მოსკოვის "დინამოს" ფორვარდმა თბილისის "ლოკომოტივზე" ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა ნიკოლაი კომლიჩენკომ კლუბის პრესსამსახურთან თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ევროტურნირებს დადებითი ემოციებით ვეგებებით. გვინდა ყველაფერი გამარჯვებით დავიწყოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ფიზიკურად მზად ვართ, საბრძოლო განწყობაა. ამიტომაც ვფიქრობ, ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს.

დიდი ხანია "დინამოს" ევროპაში არ უთამაშია და ცხადია, ბედნიერები ვართ, ევროთასებზე რომ წარვდგებით. ასეთ ტურნირებზე თავის გამოჩენის სურვილი სულ გაქვს.

მოწინააღმდეგის გაცნობა უკვე მოვასწარით, თუმცა დეტალური განხილვა წინ გველოდება. ერთი შეხედვითაც ჩანს - "ლოკომოტივი" ტექნიკური გუნდია, ქართველები ხომ ამით სახელგანთქმულნი
არიან.

თუმცა ჩვენ საკუთარი ძლიერი მხარე გვაქვს, ვიცით, რის საფუძველზე შეგვიძლია მოგება და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა კომლიჩენკომ.

ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის ხვალ, 17 სექტემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გადავურბენთო ფიქრობენ
არსენ შენი ვაჟკაცობა აბანოში გამოჩნდება
ოტელო
16:54 16-09-2020
0
მიდი ლოკო!

მოუკითხე ხვალ ამათ გამჩენი და მარჩენალი..


დიდგორელი
19:31 16-09-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული