"მილანი", "ტოტენჰემი", "ბაზელი"... - ვინ არიან თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

AutoSharing Option
გუშინ, 27 აგვისტოს, თბილისის "ლოკომოტივმა" რუმინული "კრაიოვას" დამარცხებით ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო თბილისის "დინამოს" შესახებ აქამდეც ვიცოდით.

ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც ქართულ კლუბებს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეიძლება დაუპირისპირდნენ.

მოგეხსენებათ, "დინამო" ევროპა ლიგაზე "ჩემპიონთა გზას" მიუყვება. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ამ გზაზე 20 გუნდი ითამაშებს - აქედან 17 გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ეტაპზე დამარცხების შემდეგ გადმოერთვება, 3 კი - ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე მარცხის შემდეგ.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე
გუნდები (ჩემპიონთა გზა):

ასტანა
დანდალკი
სლოვანი
დინამო (თბ)
ფოლა ეში
დიურგარდენი
ლინფილდი
ბუდუჩნოსტი
ფლორა
რიგა
ქონაჰ'ს ქუეი ნომედსი
ევროპა
არარატ-არმენია
კუპსი
კრ რეიკიავიკი
სილექსი
ფლორიანა
ტრე ფიორი
დრიტა
ინტერი

გამუქებული გუნდები ამ ეტაპზე განთესილები იქნებიან, ხოლო ჩამონათვალში "რიგას" ქვევით მყოფი კლუბები კი - განუთესავები.

შესაბამისად, თბილისის "დინამოს" მეტოქე ამ სამუ გუნდიდან ერთერთი შეიძლება იყოს: "თრე ფიორი", "დრიტა", "ინტერი". თუ თბილისელებს ეს კლუბები არ შეხვდნენ, მაშინ შესაძლოა "დინამო" ამ ეტაპზე მყოფ ნებისმიერ გუნდს დაუპირისპირდეს.

ამ გუნდებიდან ყველაზე არასასურველი მეტოქე "ასტანა", "სლოვანი" და "არარატ-არმენია" გახლავთ. სხვებთან შედარებით "დიურგარდენი" და "ბუდუჩნოსტი" უკეთესები ჩანან.

რაც შეეხება "ლოკომოტივის" მეტოქეებს, აქ გაცილებით რთულად არის საქმე. "რკინიგზელებს" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის "სტანდარტულ გზაზე" ყველაზე ნაკლები ქულა აქვთ და ცხადია, განუთესავები იქნებიან. სავარაუდო მეტოქე კი ძალიან ბევრია, მათ შორის: "ტოტენჰემი", "ბაზელი", "ვოლფსბურგი", "გალათასარაი", "მილანი", "გრანადა", "რეინჯერსი"...

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასურველი მეტოქეები ეს გუნდებია: "ზე ნიუ სეინთსი", "ჰართბერგი", "ზრინსკი მოსტარი", "ჟალგირისი", "ორჰუსი", "მოზერუელი". ძველი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა თბილისელებს სხვა ძლიერ კლუბებთან შედარებით, მოსკოვის "დინამოსა" და უკრაინულ "კოლოსთან" თამაში უფრო გაუადვილდეთ, თუმცა მაინც ურთულესი შეხვედრა ელით.

თუ "დინამოს" შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა, გასვლით შეხვედრაშიც წარმატების მეტი შანსი ექნება. "ლოკომოტივს" კი აუცილებლად სჭირდება საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც გამოჩნდა, რომ მასზე გაცილებით ძლიერი და მდიდარი გუნდის დამარცხებაც შეუძლია.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 31 აგვისტოს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ კომენტარებს ის ფეხბურთელებიც კითხულობენ ჯიგრებო და არ გვინდა ესეთი პესიმიზმი.პირიქით უნდა შევაგულიანოთ
picaso
19:22 29-08-2020
3
ვირი სადაც უნდა დააბა ყველგან ვირიაო (ცოტა უხეშადაც შეიძლება).ვინცარ უნდა შეხვდეს ამათ პირადად ჰანდიკაპით მოგებაზე უნდა დადო (არა ამათ მოგებაზე ოღონდ
ლევანი
23:31 28-08-2020
3

სიახლეები პოპულარული