ბათუმის "დინამომ" ფლამარიონი "როტორში" გაუშვა - თუმცა, არ გაუყიდია

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ კლუბს ბათუმის "დინამოდან" ბრაზილიელი შემტევი ჯოვინო ფლამარიონი შეუერთდა.

24 წლის სამხრეთ ამერიკელი ვოლგოგრადულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ექნება თუ არა რუსულ კლუბს ჯოვინოს გამოსყიდვის უფლება.

ფლამარიონი "პალმეირასის" აღზრდილია. 19-წლამდე "სან პაულუს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი ჩერნოგორიულ "ლოვჩენში" გადავიდა, ნახევარი წლის შემდეგ კი ბათუმელთა ფეხბურთელი გახდა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ი ჯოვინოს 600 000 ევროდ აფასებს და მას კონტრაქტი "დინამოსთან"
2021 წლის ბოლომდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯოვინოსთვის კარგი გადაწყვეტილებაა და პატივს ვცემ, როტორში თუ თავი დაიმკვიდრა და მეტიც გოლები გაიტანა სატრანსფერო ფასი აეწევა და ბათუმიც მნიშვნელოვან ფინანსურ დანამატს მიიღებს. მანდ თუ აიდგა ფეხი 600 ათასი მილიონებად იქცევა, მითუმეტეს ფორვარდისთვის. წარმატებები ფლამირიონს!
Toko
22:06 07-09-2020
0
თუ მართლაც ეგრეა ვფიქრობ კარგი გათვლაა, მას სხვა ჩემპიონატებიდანაც აკვირდებიან და თუ თავს იქ კარგად წარმოაჩენს უფრო მეტად შეეძლება გაყიდვა ბათუმს, მაგრამ არის მეორე კუთხეც ჩემპიონობა ამ დროს თუ შეიძლებოდა გაშვება როცა ერთი წრეა დარჩენილი არ ვიცი, სტადიონის გახსნაზე მაინც ეთამაშა რა იქნებოდა
გულშემატკივარი
16:41 07-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული