"გრანადას" ნახევარმცველი: "ლოკომოტივი" სახიფათოა - ისტორიული დღე გველის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ კომენტარი "გრანადას" 32 წლის ნახევარმცველმა ანხელ მონტორომ გააკეთა:

"ეს ძალიან კარგი, რაღაც ისტორიული დღე იქნება, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. სამწუხაროდ, თამაშს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

ევროტურნირებზე ასპარეზობა ჩემთვის ოცნებაზე მეტია. როდესაც ამ გუნდში გადმოვედი, ქვედა დივიზიონში ვიყავით და ევროსარბიელზე გასვლას ვერ წარმოვიდგენდით.

ჩვენი მეტოქე სახიფათოა. ძალიან კარგად შეწყობილი გუნდია, სწრაფი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.

თავს კომფორტულად ვგრძნობ და იმედია, ეს დიდხანს გაგრძელდება. რაც მეტია კონკურენცია, მით უკეთესი ყველასათვის", - განუცხადა მონტორომ კლუბის
საიტს.

"გრანადასა" და "ლოკომოტივის" მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აბა რას იტყოდა, დიპლომატიური და თავმდაბლური პოზიცია, თუ დააცდიან კლუბის ვიღაც ტიპები ჭიას, არაა გამორიცხული მორიგი წარმატება, მარა ვინ დააცდის, შაკლებივით დასუნსულებენ საფეხბურთო გვარები((.
ჯაბა
17:21 24-09-2020
0
ვაღიაროთ, აქამდე არ ველოდით მოსვლას და მოვედით. მადლობის მეტი რა გვეთქმის, მით უმეტეს რუსებთან მოგება ხომ ამ მომენტისთვის შეუფასებელია. დღესაც ველი ღირსეულ თამაშს. ეს ბევრს ნიშნავს. ეს ესპანეთია... ეს ლა ლიგაა თავის დონით და თავისი ბიუჯეტით...წარმატებები ქართველ ფეხბურთელებს. რაც შეეხება დინამოს. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა დაბალი დონის მენეჯმენტი (თუ რაც ჰქვია) უნდა გვქონდეს, რომ დინამოს შანსები რეალური არაა, როცა ასეთი შანსი არსებობს ჯგუფში გასვლის...ფარერები და მოლდოვა ნამდვილად არ უნდა გვჯობდეს...
merabi-1960
16:59 24-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული