"შემძრომი ქართველი" - წიტაიშვილი "დინამოს" ფანებმა გააკრიტიკეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუსა და კლუბის ფანებს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა და გულშემატკივრებისაგან კრიტიკაც დაიმსახურა.

"ძალიან მწყდება გული ფანების გამო, ჩვენ ხომ ფეხბურთს მათთვის ვთამაშობთ. გვინდა, რომ ისინი სტადიონზე მოვიდნენ, ტრიბუნები გაავსონ და მხარი დაგვიჭირონ. ხშირად ხდება, რომ მოედანზე რაღაცები არ გამოგდის, პუბლიკის დახმარებით კი უკეთ იწყებ თამაშს.

ძალიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა, თუმცა ყველას აქვს უფლება იფიქროს ის, რაც სურს. ჩვენ, "დინამოს" ფეხბურთელები ვაცნობიერებთ, რომ ლუჩესკუს მოყვანა მოთამაშეებისა და კლუბისათვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

რადიკალური ცვლილებები საჭიროა ხოლმე. როგორც იგორ სურკისი იტყოდა, ჩვენი გული "დინამოსთვის" ძგერს, ახლა კი ასეთი გამოცდილი ადამიანი მოვიდა, რომელიც კლუბს ძალიან ბევრს მისცემს. პანდემიის გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე ისედაც ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ, ახლა კი გვინდა ფანები მოვიდნენ, მათი გვერდით ყოფნა გვაკლია.

თუ საჭირო გახდა, ლუჩესკუს დავიცავთ. მე გუნდის კაპიტანი არ ვარ და იქ არ ვყოფ ცხვირს, რაც ჩემი საქმე არაა. მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, სხვა პრობლემები და მიზნები გამაჩნია. არიან უფრო ზრდასრული მოთამაშეები: ბოიკო, სიდორჩუკი, ბუიალსკი, რომლებმაც ეს საკითხი უნდა განიხილონ. არ ვიცი, იქნებ ამ თემაზე დიალოგი უკვე შედგა კიდეც", - განაცხადა გიორგიმ.

წიტაიშვილის კომენტარს კი "დინამოს" ფანების უკმაყოფილება მოჰყვა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკეს ყველა უკრაინულ სპორტულ საიტზე, ხოლო ua-football.com-ის მომხმარებელმა "შემძრომი ქართველი" უწოდა და კომენტარს ერთ-ერთი ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა (ასევე, "დისლაიქი").

altეს დამპალი საქციელია - წიტაიშვილმა თანანაკრებლის მიერ თანანაკრებლისათვის გოგონას "აწაპვნაზე" კომენტარი გააკეთა

altგიორგი წიტაიშვილმა ლუჩესკუს რევერანსი გაუკეთა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს კაცი არის ტიპიური ღამურა, საითაც სიო უბერვს იქით მიდის, მართლა ყველას უძვრება, თან მთლად პროფესიონალიც ვერაა მაგ საქმეში და იაღლიშები მოსდის, არ იცის სად რა ილაპარაკოს და მოიმდურა ყველა, კაი პირობები რომ შესთავაზონ ალბათ იმასაც იტყვის შოტა რუსთაველი სომეხია და ჩაკრულო სომხური სიმღერააო)), ჭკვიანი კაციც არ უდგას ალბათ არავინ გვერდში რომ აუხსნას რა როგორაა...
zura
04 სექტემბერი 2020 13:44
0
მაგათვის ყოველთვის უცხო იქნები, ასე ხდება შენ ერს ზურგს რომ აქცევ და უკრაინელობას დაიბვრალებ
ალეკო
04 სექტემბერი 2020 13:20
2
შემძრომი კი და ქართვეკი არა. ადამიანი სრულწლოვანი რომაა უკვე თავისი ნებაა ქართველი იქნება, უკრაინეკი თუ მექსიკელი. მან თავად თქვა ქართველობაზე უარი, ასერომ მხოლოდ ქართული გვარით და სისხლით ნუ იმსჯელებთ. სისხლი არაფერ შუაშია აქ. ეგ არც გვინდა და არც გვჭირდება. სანამ ჩაკვეტაზე, კვარაცხელია, ხარაიშვილი, კოხრეიძე, კიტეიშვილი და სხვა ნიჭიერ ა0ფეხბურთელებს ენდომებათ ქართველობა, არ გაგვიჭირდება. თქვენი იყოს, გვიჩუქნია
Haaland
04 სექტემბერი 2020 13:02
3
ქართველი არა კვახი. :დ ეგ კარგი მაგრამ სულ ეს რატო ლაპარაკობს მაგ კლუბიდან.ცხვირს ყოფს და ამას მალე გაუშვებენ მაქედან და მოვამ ერე უძღები ძე და დაიწყებს ქვითინს.ძირითადში ვერ ხვდები შვილო და რამდენ კომენტარს აკეთებ უკვე რა იყო რა ხდება
აბგდ
04 სექტემბერი 2020 12:09
2
ეს უფრო მეტს ლაპარაკობს ვიდრე მოედანზე აკეთებს რამეს, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებას რომ თავი დავანებოთ. კლასიკური ღამურაა, ჩვენთვის ქართველი აღარაა და უკრაინელებისთვის მაინც "ქართველად" რჩება
Valderrama
04 სექტემბერი 2020 12:01
3
100% გეთანხმები
გიორგი კაჭკაჭიშვილი
04 სექტემბერი 2020 12:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული