გია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შეაფასა.

"პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.

მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი - სულ სხვა.

გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის
ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია.

ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან ჯერჯერობით "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის "დინამოსთან" მატჩზე", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მოგეხსენებათ, "რკინიგზელები" ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ კედლებში მოსკოვის "დინამოს" შეხვდება. მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
იმხელა სხვაობაა დონეში შენ თუ შეძელი და ეს ბარიერი გადაალახინე ლოკოს უდავოდ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს იმსახურებ ალალად.წარმატებებს გისურვებთ,ჰა ბურთი და ჰა მოედანი.
master
31 აგვისტო 2020 18:36
1
Ჭიაბერ ᲗავᲨი არ აგივარდეს,დაეᲨვი ცოტა,წინა მოგება Შენი კი არა ტოტალიზატორის იყო.
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
31 აგვისტო 2020 17:24
37
ნაპოლი ნეაპოლი უყვარდათ და უყვართ ნეაპოლელებს
ბეღურას
31 აგვისტო 2020 17:24
12
არ გვინდა ეხლა სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა და ეგეთი მდაბიო კომენტარები...
მიდი გია გაუყარე ღორებს, შენი იმედი გვაქვს!
zura
31 აგვისტო 2020 17:23
2
ვაშაპატრიოტიზმი არ არსებობს, კაცი ან პატრიოტი ხარ, ან უვარგისი, მესამე ვარიანტი არ არსებობს... წაიკითხე შემდეგ სტატიაში რას წერს მოსკოვის დინამოს დირექტორი და მერე მიპასუხე სპორტი პოლიტიკაა თუ არა...
კომენტატორს
31 აგვისტო 2020 22:44
0
მდაბიობა სწორედ სპორტის და პოლიტიკის აღრევაშია. როდესაც სხვა არაფრის თავი გაქვს, ვაშაპატრიოტიზმის ჭიას ამით ახარებ.
კომენტატორი
31 აგვისტო 2020 18:49
6
ყველა გამოხმაურება
ვაისი ჩამოვიდა? დაწერეთ როდის იწყება შეკრება ან რამე,ეს საკლუბო ფეხბურთი დიდიხანია აღარ მაინტერესებს უკვე
ბაჩი
31 აგვისტო 2020 17:22
6
ეხლა თუ მართლა ქართველები ვართ ის კი არა მარტო ღვინოში ვართ მაგრები, არა მთელმა საქართველომ თუ გვინდა ლოკომოტივმა გამოაგდოს რუსეთის გუნდი თუნდაც ლარი აკრიბოს და უყიდოს 10 სექტემბრამდე მაინც ლოკომოტივს სერიოზული ფეხბურთელი როგორც მთელმა ნეაპოლმა თავის დროზე იყიდა მარადონა და ამით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენ სიძლიერეს რუსების წინაშე წინ საქართველი
ბეღურა
31 აგვისტო 2020 17:12
6
მეტ პრობლემას ქვეყანაში ვერ ხედავ? რომც ვუყიდოთ და რომც გავაგდით რუსული გუნდი მაგით რა შეგემატება? დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებ და დანგრეულო ეკონომიკა წამოიწევა და მშიერი ბავშვი აღარ გეყოლება?

ყირიმოს ანექსია რომ გააკეთა რუსეთმა, ერთ რუსს ეწერა რუსულ ფორუმზე, სადღაც ციმბირში ვზივარო, პურის და არყის ფულიც არ მაქვსო, მაგრამ მკიდია, ყირიმი ხომ ჩვენიაო.

შენ მაგ რუსსაც გადაუჯოკრე ლოგიკაში.
მეტ პრობლემას ვერ ხედავ
31 აგვისტო 2020 18:11
4
ნუ ტრაბახობ---ჯერ გადახტი და შემდეგ ხოპ დაიძახე
digela
31 აგვისტო 2020 17:09
20
ერთ რჩევას მოგცემთ არ გამოცხადდეთ მატჩზე და 0:3 წაგებას ჩაგვითვლიან, ბერად აჯობებს, იიტომ რომ გაგვანადგურებენ , ძაან სამარცხვინოდ წავაგებთ , პაოკთან 0:7 წაგება მონაგონი იქნება
akaki
31 აგვისტო 2020 17:08
30
ხალხო ნუ ქმნით რა არასწორ მლოდინებს, ამას როგორც წესი იმედგაცრუება მოყვება. მოსკოვის დინამოსთან გამკლავებას უზარმაზარი ფიზიკური და სულიერი რესურსი ჭირდება. ეს რესურსი აწი უნდა შეიქმნა 17 დღეში. და ეხლა არიქა მოიგეთ და ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ, პირიქით ხელს უშლის მობილიზებაში.
kaira
31 აგვისტო 2020 16:50
1
მთელი მატჩის განმავლობაში უნდა დავაპრესინგოთ მოსკოვჩანები
ბაჩი
31 აგვისტო 2020 16:25
1
ჯერ ბათუმი ან ქუთაისი დააპრესინგე მთელი თამაში და მერე იბლატავე. 10 წუთი თუ შეძელი მაგ პრესინგი, მაშინ უეჭველი საქართველოს ჩემპიონი გახდები ფიზიკური მმზადების ხარჯზე.
kaira
31 აგვისტო 2020 16:47
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული