მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის "დინამოს" 1:2 წაგება რუსებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარჩენილ ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდთან დამარცხდნენ (1.150), მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი გაცილებით მაღალია (9.109).

მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს უკვე გადაყენებას უპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.

აი, რა განცხადებები გააკეთეს რუსებმა:

იოვან ტანასიევიჩი ("დინამოს" ყოფილი მცველი): "ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მოხდა ეს. შესაძლოა, ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ვასილი უტკინი (ჟურნალისტი): "ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი
სულაც არაა. "დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია, წაგება - კატასტროფა.

გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.

- ავადმყოფმა გარდაცვალების წინ ოფლი მოიდინა?
- მოიდინა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგია!

მე ხომ ვამბობ, "დინამო" მუდამ ძველი ანეკდოტია".

სერგეი კირიაკოვი ("დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი): "სირცხვილი? ეს ყველაზე რბილი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

იგორ ლებედევი (გოსდუმის დეპუტატი): "იმის შესახებ, თუ რა მოხდა, უამრავი არგუმენტი შეიძლება მოიყვანო. დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და "ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

"დინამომ" "ზენიტს" მოუგო და "ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტოტობაზე მეტყველებს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის "დინამო".

სტატისტიკაში "ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა, "დინამოსთვის" - საზიზღრობა".

მკითხველის კომენტარები / 51 /
ვერ გავიგე ამ რუსებს რა ანერვიულებთ, ახლა ის დროა "გრანადა" უნდა ნერვიულობდეს.
temo
18 სექტემბერი 2020 10:32
0
აშკარაა ახალგაზრდა მწვრთნელის დამსახურება და რა თქმა უნდა ფეხბურთელების თავდადება. მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ფედერაციამ ასეთი ხალხის წახალისებას და წინსვლას. დაამტკიცეს, რომ მონდომებით და ბევრი მუშაობით შეუძლებელი არაფერია
იკა
18 სექტემბერი 2020 10:29
0
რუსებს ბროწეულის ოყნა თუ უშველის.
რამხელა წარმოდგენა აქვთ საკუთარ გუნდზე
18 სექტემბერი 2020 10:20
1
ლოკომოტივმა ქართულ ფეხბურთს სინდისი მოწმინდა.წარმოიდგინეთ,რომ ჩვენს გუნდს იგივე დაფინანსება ქონდეს რაც მოსკოვის დინამოს.ახლა მაინც დაეხმაროს ფედერაცია გუნდს.მარტო კობიაშვილ-მუჯირის მიერ ბიუჯეტის თქვეფით შორს ვერ წავალთ.მადლობა ლოკომოტივის ყველა თანამშრომელს და ფეხბურთელებს.
888
18 სექტემბერი 2020 10:13
8
ცოტა იღბალი კიდე და გრანადაც გავისტუმროდ ბიჭებოო. გაიხარეთ.
KKK
18 სექტემბერი 2020 10:02
0
რუსებო გამოიღეთ))) ეგეც თქვენ რუსეთ საქათველოს დაპირესპირება, როგორც თქვენ მონათლეთ. არა და ნაკრებების თამაშის დროს როცა რაგბია გასუსულები ხართ ყოველთვის. აქ 100% გეჭირათ?
მადლობა ლოკოს, გილოცავთ და წარმატებები.

მადა ჭამაში მოდის ბიჭებო, დიდ მონდომებას და რწმენას ბევრი მოულოდნელობაც მოაქვს როგორც თქვენ გვანახეთ.
G.LA
18 სექტემბერი 2020 09:34
2
ისე საკლუბოზე რუსებთან 100%-ი გვიჭირავს ევროპულ ჩემპიონატებში :) :) :)
გიორგი
18 სექტემბერი 2020 12:03
0
giloca bichebo.ulocav yvela saqartvelos moqalaqes gaiaret bichebo.me albat erti 5 clis sicocxle momemata brdzolas aq azri tu gulit miudgebi da gushin brdzola vnaxe genacvalet
davit
18 სექტემბერი 2020 09:32
1
რატო არ ითამაშეს მიხეილ მესხზე? რა არის ეს სათადარიგო მოედანის ამოჩემება? რა ქცევაა არ მესმის. სტადიონები გვაქვს ამ ქვეყანაში როგორც იქნა და რას დავაცინიეთ თავი?
გენა
18 სექტემბერი 2020 09:28
12
ესეც ერთგვარი ტაქტიკაა!მთავაია უეფამ თანმობა მოგვცა!
bokinio
18 სექტემბერი 2020 11:54
1
მთელი თამაში არაფერი უჩვენებია ლოკოს?ამ კომენტარის ავტორს არც აქვს ნანახი ალბათ თამაში კონტრშეტევებზე იდეალურია ლოკო და ამას ეძახიან არაფერი გაუკეთებიაო?იძახონ რაც უნდათ არაფერი შეიცვლება საქართველო-რუსეთი 2-1 ქართულ მიწაზე რუსი ვერ გაიხარებს
მარი
18 სექტემბერი 2020 09:18
0
"ღმერთმა არ ქნას და ლოკომოტივი ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს"-შოვინისტები! როგორ უნდა გიყვარდეს ესენი არმესმის. ესეთს არავინ იტყოდა. ყველა წარმატებას უსურვებდა მომდევნო ეტაპზე. ევროპელობისა არაფერი სცხიათ.
321
18 სექტემბერი 2020 08:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული