"მილანი", "ტოტენჰემი", "ბაზელი"... - ვინ არიან თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

AutoSharing Option
გუშინ, 27 აგვისტოს, თბილისის "ლოკომოტივმა" რუმინული "კრაიოვას" დამარცხებით ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო თბილისის "დინამოს" შესახებ აქამდეც ვიცოდით.

ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც ქართულ კლუბებს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეიძლება დაუპირისპირდნენ.

მოგეხსენებათ, "დინამო" ევროპა ლიგაზე "ჩემპიონთა გზას" მიუყვება. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ამ გზაზე 20 გუნდი ითამაშებს - აქედან 17 გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ეტაპზე დამარცხების შემდეგ გადმოერთვება, 3 კი - ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე მარცხის შემდეგ.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე
გუნდები (ჩემპიონთა გზა):

ასტანა
დანდალკი
სლოვანი
დინამო (თბ)
ფოლა ეში
დიურგარდენი
ლინფილდი
ბუდუჩნოსტი
ფლორა
რიგა
ქონაჰ'ს ქუეი ნომედსი
ევროპა
არარატ-არმენია
კუპსი
კრ რეიკიავიკი
სილექსი
ფლორიანა
ტრე ფიორი
დრიტა
ინტერი

გამუქებული გუნდები ამ ეტაპზე განთესილები იქნებიან, ხოლო ჩამონათვალში "რიგას" ქვევით მყოფი კლუბები კი - განუთესავები.

შესაბამისად, თბილისის "დინამოს" მეტოქე ამ სამუ გუნდიდან ერთერთი შეიძლება იყოს: "თრე ფიორი", "დრიტა", "ინტერი". თუ თბილისელებს ეს კლუბები არ შეხვდნენ, მაშინ შესაძლოა "დინამო" ამ ეტაპზე მყოფ ნებისმიერ გუნდს დაუპირისპირდეს.

ამ გუნდებიდან ყველაზე არასასურველი მეტოქე "ასტანა", "სლოვანი" და "არარატ-არმენია" გახლავთ. სხვებთან შედარებით "დიურგარდენი" და "ბუდუჩნოსტი" უკეთესები ჩანან.

რაც შეეხება "ლოკომოტივის" მეტოქეებს, აქ გაცილებით რთულად არის საქმე. "რკინიგზელებს" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის "სტანდარტულ გზაზე" ყველაზე ნაკლები ქულა აქვთ და ცხადია, განუთესავები იქნებიან. სავარაუდო მეტოქე კი ძალიან ბევრია, მათ შორის: "ტოტენჰემი", "ბაზელი", "ვოლფსბურგი", "გალათასარაი", "მილანი", "გრანადა", "რეინჯერსი"...

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასურველი მეტოქეები ეს გუნდებია: "ზე ნიუ სეინთსი", "ჰართბერგი", "ზრინსკი მოსტარი", "ჟალგირისი", "ორჰუსი", "მოზერუელი". ძველი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა თბილისელებს სხვა ძლიერ კლუბებთან შედარებით, მოსკოვის "დინამოსა" და უკრაინულ "კოლოსთან" თამაში უფრო გაუადვილდეთ, თუმცა მაინც ურთულესი შეხვედრა ელით.

თუ "დინამოს" შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა, გასვლით შეხვედრაშიც წარმატების მეტი შანსი ექნება. "ლოკომოტივს" კი აუცილებლად სჭირდება საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც გამოჩნდა, რომ მასზე გაცილებით ძლიერი და მდიდარი გუნდის დამარცხებაც შეუძლია.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 31 აგვისტოს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 27 /
გამოუშვით მილანი, იბრაგიმოვიჩი უნდა ვაწკმუტუნოთ !!!
ოღონდ თამაში თბილისში უნდა ჩატარდეს, "სან სიროზე" შეიძლება ცოტათი გაგვიჭირდეს...
ჭიაბრიშვილის კარის მეზობელი
28 აგვისტო 2020 12:50
0
რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებით ?! მაქსიმუმ, 1 წრე გაიარონ და მერე გაგვამწარებს ვიღაც და ამით დამთავრდება ოცნებები.
დაეტიონ ერთი სახლში, რა..
რამე ვირუსი არ ჩამოიყოლონ საიდანმე.
თამაში მაინც არ იციან და ჯანმრთელობას მაინც მოვუფრთხილდეთ :))
ზაზა
28 აგვისტო 2020 19:58
11
არ გაუშვიათ ჯერ საბურთლოს მწვრთნელი?აუცილებლად გასაშვებია სასწრაფოდ თან.ასეთი უპასუხისმგებლო თამაში ევროპაში და ყველა ზონის გახსნა დიდი შემტევი პოტენციალის მეტოქისთვის დასასჯელია.სასწრაფოდ გასაშვებია,ძალიან დაბალი დონის სპეციალისტია,თუ ქვია სპეციალისტი საერთოდ,ეზოს ფეხბურთი ითამაშა
Master
28 აგვისტო 2020 15:14
1
არარატ არმენია უეჭველი წაკუზავს დინამოს, ერევანში თუ ჩატარდა მითუმეტეს. თუმცა არც სხვებთან იქნება ფავორიტი. ლოკომოტივისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის
გოგა
28 აგვისტო 2020 14:42
6
bravo lokomotivs, chekebis girsia, karg gunds mougo imito ro ar cheuchinda gundis saxels da moindoma rac cheezlo , mokled kargad itamacha, kvelaze naklebad lokos imedi konda xalxs, ase gaagrzelet, tu lokom meore etapzec saxlchi itamacha mogebis chansi didia,ulocav mtel sakartvelos am gamarjvebas.
x
28 აგვისტო 2020 13:39
1
პირიქით არარატ-არმენიას უნდა ნატრულობდეთ რაც შარშან სირცხვილი გვაჭამა საბურთალომ, იქნებ დინამომ გამოასწოროს და თქვენ კი ოღონდ ეგ არაო )
დავით67
28 აგვისტო 2020 17:46
2
ზუსტად ეგრეა. ჭიაბრიშვილმა ჩამოირეცხა უკვე უნივერსიატტიასთან მოგებით. ე მახსოვს ქინქლაძეებით გადაწედილი დინამო რო გახია 5:1 თუ 5:0 მაგ გუნდმა. ნეტა ლოკოს მილანი შეხვდეს. მილანთან თამასი ხომ ოცნებაა
zuka
28 აგვისტო 2020 18:39
4
ვირი სადაც უნდა დააბა ყველგან ვირიაო (ცოტა უხეშადაც შეიძლება).ვინცარ უნდა შეხვდეს ამათ პირადად ჰანდიკაპით მოგებაზე უნდა დადო (არა ამათ მოგებაზე ოღონდ
ლევანი
28 აგვისტო 2020 23:31
3
არარატი და დინამო ძმები არიან, როგორც ჰაოსი და ქართლოსი. ამიტომ მოდი არა ამ ეტაპზე, არამედ ფინალში შევხვდეთ.

მშინ. ხომ ერთერთი ძმა უეჭველი მოიფებს თასს და ერთად ვიზეიმებთ ერევანშიც და თბილისში. ვინც მოიგებს ის მასპინძელია, დამარცხებული კი არ არსებობს, ის სტუმარი იქნება

მოკლედ, ერევანში გეპატიჟებით!
MESROP
28 აგვისტო 2020 19:40
10
მილანი კარგი ჯქნება,შემდეგ ეტაპზე მაინც ვერ გავალთ და ფულს მაინც იშოვის ტრანსლირებით
Aba heee
28 აგვისტო 2020 16:23
2
დინამოს მეტოქეებიო, ისე წერთ, თითქოს ვინმესთან რაიმეს თავი ჰქონდეს. უკვე გამოუსწორებელ გულშემატკივარსაც იმედი აღარა აქვს, რომ რაიმე ღირებულს მოახერხებს გუნდი
????
28 აგვისტო 2020 13:58
1

სიახლეები პოპულარული