სფფ კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს დიდ დიღომში ააშენებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდ დიღომში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას იწყებს. დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის №14-ის მიმდებარე ტერიტორია სფფ-ს სახელმწიფოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცა.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით.

პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა "ფორვარდის" თანადაფინანსებით განხორციელდება. მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა
კლუბები. ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

​შეგახსენებთ, რომ მსგავსი საფეხბურთო ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ვარკეთილში. გლდანში, ვაკესა და ფოთში კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გეგმის მიხედვით, საფეხბურთო ცენტრები თბილისის რამდენიმე უბანსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა მოეწყოს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოდა გლდანი კობიაშვილითურთ მაგ თამაშის მომგები არაა და ერთი საფეხბურთო სკოლა ავჭალაშიც გახსენით.
ddgfdf
21:45 31-08-2020
1

სიახლეები პოპულარული