თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
მომეცით ლაიკი ვინც უკვე მეათედ უყურა ამ თამაშის მომენტებს :)

ცრემლები მომადგა თამაშის ბოლოს აივანზე მყოფი 10ოდე ქართველი, დროშებით შორიდან რომ ეფერებოდა ჩვენ ბიჭებს!
დიდგორელი!
18 სექტემბერი 2020 15:27
1
ღმერთი სამობით არის!!! თქვენ გენაცვალეთ ყველას ერის და ბერის გახარებისთვის, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გაქვთ
გურამი ოქრო
18 სექტემბერი 2020 08:27
0
მადლობა ბიჭებო !!!
შოთიკო
18 სექტემბერი 2020 08:25
0
დიდი მადლობა ამ დიდი ბედნიერებისთვის!!!!!!!!
სტიგ
18 სექტემბერი 2020 06:17
0
რუსეთში ვარ და დილით ისე ამყათ გავიარე ქუჩაში თქვენი მოწონებული:):):)მადლობა ბიჭებს ბოლო წუეტბზე მუხლებზე ვიდექი ოგონ გოლი არ გაუშვატქო.კომენტატორები პირდაპი გაგიჯდნენ მამარდაშვილზე ერთმა პელჩატკის პროფესორიაო:):):)მაგრად აქეს მეამაყებით
mosexoneli
18 სექტემბერი 2020 15:14
1
გილოცავთ... გილოცავთ... გილოცავთ!!! ყველას... ყველას... ყველას!!!
tngh
18 სექტემბერი 2020 09:25
2
bravo lokomotivi gmirebi xart magrat gaaxaret mteli sakartvelo, ase uchichrad tu itamachebt da am moedanze tu mogvicia tamachi granadastanac ikneba chansebi, kvela gundtan cheizleba burtis goreba chkvianurad da gabedulad , mondomebulad da psikologiurad momzadebulad, madloba kvela lokomotivis pegburtels am gamarjvebistvis .zaan magrad minda loko jgupur etapze gavides am gundma es ukve daimsaxura.
x
18 სექტემბერი 2020 12:16
2
ვინმე ბიძინას სახელს ამოფარებული და მიხუინის ნაცში ღრმად შემძვრალი "ფანის" კომენტარი არაფრით განსხვავდება "დიდი რუსი მომღერალის",ამხ.ლევ ლეშჩენკოს ქართველების სიძულვილით და ბოღმით სავსე "ნააზრევიდან".როგორ მომრავლდა დეგენერატები მსოფლიოთი!
დ.დ.
18 სექტემბერი 2020 14:56
2
რომ გაიგიჟეს თავი ვისთან წავაგეთო, ესეთი გუნდიდან არის მისული კვარაცხელია, მთელ მაგათ პრემიერ ლიგას რომ აწიოკებს
გიორგი
19 სექტემბერი 2020 14:26
1
მაგრები ხართ, იმიტომ რომ თავი არ დაზოგეთ, ამ მოგებას ყველა ქართველისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და ფეხბურთზე მაღლა იდგა, მადლობა ბიჭებო ამ სიხარულის მონიჭებისთვის.
გიგი
18 სექტემბერი 2020 14:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული