თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
ვერავინ ვერ იტყვის,რომ ეს იყო შემთხვევითობა..სრულიად აკონტროლეს თამაში..ბელორუსთანაც ამ მოედანზეა თამაში ჩასატარებელი!ბრავო ლოკო!
ელდარი
17 სექტემბერი 2020 23:41
1
"ვიზიარებ" თქვენს მწუხარებას!!!
რუსოფილებო!!!
17 სექტემბერი 2020 23:34
5
მეორე გოლზე ისეთი ვიყვირე მთელი კორპუსი შეშინებული ბალკონზე გამოვიდა
:-)
17 სექტემბერი 2020 23:35
0
ბრავო! მადლობა ბიჭებო,უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ ამ გამარჯვებით.უპრინციპულესი თამაში მოიგეთ. ასე მგონია ეს თამაში იქნება ჩვენი ფეხბურთის აღმავლობის დასაწყისი! ამ თამაშით დავიცალე ემოციებისგან! ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა არა!
kaxa
17 სექტემბერი 2020 23:16
0
სიტყვები ემოცია რავიცი რავთქვა, თავს ზემოთ ძალა არის და ეს ლოკომოტივმა დაამტკიცა, თავისი გენიალური მწვრთნელით ბრავოოოოოოოო გენაცვალეეთ
Batumi90
17 სექტემბერი 2020 23:37
0
ყოჩაღ ბიჭებო, მგლები ხართ :) გენაცვალეთ.
ng
17 სექტემბერი 2020 23:21
1
იგივე დონის ევროპულ გუნდთან ალბათ ვერ მოვიგებდით, მაგრამ ეს რუსული გუნდი იყო და ამ დროს ქართველიში იღვიძებს მებრძოლი სული, უდიდესი მოტივაცია. ამ თვისების გამო ვიარსებებთ სამუდამოდ. 35 საუკუნის ისტორია გვაქვს და 55ის გვექნება და ასე შემდეგ...
ღრუსებს გადავუარეთ და მათი მწვრთნელი აგონიაში ჩავაგდეთ და პრესკომფერენციაზე ბჟუტური დაიწყო. კარგი დღე არ ელის :D :D
გიორგი
18 სექტემბერი 2020 13:08
1
აუფ "ქართველ" რუსეთუმეებს რა ტრაური ექნებათ?!
!!!
17 სექტემბერი 2020 23:35
6
რუსებო, ეს მოგება ქართულ სულში ჩაგუბებული ბოღმის აფეთქება იყო და ამ აფეთქების ხმას კიდევ დიდხანს გაიგონებთ.
sake
18 სექტემბერი 2020 12:35
2
და ბევრჯერ!
100%
18 სექტემბერი 2020 13:24
1
სიტყვები ემოცია რავიცი რავთქვა, თავს ზემოთ ძალა არის და ეს ლოკომოტივმა დაამტკიცა, თავისი გენიალური მწვრთნელით ბრავოოოოოოოო გენაცვალეეთ
Batumi90
17 სექტემბერი 2020 23:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული