:33
0
შენ ისეთივე მწვრთნელი ხარ ხარ როგორიც მე ვარ კოსმონავტი, ხოლო ფიფია კი კლასიკური ვაჭარი და სპეკულიანტი. გაიგეტ დინამო ბრენდია და თქვენ ის არარაობად აქციეთ. საერთოდ მორალური უფლებაც არ გაქვთ დარჩეთ გუნდში. ბოდიში მოიხადეთ საქმით წადით. ფიფიაც თუ ვერ ანვითარებ გუნდს გაყიდე და წადი. ამას რაც ჩვენ ვითმენთ არცერთი გულშემატკივარი არ მოითმენს. თანაც ასეთი დილეტანტი დიქტორები და ჟურნალისტები საიდან მოხვედით ძველ დიდებას რომ ხართ ჩაციკლული და ოქროს თაონად მოიხსენიებთ 90 იანების დინამოს. იქნებ გვითხრათ რატომ? ილუზიით ცხოვრობთ და მირაჟს ხედავთ ესაა ჩვენი უნედურება. თქვით სიმართლე და ვაზელინი დაივიწყეთ.
ქომაგი
20 აგვისტო 2020 06:58
0
რაც ფიფია მოვიდა,კიარადა არასოდეს ესეთი სუსტი თბილისის დინამო არ ყოფილა.არც თამაშით და არც შემადგენლობით. ვფიქრობდი ვის შეეძლო თამაშის გადარჩენა და ვერავინ ვიპოვე განაცხადში ესეთი. ფიფია გაგვარკვიე რა გინდა ამ გუნდისგან,მხოლოდ შენი ბიზნესის განვითარბა,ფულის გათეთრება,ესე რომ გააეკეთო ხოლმე, 2 სეზონი შენი ფული რომ აკეთო და ერთი სეზონი გულშემატკივრებიც გბასიამოვნო, შენ სულ შენს ჯიბეზე ფიქრობ და ესე არ გამოვა. მე რომ დინამოს ფანკლუბში ვიყო, მივიდოდი ფიფიას ოფისთან და მოვითხოვდი კლუბის განვითარების გეგმას,თუ არ წარადგენდა გავიხდიდი ფორმას და იქამდე აღარ მივიდოდი ამ გუნდის თამაშზე,ვიდრე ფიფია იქნებოდა პრეზიდენტი.
სამწუხაროდ
20 აგვისტო 2020 01:21
0
სადაა ფსნ კლუბი თუ ძმა ხარ, საშინაო თამაშებზე რომ ქუთაისიდან ჩამოსული ქომაგი მეტი გიზის დინამოს და ვინც ყავთ ვითომ ფანები გუნდისგან ხელფასს რომ იღებენ ისინი მოითხოვენ რამეს?! დაბეჩავებული ქვეყნის მოსახლეობის ფანკლუბი ფეხბურთი და ცხოვრებაა ეს ყველაფერი
ლადო
20 აგვისტო 2020 07:28
0
ეს არის ჩვენი ჩემპიონატის ძალიან დაბალი დონის ბრალი,მეტი არავის და არაფრის. დონე არის ძალიან დაბალი,ტემპი-ნული,10გუნდში 1 კარგი ფეხბურთელი თუ გამოჩნდა,ეგრევე მიდის.უკუსვლაა ყოველ წელს და დღეს ნათლად გამოჩნდა.
გია
20 აგვისტო 2020 00:25
5
დაანგრიეთ ბარემ სტადიონები და ჩადგითმის ადგილას კორპუსები!!!!
არა მკითხე მოამბე
20 აგვისტო 2020 00:24
2
მაინტერესებს ჟურნალისტები ფიფიას დუ დაუსვამენ კითხვას მომავალთან დაკავშირებით ეს დინამოა ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის!!! თუ ახალგაზრდების გაზრდა და ამით ფულის შოვნაუნდა ჩაიბაროს სხვა გუნდი და იქ ააშენოს საამქრო. უნდა გადადგეს ეს პრეზიდენტი არ გაიჯეჯილა ამ უნამუსო მატყუარა ფიფიამ!! ეს დინამოა
beqa
20 აგვისტო 2020 12:49
1
გუნდი ცოცხალი ორგანიზმია დავაი შეუბერეტ ტრაფარეტული ფრაზები, რა ინტელეკტის პრეზიდენტია ცეხავიკობით გამდიდრებული ისეთივე მენეჯერები ყავს, ისეთივე მწვრთნელები და ისეთივე ფეხბურთელები, აკადემიაო გეგონება ზიზილ პიპილო როცა არ იყო და თვალს არ ჭრიდა დინამოში არ იზრდებოდნენ დიდი ფეხბურთელები და გეგონება ბელგრადის პარტიზანს თუ არ აქვს თვალის მოსატყუებელი შენობები ნავაროჩენი რაღაცეებით იმიტომაც არ გაყიდა სტევანოვიჩი 12 მილიონ ევროდ მანჩესტერ სიტიში, იქ სამაგიეროდ მწვრთნელები ყავთ რაც მთავარია, შენ კიდევ შენი აკადემიით 8-1 წააგე ქაირატთან და რეალურად ჩაკვეტაძეც და კვარაცხელიაც უკვე იქ მოამზადეს დიდი ფეხბურთისთვის გვახსვოს თუნდაც კვარაცხელია რა ფეხბურთს თამაშობდა შარშან და რა დონეზეა ეხლა, თქვენ უბრალოდ საქართველოს მაშტაბებით მაინც დინამო ხართ თან გაპიარებული აკადემიით და ბავშვები თავისთავად მოდიან, მასე იყო ყოველთვის და იქნება.
niko
20 აგვისტო 2020 02:11
1
საქართველოს ჩემპიონატი იმ ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირშიც ტარდებოდა და ჩემპიონები ხან ტყიბულის მაღაროელი და ხანაც ტყვარჩელის მემაროჟნე ხდებოდნენ, თუმცა ბევრად უფრო ღირსეულად გამოიყურებოდნენ...
მ.ტ.
20 აგვისტო 2020 00:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული