"მილანი", "ტოტენჰემი", "ბაზელი"... - ვინ არიან თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

AutoSharing Option
გუშინ, 27 აგვისტოს, თბილისის "ლოკომოტივმა" რუმინული "კრაიოვას" დამარცხებით ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო თბილისის "დინამოს" შესახებ აქამდეც ვიცოდით.

ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც ქართულ კლუბებს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეიძლება დაუპირისპირდნენ.

მოგეხსენებათ, "დინამო" ევროპა ლიგაზე "ჩემპიონთა გზას" მიუყვება. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ამ გზაზე 20 გუნდი ითამაშებს - აქედან 17 გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ეტაპზე დამარცხების შემდეგ გადმოერთვება, 3 კი - ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე მარცხის შემდეგ.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე
გუნდები (ჩემპიონთა გზა):

ასტანა
დანდალკი
სლოვანი
დინამო (თბ)
ფოლა ეში
დიურგარდენი
ლინფილდი
ბუდუჩნოსტი
ფლორა
რიგა
ქონაჰ'ს ქუეი ნომედსი
ევროპა
არარატ-არმენია
კუპსი
კრ რეიკიავიკი
სილექსი
ფლორიანა
ტრე ფიორი
დრიტა
ინტერი

გამუქებული გუნდები ამ ეტაპზე განთესილები იქნებიან, ხოლო ჩამონათვალში "რიგას" ქვევით მყოფი კლუბები კი - განუთესავები.

შესაბამისად, თბილისის "დინამოს" მეტოქე ამ სამუ გუნდიდან ერთერთი შეიძლება იყოს: "თრე ფიორი", "დრიტა", "ინტერი". თუ თბილისელებს ეს კლუბები არ შეხვდნენ, მაშინ შესაძლოა "დინამო" ამ ეტაპზე მყოფ ნებისმიერ გუნდს დაუპირისპირდეს.

ამ გუნდებიდან ყველაზე არასასურველი მეტოქე "ასტანა", "სლოვანი" და "არარატ-არმენია" გახლავთ. სხვებთან შედარებით "დიურგარდენი" და "ბუდუჩნოსტი" უკეთესები ჩანან.

რაც შეეხება "ლოკომოტივის" მეტოქეებს, აქ გაცილებით რთულად არის საქმე. "რკინიგზელებს" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის "სტანდარტულ გზაზე" ყველაზე ნაკლები ქულა აქვთ და ცხადია, განუთესავები იქნებიან. სავარაუდო მეტოქე კი ძალიან ბევრია, მათ შორის: "ტოტენჰემი", "ბაზელი", "ვოლფსბურგი", "გალათასარაი", "მილანი", "გრანადა", "რეინჯერსი"...

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასურველი მეტოქეები ეს გუნდებია: "ზე ნიუ სეინთსი", "ჰართბერგი", "ზრინსკი მოსტარი", "ჟალგირისი", "ორჰუსი", "მოზერუელი". ძველი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა თბილისელებს სხვა ძლიერ კლუბებთან შედარებით, მოსკოვის "დინამოსა" და უკრაინულ "კოლოსთან" თამაში უფრო გაუადვილდეთ, თუმცა მაინც ურთულესი შეხვედრა ელით.

თუ "დინამოს" შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა, გასვლით შეხვედრაშიც წარმატების მეტი შანსი ექნება. "ლოკომოტივს" კი აუცილებლად სჭირდება საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც გამოჩნდა, რომ მასზე გაცილებით ძლიერი და მდიდარი გუნდის დამარცხებაც შეუძლია.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 31 აგვისტოს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ კომენტარებს ის ფეხბურთელებიც კითხულობენ ჯიგრებო და არ გვინდა ესეთი პესიმიზმი.პირიქით უნდა შევაგულიანოთ
picaso
29 აგვისტო 2020 19:22
3
ვირი სადაც უნდა დააბა ყველგან ვირიაო (ცოტა უხეშადაც შეიძლება).ვინცარ უნდა შეხვდეს ამათ პირადად ჰანდიკაპით მოგებაზე უნდა დადო (არა ამათ მოგებაზე ოღონდ
ლევანი
28 აგვისტო 2020 23:31
3
რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებით ?! მაქსიმუმ, 1 წრე გაიარონ და მერე გაგვამწარებს ვიღაც და ამით დამთავრდება ოცნებები.
დაეტიონ ერთი სახლში, რა..
რამე ვირუსი არ ჩამოიყოლონ საიდანმე.
თამაში მაინც არ იციან და ჯანმრთელობას მაინც მოვუფრთხილდეთ :))
ზაზა
28 აგვისტო 2020 19:58
11
არარატი და დინამო ძმები არიან, როგორც ჰაოსი და ქართლოსი. ამიტომ მოდი არა ამ ეტაპზე, არამედ ფინალში შევხვდეთ.

მშინ. ხომ ერთერთი ძმა უეჭველი მოიფებს თასს და ერთად ვიზეიმებთ ერევანშიც და თბილისში. ვინც მოიგებს ის მასპინძელია, დამარცხებული კი არ არსებობს, ის სტუმარი იქნება

მოკლედ, ერევანში გეპატიჟებით!
MESROP
28 აგვისტო 2020 19:40
10
იმედია. ლოკომოტივს გაუმართელბს კენჭისყრაზე მაგრამ. თუ მაინც და მაინც. ძლიერი შეხვდა ლოკომოტვის მილანი ან. გრანდა. ვოლსბურგი ჯობია. რომელიმე
macbook pro
28 აგვისტო 2020 18:35
0
Dinamos logo magizianebs
ucnobi the gold on
28 აგვისტო 2020 18:03
5
მეც ვფიქრობ, რომ ჰომოსოვეტიკური ლოგოა და საერთოდაც არც თამამი რებრენდინგის წინააღმდეგი ძველი სახელის დაბრუნებით. მირჩევნია იბერიას ვუგულშემატკივრო ვიდრე ჩემი ქვეყნისთვის აეაფრისმთქმელ საბჭოთა ერთფეროვნების ნიმუშს. დიად წარსულს ისტორიიდან ვერაფერი ამოშლის და დავტოვოთ იქ.
თანდილა
28 აგვისტო 2020 20:54
3
პირიქით არარატ-არმენიას უნდა ნატრულობდეთ რაც შარშან სირცხვილი გვაჭამა საბურთალომ, იქნებ დინამომ გამოასწოროს და თქვენ კი ოღონდ ეგ არაო )
დავით67
28 აგვისტო 2020 17:46
2
ზუსტად ეგრეა. ჭიაბრიშვილმა ჩამოირეცხა უკვე უნივერსიატტიასთან მოგებით. ე მახსოვს ქინქლაძეებით გადაწედილი დინამო რო გახია 5:1 თუ 5:0 მაგ გუნდმა. ნეტა ლოკოს მილანი შეხვდეს. მილანთან თამასი ხომ ოცნებაა
zuka
28 აგვისტო 2020 18:39
4
დინამოს მინდა არარატარმენია შეხვდეს, რადგან კიდევ ერთქართულ გუნდს მაგათთან წაგებას აღარ აპატიებს გულშემატკივარი და ფიფია იძულებული იქნება ერთი ადგილი გაანძრიოს და გუნდი იმდონეზე მაინც გააძლიეროს, რომ სომხებს მაინც მუგოს.
jjj
28 აგვისტო 2020 17:24
2
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო ლალალალააააა
suares
28 აგვისტო 2020 19:22
1
დინამოს სავარაუდო მეტოქეებში ისეთი გუნდებია ჩამოთვლილი ამათან ბრძოლა შეიძლება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, თუმცა ტირანაც არ ჩანდა ძლიერი მეტოქე სხვებთან შედარებით ,მაგრამ მაინც დავმარცხდით.
დავუშვათ გავიარეთ მე2 წრე შეგვხდა გიბრალტარის გუნდი და გავიარეთ.
მე 3 ეტაპზე უკვე რას იზავს?? იქ ხო დიდი ალბათობით უკვე ძლიერი კლუბი დახვდება მე ვერ ვხედავ ახლა, რომ ამ დინამოშვი ძლიერი გამოცდილი ლეგიონერებს.
მხოლოდ მწვრთნელი შეიცვლა და მასე დინამომ 10 წლის მანძილზე 16 მწვრთნელი და 15 სპორტული დირექტორი გაუშვაა მარა შედეგი გვაქვს მაინც 0 თამაშებს იგებენ ფეხბურთელებიი!! და ესეთი თამაშების მომგები ფეხბურთელები არ არიან დღეს დინამოში.
ზაზა
28 აგვისტო 2020 17:07
0
ვიმედოვნებ, რომ ძლიერი კლუბები არ შეხვდებათ მეორე საკვალიპიკაციო ეტაპზე და ქართულ კლუბებს წარმატებით გავივლით ამ ეტაპსაც, მაგრამ მე პირადად მირჩევნია ქართულმა კლუბმა წააგოს (თუ წაგება უწერია) მილანთან და ტოტენჰემთან თუნდაც 5-0 ვიდრე აქ ჩამოვიდეს არარატი, ტირანა, კუკეში, ასტანა, ბოჟინოვი და მაგთან დამარცხდნენ სამარცხვინოთ რაც არაერთხელ მომხდარა სამწუხაროდდ.
გელა
28 აგვისტო 2020 16:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული