"შემძრომი ქართველი" - წიტაიშვილი "დინამოს" ფანებმა გააკრიტიკეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუსა და კლუბის ფანებს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა და გულშემატკივრებისაგან კრიტიკაც დაიმსახურა.

"ძალიან მწყდება გული ფანების გამო, ჩვენ ხომ ფეხბურთს მათთვის ვთამაშობთ. გვინდა, რომ ისინი სტადიონზე მოვიდნენ, ტრიბუნები გაავსონ და მხარი დაგვიჭირონ. ხშირად ხდება, რომ მოედანზე რაღაცები არ გამოგდის, პუბლიკის დახმარებით კი უკეთ იწყებ თამაშს.

ძალიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა, თუმცა ყველას აქვს უფლება იფიქროს ის, რაც სურს. ჩვენ, "დინამოს" ფეხბურთელები ვაცნობიერებთ, რომ ლუჩესკუს მოყვანა მოთამაშეებისა და კლუბისათვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

რადიკალური ცვლილებები საჭიროა ხოლმე. როგორც იგორ სურკისი იტყოდა, ჩვენი გული "დინამოსთვის" ძგერს, ახლა კი ასეთი გამოცდილი ადამიანი მოვიდა, რომელიც კლუბს ძალიან ბევრს მისცემს. პანდემიის გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე ისედაც ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ, ახლა კი გვინდა ფანები მოვიდნენ, მათი გვერდით ყოფნა გვაკლია.

თუ საჭირო გახდა, ლუჩესკუს დავიცავთ. მე გუნდის კაპიტანი არ ვარ და იქ არ ვყოფ ცხვირს, რაც ჩემი საქმე არაა. მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, სხვა პრობლემები და მიზნები გამაჩნია. არიან უფრო ზრდასრული მოთამაშეები: ბოიკო, სიდორჩუკი, ბუიალსკი, რომლებმაც ეს საკითხი უნდა განიხილონ. არ ვიცი, იქნებ ამ თემაზე დიალოგი უკვე შედგა კიდეც", - განაცხადა გიორგიმ.

წიტაიშვილის კომენტარს კი "დინამოს" ფანების უკმაყოფილება მოჰყვა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკეს ყველა უკრაინულ სპორტულ საიტზე, ხოლო ua-football.com-ის მომხმარებელმა "შემძრომი ქართველი" უწოდა და კომენტარს ერთ-ერთი ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა (ასევე, "დისლაიქი").

altეს დამპალი საქციელია - წიტაიშვილმა თანანაკრებლის მიერ თანანაკრებლისათვის გოგონას "აწაპვნაზე" კომენტარი გააკეთა

altგიორგი წიტაიშვილმა ლუჩესკუს რევერანსი გაუკეთა

მკითხველის კომენტარები / 23 /
დაააა, ღამურა რომ ითარგმნოს, რუსულ,უკრაინულ ენებზე არ შეიძლება???
Vasili
04 სექტემბერი 2020 16:04
0
"ღამურა" რუსულად რომ გადათარგმნო, "მფრინავი მიშა" იქნება (ლეტუჩაია მიშ). მაგრამ ის ჩვენი მფრინავი მიშა, უკრაინიდან ჩამოფრენას რომ გეგმავს, არწივთან უფრო ასოციირდება, ვიდრე ღამურასთან.
კგ
04 სექტემბერი 2020 18:35
20
კგ ფრთებზე შეაჯექი, შორს წახვალთ შენ და შენი არწივი. ღრუბელ-ღრუბელ იარეთ, მზემ არ შეგაწუხოთ
????
05 სექტემბერი 2020 10:32
0
ამას დიდი ხანი არ უწერია დინამოში დარჩენა. მიდი შვილო ბურთი ითამაშე და ისე დაიმსახურე მწვრთნელის პატივცემა.
გოგა
04 სექტემბერი 2020 21:17
0
საკუთარი შვილები გაზარდეთ ქართველებად და სხვის შვილების გაზრდას თავი დაანებეთ
გრიგოლ1408
04 სექტემბერი 2020 19:31
22
მაგაში 100% ხარ,თუმცა მაგით წიტაიშვილს ვერ დაიცავ.არსებობენ ადამიანები,რომლებსაც სამშობლო არ აქვთ, ესეთია სამწუხაროდ წიტაიშვილი,ისე გაიხადა საქმე,რომ ვერც საქართველოში აქვს კარგი სახელი და უკრაინაშიც სამუდამოდ "შემძრომი ქართველი"-ს სახელი ექნება
საქართველო
04 სექტემბერი 2020 21:45
2
წამოყავი თავი?!ხმა გაიკმინდე შე მანქურთო!!!
რუსოფილო!
04 სექტემბერი 2020 22:15
1
რა იყო რას გადაეკიდეთ, ფული ბაბა, ფული...აცალეთ პატარა ფული მოჭრას ბიჭმა, მესი და რონალდო რომ არ არის თვითონაც ქე იცის....
gio
04 სექტემბერი 2020 19:07
5
მესი და რონალდო რომ არ არიან მილიონობით ფეხბურთელმა იცის, ეგ რა შუაშია , თავის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა უკრაინის ნაკრებთან ერთად, ეს პატარა მიღწევაა არაა და საერთოდაც ამ ბიჭს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, მშობლიური ქვეყანის ნაკრებზე რომ უარი თქვა , ხოლო როგორც ფეხბურთელი,ვისურვებდი რომ ასეთი მოთამაშეები ბევრი ყავდეს საქართველოს
akaki
04 სექტემბერი 2020 19:33
14
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს!!!! რატომ არის ქართველი, უკრაინელია ეს კაცი
გგგგგ
05 სექტემბერი 2020 14:37
0
ვიღაც წიტაიშვილზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სტატიის ავტორი კი ნაღდად ვერ ახერხებს. შვილო Xვიჩა, ქართულად ეგეთს ქლესა ჰქვია და არა შემძრომი (ეს მაგარი მოხიე; სად იპოვე ეს სიტყვა?)
სილია
05 სექტემბერი 2020 17:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული