გია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შეაფასა.

"პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.

მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი - სულ სხვა.

გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის
ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია.

ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან ჯერჯერობით "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის "დინამოსთან" მატჩზე", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მოგეხსენებათ, "რკინიგზელები" ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ კედლებში მოსკოვის "დინამოს" შეხვდება. მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
გადით მოედანზე და ითამაშეთ ქართული ფეხბურთი. დასაკარი არაფერია, მოსაგები ბევრი. ხოდა გადით და მოიგეთ. გააკონტროლეთ ბურთი და სწრაფი შეტევებით აცვენეთ ამ მორბენლებს რომ ფეხბურთი მარტო სირბილი არ არის. ბეი ბეგის თამაშობენ მთელი ცხოვრება და იმის იქეთ არც ტექნიკა ჰყოფნით და არც ჭკუა.
niko
31 აგვისტო 2020 23:04
1
Ჭიაბერ ᲗავᲨი არ აგივარდეს,დაეᲨვი ცოტა,წინა მოგება Შენი კი არა ტოტალიზატორის იყო.
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
31 აგვისტო 2020 17:24
37
ვაისი ჩამოვიდა? დაწერეთ როდის იწყება შეკრება ან რამე,ეს საკლუბო ფეხბურთი დიდიხანია აღარ მაინტერესებს უკვე
ბაჩი
31 აგვისტო 2020 17:22
6
ერთ რჩევას მოგცემთ არ გამოცხადდეთ მატჩზე და 0:3 წაგებას ჩაგვითვლიან, ბერად აჯობებს, იიტომ რომ გაგვანადგურებენ , ძაან სამარცხვინოდ წავაგებთ , პაოკთან 0:7 წაგება მონაგონი იქნება
akaki
31 აგვისტო 2020 17:08
30
ნუ ტრაბახობ---ჯერ გადახტი და შემდეგ ხოპ დაიძახე
digela
31 აგვისტო 2020 17:09
20
როგორც გარდაცვლილზე ამბობენ მხოლოდ კარგს და ცუდს არ ახსენებენ ისეა კომენტარებშიც, ბურთის გორაობა არ ვიცით მაგრამ მოვიგებთ :D :D :D
Hmm
01 სექტემბერი 2020 03:52
0
ნაპოლი ნეაპოლი უყვარდათ და უყვართ ნეაპოლელებს
ბეღურას
31 აგვისტო 2020 17:24
12
მოსკოვის დინამო რომ ძლიერია ფაქტია და კომენტარს არ საჭიროებს. ცხადია გრანდი არაა მაგრამ მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგარს ლოკომოტივზე. აქ თავდადებანსი არის დავამარცხოთ ძლიერი მეტოქე.მთავარია წინასწარ არ შეეგუონ ბიჭები მარცხს და ყურები არ ჩამოყარონ! დაუმარცხებელი არავინაა! წარმატებები ლოკოს და დინამო თბილისს!
ბათუმის დინამოს ფანი
01 სექტემბერი 2020 14:59
0
რატო მეგონა სპორტული საიტი?))კაი ყველგან ეგაა და.. მოკლედ დასტოინი თამაში შევასრულოთ,პროსტა შარშანდელი სომხეთი არ გააგოროს მაგან.
რატი
01 სექტემბერი 2020 13:35
0
zaan rtuli tamachi ikneba, rusetis gundebi scrap da zalismier pegburts tamachoben, kargi legionerebic kavt, puli aruchirt, mokled zalebi aratanabaria kvela xvdeba, tu chveni pegburtelebi politikas gverdze gadadeben da zaan moindomeben, cota chansi gvak, ro ar cavafot mainc , bolobolo saxlis paktori, gulchematkivari, nacnobi stadioni, kvela fundi uchvebs checdomebs , dauchvebs moskovelebic da es unda gamovikenot, carmatebebs gisurvebt , tkveni gamarjveba mteli sakartvelos gamarjveba ikneba, rac zaan gamaxarebs .
x
01 სექტემბერი 2020 12:16
0

სიახლეები პოპულარული