თბილისის "დინამოში" ნიდერლანდელმა მცველმა ითამაშა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გუნდში დაბრუნებული ჩისკოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"დიღმის საწვრთნელ ბაზაზე "დინამოელებმა" სპარინგ-მატჩი "თელავთან" გამართეს. თბილისელებმა შეხვედრა 4:0 მოიგეს. დუბლი პირველ ტაიმში ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა, მეორე ნახევარში გოლები თორნიკე კაპანაძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

"დინამოელთა" დაცვის მარჯვენა ფრთაზე პირველ ტაიმში ჰოლანდიელმა როდნი კლოოსტერმა ითამაშა და მასთან დაკავშირებით სამწვრთნელო შტაბი თავის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალი მიიღებს. მატჩში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ.

"დინამო": კვასხვაძე, ქიმაძე, პაპავა, ბენიო, კლოოსტერი,
ქარდავა, კუხიანიძე, ქავთარაძე, ორშულა, ზარია, გაბედავა

მეორე ნახევარში შევიდნენ: მიგინეიშვილი, იაშვილი, მორჩილაძე, ტრუბოჩკინი, შულაია, ლომინაძე, აბუაშვილი, კაპანაძე, ხვადაგიანი, ახვლედიანი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლი ჩისკო ბატონო!!!
შეადარეთ ეხლა ერთმანეთს ჩისკო და ის ჩხეტიანი დინამოს ფორმაში.მარტო ერთ რამედ ღირს ჩისკოს დანახვა დინამოს ფორმაში და დინამოში,სასიამოვნო სანახავია და საამაყო.ჩხეტიანს კი ყველაფერი რო მოეგო მაინც ვერ იყო დინამოს დონის და დინამოს შესაფერი მწვრთნელი.მწვრთნელი პირობითად თორე რა მწვრთნელიც იყო დავინახეთ.
ისე ჩისკო ბოლომდე რომ ვიყოთ შენი მადლიერნი ერთი სიკეთე გააკეთე კაცურად და ეგ როინა ომარა კაპანაძე გაუშვი რა საიდანაც მოიყვანეს ისევ იქ.როგორც ჩხეტიანი იყო დონამოში თეთრი ყვავი და ვერაფრით ვერ გახდა დინამოელი ისე ეგენი ვერ გახდებიან დინამოელბი.
ლ.გიო
23:00 01-09-2020
5

სიახლეები პოპულარული