ჭიაბრიშვილი: ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, თუ საჭირო გახდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე მოსკოვის "დინამოსთან" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა:

"კვარაცხელიას ძალიან ცუდად ეთამაშნენ, არ მინდა ვთქვა, რომ განზრახ გააკეთეს, თუმცა მაინც. ისე უნდა ვითამაშოთ ქართველებმა, როგორც ხვიჩა თამაშობს. ეს ჩვენს გენეტიკაშია და ფეხბურთის თამაშით უნდა ვაჯობოთ ნებისმიერი ქვეყნის გუნდს.

მე პოლიტიკაში არ ვერევი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე ბევრია სათქმელი, თუმცა ეს სპორტია, მოედანზე ფეხბურთს ვთამაშობთ და იმედია, მეორე გუნდიც ასე ფიქრობს. მოსკოვის "დინამოს" ეთამაშება თბილისის "ლოკომოტივი", ესაა სულ. ვისაც სხვა რამ აინტერესებს,
ასეთი რამ ჩვენგან შორსაა. ჩემს ბიჭებსაც ეს ვუთხარი.

ყველა ადამიანს საკუთარი ვალი აქვს, ყველას თავისი ბრძოლა აქვს. გმირულად გარდაცვლილი ხალხი გვყავს, გვყავს გადარჩენილი გმირები. ყველას გულისტკივილია დაკარგული ტერიტორიები. რუმინელებთან მატჩის წინ გავიხსენეთ ომში დაღუპული ადამიანები. ისინი იმისთვის დაეცნენ, რათა დანარჩენ ქართველებს საკუთარი საქმე გვეკეთებინა. თუ საჭირო გახდა, ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, მაგრამ იმედია, ასეთი რამ არ მოხდება".

თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ტექნიკურად ჩვენები უფრო მაგრები არიან და მარტო ბოლომდე გაძლება ჭირდებათ
შოკირებული გულშემატკივარი
17 სექტემბერი 2020 11:10
0
ვეთანხმები გიას და საერთოდ უნდა მოვიგოთ არა იმიტომ,რომ რუსებს ვეთამაშებით, უბრალოდ უნდა მოვიგოთ და მორჩა.
კვარა
16 სექტემბერი 2020 22:24
2
სწორი მიდგომაა.არავითარ შემთხვევაში პოლიტიკა არ უნდა იყოს,თორემ დაიგრუზებიან ბიჭები.ეს სპორტია და ითამაშეთ ისე რომ თქვენც ისიამოვნოთ და გულშემატკივარსაც ასიამოვნოთ.აბა წარმატებები ლოკოს!
კახა ქ.
16 სექტემბერი 2020 22:19
3
რატომღაც მეიმედება, მგონია რომ კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ! დასწრება რომ არაა ძალიან ცუდი, ისედაც არავინ დადიოდა და ამ კორონას დროს ისე მოენატრა ხალხს ფეხბურთი , ასე მგონია გადაიჭედებოდა ლოკომოტივი
Vasil
16 სექტემბერი 2020 20:48
1
მევფიქრობ, ამიტომაც ათამაშებენ ლოკოს 2 მოედანზე,რომ გარედან გულშემატკივრებმა ადვილად მიაწვდინნ ხმაა შეძახილებით...
saqme
16 სექტემბერი 2020 22:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული