თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
მად ლო ბააააა
wbc
17 სექტემბერი 2020 23:26
1
ბიჭებო გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას! თქვენ ეს შედზელით და თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინეტთ! მადლობა გიხდით! და სრულიად საქართველოს ულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!!! ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოო
დათო
17 სექტემბერი 2020 23:26
0
მაგრები ხართ ბიჯობო გენაცვალეთ, ამის მერე რამდენი ეტაპია კიდე? გრანადა და მერე კიდე ერთია?
lex
17 სექტემბერი 2020 23:24
1
დედა რა იყო ეს ა. ლოკო თქვენ გენაცვალეთ ქართველებო აეეე. ჩასარეცხი ჩაირეცხა
დაT
17 სექტემბერი 2020 23:22
2
საოცარი გუნდური თამაში აჩვენა ლოკომოტივმა, კარგად ითამაშეს ბიჭებმა, კიდევ შეგვეძლო გოლების გატანა ისეთი მომენტებიც გვქოდა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ სანახაობით, წარმატებები გუნდს და მის საუკეთესო მწვრთნელს, კიდევ ბევრი გამარჯვებები გეზეიმოს ლოკო, შენ დღეს მთელი საქართველო გაახარე:)
პაატა
17 სექტემბერი 2020 23:22
0
ყოჩაღ ბიჭებო, მგლები ხართ :) გენაცვალეთ.
ng
17 სექტემბერი 2020 23:21
1
რეალურად, გუნდს ეხლა დაეტყო ბატონი სოსო ფრუიძის ხელი და რა დროს გაუშვეს გუნდიდან. ხეტაფესთან წარმატებებს ვუსურვებ ლოკოს!
რომანა
17 სექტემბერი 2020 23:19
31
არა ოსასუნასთან)))
გრანადა
18 სექტემბერი 2020 02:57
0
მადლობა, გილოცავთ თქვენ და მთელ ქვეყანას
DAVE
17 სექტემბერი 2020 23:19
0
ძლივს ჩვენც გავიხარეთ )) მადლობა ბიჭებს გილოცავთ ყველას, კაი ხანია ასე გოოოლ არ მიყვირია )))
შოთა
17 სექტემბერი 2020 23:19
0
ვულოცავ ბიჭებს, გილოცავთ მთელს საქართველოს. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს უბრალოდ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ნაღდად არ იყო და ბიჭებმა ჯიგარი დადეს. დღეს ერთი განსაკუთრებული დღე გვაჩუქეთ გულშემატკივრებს. არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება გრანადასთან, თქვენ უკვე ხართ გმირები!
თორნიკე
17 სექტემბერი 2020 23:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული