მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კლუბისთვის მიცემულ კომენტარში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედნის საფარი გააკრიტიკა.
"მოედანი სრულად შეესაბამება უმაყურებლო თამაშის არენას. სამწუხაროდ, ასეთი მინდორი დიდი ხანია არ შემხვედრია, ასეთ ამბავს არ შევჯახებივარ.
ალბათ, ასეთი საფარი ღრმა წარსულში თუ იყო სადმე. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი დაბალი ხარისხის მინდორი მართლა გასაკვირია.
თუმცა გუნდები თანაბარ მდგომარეობაში არიან და იმედია, მოედანი კარგი ფეხბურთის თამაშში ხელს არ შეგვიშლის", - განაცხადა ნოვიკოვმა.
თბილისის "ლოკომოტივსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დღეს, 17
სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას "სილკ უნივერსალი" შემოგვთავაზებს.