ჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვა-პასუხის დაწყების წინ კი "ლოკომოტივის" წარმომადგენლებმა და თავად მწვრთნელმა ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ წინა ეტაპზე. ჩემთვის დიდი გამარჯვებებია ეს. შარშანაც ყველაფერი ჩავდეთ, თუმცა დავმარცხდით. მინდოდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა და მადლობა მინდა ვუთხრა "ლოკოს", ბიჭებს.

ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის.

ჩვენს თამაშში მღელვარება სულ იქნება, ასეთი დონის მატჩები
წელიწადში ერთხელ გვიწევს. რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ. მივდივარ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. არაფრის გვეშინია, მგონი, მათთვის უფრო ამოუცნობი გუნდი ვართ.

რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში, ამ ძალამ სადღაც გადამაგდო, ახლა მოვდივარ აზრზე. ჩვენ პატარა რაღაც გავაკეთეთ, პატარა გამარჯვება მოვიპოვეთ და კარგია, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი. თუმცა მთავარი ამოცანა მაინც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

სიმართლეს გეტყვით, არც წინა ეტაპის გავლა მეგონა, არც ამ ეტაპის, თუმცა ნელ-ნელა რაღაც ხდება, გოლები გაგვაქვს, ბიჭები უკეთესად თამაშობენ. "გრანადა" კარგი გუნდია, ცხადია, ლა ლიგის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ჩავალთ და ვითამაშებთ.

რაც ხალხისაგან მივიღეთ, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს, თანხობრივზე კი არაფერი ვიცი. რთული გრაფიკი გვაქვს, 1 კვირაში "ჩიხურას" ვეთამაშებით თასზე, მერე ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გველის, ამას შეუჩვეველნი ვართ.

არ გვიფიქრია "ჩიხურასთან" თამაშის გადატანის თხოვნაზე. თუ ევროთასებზე გამოდიხარ, მთელი ეროვნული სისტემა შენ არ უნდა მოგერგოს. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხან არ თამაშობენ. დავაბალანსებთ, იქაც ვითამაშებთ და აქაც“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ვულოცავ ლოკომოტივს და დინამოს შემდეგ ეტაპზე გასვლას, წარმატებით გევლოთ! მადლობა ლოკოს ბიჭებს, გულიანად იბრძოლეს და პრინციპული თამაში მოიგეს!
პ.ს.:რაც შეეხება შარშანდელს, უსუსტეს მეტოქესთან თამაში არ უნდა წააგო (გაყიდო), იმ თამაშს ვერ ჩამოირეცხავ სანამ ევროპა ლიგის თასს არ დადებ და გაახარებ საქართველოს...
ჭიაბრიშვილს
18 სექტემბერი 2020 00:20
38
მადლლობა ყველას მწვრთნელს, რომელმაც მოტივაცია მისცა და ფეხბურთელებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და გაახარეს ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატვარი, თქვენ გაიხარეთ!
irakli
18 სექტემბერი 2020 00:18
0
კლოპი არა ტოროლა... ჭიაბრიშვილს გაუმარჯოს!!! ასეთი თამაშის შემდეგ ისეთ ემოციებში ვარ, რომ რა დავწერო ,,პუტინ,, ევო ზნაეტ...
ბათუმი
18 სექტემბერი 2020 00:16
4
უღრმესი მადლობა ასეთი კარგი გარჯისათვის მწვრთნელის უდიდესი დამსახურებით და ფეხბურთელების მონდომებით მივიღეთ ასეთი დიდი სიხარული ზოგჯერ მომენტები ძალიან გავდა მათალი კლასის თანამედროვე ფეხბურთს რაც სასიამოვნოდ გასაკვირვებელი იყო ლოკომოტივის შესრულებით კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები უფალი გიფარავდეთ
კახა
18 სექტემბერი 2020 00:10
1
გაიხარეთ !!! მადლობა!!! არ შეუშინდეთ გრანადას!! პრემირადივიზიონის გუნდია , მაგრამ ნამდვილად არ თანაშობენ არაამქვეყნიურ ფეხბურთს, გრანადააა რააა, მანდაც სული-გული უნდა დადოთ და რაც მთავარია ბევრი სირბილი და ჭკუით!!!! გაააზრებულად .//// ვნახოთ რა მოხდება ...
Vasili
18 სექტემბერი 2020 00:06
3
ველოდი დინამოს იოლ გამარჯვებას, ლოკოზე კი ვნაატრობდი, დიდი ანგარიშით არ დამარცხებულიყო. დინამომ უფერულად, თუმცა მაინც მოიგო, ლომომ კი ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ყოჩაღ ბიჭებს და ყოჩაღ ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ჭიაბრიშვილს. ბრავოოო!!!
გოგა-77
18 სექტემბერი 2020 00:04
1
Gilocavt mase gaagrdzelet.
Niko
18 სექტემბერი 2020 00:03
1
ააა, კაციიიი!!!!
ჰაჰა
18 სექტემბერი 2020 00:02
1
სუპერ მა-გიო :) გილოცავთ
DAVE
18 სექტემბერი 2020 00:01
3
გილოცავთ ლომებო!
ლაშა
17 სექტემბერი 2020 23:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული