"მილანი", "ტოტენჰემი", "ბაზელი"... - ვინ არიან თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

AutoSharing Option
გუშინ, 27 აგვისტოს, თბილისის "ლოკომოტივმა" რუმინული "კრაიოვას" დამარცხებით ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო თბილისის "დინამოს" შესახებ აქამდეც ვიცოდით.

ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც ქართულ კლუბებს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეიძლება დაუპირისპირდნენ.

მოგეხსენებათ, "დინამო" ევროპა ლიგაზე "ჩემპიონთა გზას" მიუყვება. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ამ გზაზე 20 გუნდი ითამაშებს - აქედან 17 გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ეტაპზე დამარცხების შემდეგ გადმოერთვება, 3 კი - ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე მარცხის შემდეგ.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე
გუნდები (ჩემპიონთა გზა):

ასტანა
დანდალკი
სლოვანი
დინამო (თბ)
ფოლა ეში
დიურგარდენი
ლინფილდი
ბუდუჩნოსტი
ფლორა
რიგა
ქონაჰ'ს ქუეი ნომედსი
ევროპა
არარატ-არმენია
კუპსი
კრ რეიკიავიკი
სილექსი
ფლორიანა
ტრე ფიორი
დრიტა
ინტერი

გამუქებული გუნდები ამ ეტაპზე განთესილები იქნებიან, ხოლო ჩამონათვალში "რიგას" ქვევით მყოფი კლუბები კი - განუთესავები.

შესაბამისად, თბილისის "დინამოს" მეტოქე ამ სამუ გუნდიდან ერთერთი შეიძლება იყოს: "თრე ფიორი", "დრიტა", "ინტერი". თუ თბილისელებს ეს კლუბები არ შეხვდნენ, მაშინ შესაძლოა "დინამო" ამ ეტაპზე მყოფ ნებისმიერ გუნდს დაუპირისპირდეს.

ამ გუნდებიდან ყველაზე არასასურველი მეტოქე "ასტანა", "სლოვანი" და "არარატ-არმენია" გახლავთ. სხვებთან შედარებით "დიურგარდენი" და "ბუდუჩნოსტი" უკეთესები ჩანან.

რაც შეეხება "ლოკომოტივის" მეტოქეებს, აქ გაცილებით რთულად არის საქმე. "რკინიგზელებს" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის "სტანდარტულ გზაზე" ყველაზე ნაკლები ქულა აქვთ და ცხადია, განუთესავები იქნებიან. სავარაუდო მეტოქე კი ძალიან ბევრია, მათ შორის: "ტოტენჰემი", "ბაზელი", "ვოლფსბურგი", "გალათასარაი", "მილანი", "გრანადა", "რეინჯერსი"...

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასურველი მეტოქეები ეს გუნდებია: "ზე ნიუ სეინთსი", "ჰართბერგი", "ზრინსკი მოსტარი", "ჟალგირისი", "ორჰუსი", "მოზერუელი". ძველი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა თბილისელებს სხვა ძლიერ კლუბებთან შედარებით, მოსკოვის "დინამოსა" და უკრაინულ "კოლოსთან" თამაში უფრო გაუადვილდეთ, თუმცა მაინც ურთულესი შეხვედრა ელით.

თუ "დინამოს" შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა, გასვლით შეხვედრაშიც წარმატების მეტი შანსი ექნება. "ლოკომოტივს" კი აუცილებლად სჭირდება საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც გამოჩნდა, რომ მასზე გაცილებით ძლიერი და მდიდარი გუნდის დამარცხებაც შეუძლია.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 31 აგვისტოს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 27 /
ტოტენჰემს დაერხა ქართული გუნდი თუ დაეჯახა. ))))
Megreli
28 აგვისტო 2020 16:26
5
მილანი კარგი ჯქნება,შემდეგ ეტაპზე მაინც ვერ გავალთ და ფულს მაინც იშოვის ტრანსლირებით
Aba heee
28 აგვისტო 2020 16:23
2
კოხრეიძე, მალი, ტერა, გულიაშვილი, მარგველაშვილი, ქავთარაძე... ეს ბიჭები ცოდოები არიან რამდენი ხანი უნდა ტკეპნონ ერთი უაზრო ადგილი. წადით ევროპაში. ლაკვეხელიანმა ძალიან სწორიც ქნა რომ წავიდა. შეიძლება პრემიერ ლიგაში არ გადასულა, მაგდამ ამ სამსრცხვნინკ 5-1ს ჯობია ყვდლაფერი.ეს ვითომ გუნდად წოდებული რაღაც ასეთ კარგ ბიჭებს არ ისახურებს. თუ განვითარება და ცხოვრებაში რამის ნახვა გინდათ უნდა წახვიდეთ. რა ამ ბიჭების ბრალია თუ კლუბის მესვეურები სათანადოდ არ ზრუნავენ კლუბის გაძლიერებაზე
Haaland
28 აგვისტო 2020 15:43
1
არ გაუშვიათ ჯერ საბურთლოს მწვრთნელი?აუცილებლად გასაშვებია სასწრაფოდ თან.ასეთი უპასუხისმგებლო თამაში ევროპაში და ყველა ზონის გახსნა დიდი შემტევი პოტენციალის მეტოქისთვის დასასჯელია.სასწრაფოდ გასაშვებია,ძალიან დაბალი დონის სპეციალისტია,თუ ქვია სპეციალისტი საერთოდ,ეზოს ფეხბურთი ითამაშა
Master
28 აგვისტო 2020 15:14
1
არარატ არმენია უეჭველი წაკუზავს დინამოს, ერევანში თუ ჩატარდა მითუმეტეს. თუმცა არც სხვებთან იქნება ფავორიტი. ლოკომოტივისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის
გოგა
28 აგვისტო 2020 14:42
6
ავტორმა ისე დააწყო გეგმები ანდორა და გინრალთართან მგონი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს აი ეგაა რო გვღღუპავს ვერ ვბედავთ იმის თქმას სადაც ვართ ერთი და მეორე მიუხედავად ასეთი შედეგებისა მაინც გვგონია რო ნებისმიერს მოვუგებთ ტოპ ლიგიდან არ იყოს მთავარია მარა ჩვენთვის ტოპ ლიგა მარტო ის 5 ქვეყანა აღარაა სამწუხაროდ მეორე და მესამე დონის ქვეყნებიც იმ ხუთ 5 ქვეყანას უნდა მივათვალოთ
ნოდო
28 აგვისტო 2020 14:37
1
საკლუბო დონეზე სამწუხაროდ ეგრეა,თუმცა სანაკრებო დონეზე ბევრად წინ ვართ,თუ ვინმე პატარას გაიფაფხურებს ყველა გარბის ქვეყნიდან და როგორ გინდა შედეგის ჩვენება, ყველა გუნდი ახალ სეზონს ახალი შემადგენლობით და მწვრთნელით იწყებს და ადამიანები არიან ჯადოქრები ხომ არა,რომ წარმატებით ითამაშონ.
სამწუხაროდ
28 აგვისტო 2020 15:27
0
არარატ-არმენია
1
28 აგვისტო 2020 14:28
0
დინამოს მეტოქეებიო, ისე წერთ, თითქოს ვინმესთან რაიმეს თავი ჰქონდეს. უკვე გამოუსწორებელ გულშემატკივარსაც იმედი აღარა აქვს, რომ რაიმე ღირებულს მოახერხებს გუნდი
????
28 აგვისტო 2020 13:58
1
bravo lokomotivs, chekebis girsia, karg gunds mougo imito ro ar cheuchinda gundis saxels da moindoma rac cheezlo , mokled kargad itamacha, kvelaze naklebad lokos imedi konda xalxs, ase gaagrzelet, tu lokom meore etapzec saxlchi itamacha mogebis chansi didia,ulocav mtel sakartvelos am gamarjvebas.
x
28 აგვისტო 2020 13:39
1
არასწორი ინფოა პირველ ეტაპზე სამი გუნდია განუთესავი და დანარჩენი ნებისმიერი ნებისმიერს შეიძლება შეხვდეს
Gia
28 აგვისტო 2020 13:32
4

სიახლეები პოპულარული