"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" 2:0 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე "ტირანას" მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ კომენტარი გააკეთა.

"გამარჯვებით გახარებული ვარ. შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ახლა "ცრვენა ზვეზდასთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობ.

"დინამომ" ის ფეხბურთი ითამაშა, როგორი წარმოდგენაც მასზე მქონდა. თავისუფალი სივრცეები არ დავუტოვეთ. კარგი გუნდი დავამარცხეთ. მომენტები ბევრი არ შეგვიქმნია, მაგრამ ყველა გამოვიყენეთ.

ჩემი ფილოსოფია რელიგიასთანაა დაკავშირებული და მჯეროდა, რომ ისევე, როგორც 17 წლის წინ, ამჯერადაც გავიმარჯვებდით.

ჩემს მომავალს რაც შეეხება, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, ეს მოგება კი გუნდის ერთად შეკვრაში კიდევ უფრო
დაგვეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ოოო, ზუსტად სახელი შეუცვალონ,ეს არის გამოსავალი, თამაშის გამოსწორების იმედი ჩემ მტერს ქონდეს!!!
Z.g.
20 აგვისტო 2020 14:57
0
ძაან სამარცხვინოდ ითამაშა დინამომ. ბევრი კომენტარი წავიკითხე და ეჭვი თამაშის მიცემაზე არავის გამოუთქვამს. თუმცა თუ დავაკვირდებით, შეკვეთილი სტატიებიც კი გამოვარდა, დინამო მოიგებსო. ტოტალიზატორებშიც დინამოს მოგებაზე ფსონი საოცრად დავარდა. რავიცი, არ ვიცი. ფაქტია, ესეთი უსახური თამაში მეორე ლიგაშიც კი არ ტარდება ხოლმე. ეს რა იყო ((
მამა კახა
20 აგვისტო 2020 09:59
5
საქართველოს ჩემპიონატზეც ხომ ვხედავთ,რას თამაშობს დინამო?რა გაყიდვაზეა ლაპარაკი,ან ვინ რას მისცემს.
სოსო
20 აგვისტო 2020 18:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული