ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.
პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.
მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.
გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)
გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე
ერთადერთი ნათელი კლუბი გამოჩნდით წელს საქართველოდან და იმედია დაგაფასებენ მეტად!
მთლად ისეთი დასასრულით ვერა, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა, მაგრამ არც ისე, რისიც გვეშინოდა...
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ბიჭებს
და წლევანდელი წლის შემდეგ ველოდებით ლოკომოტივის შემდეგ ევროსეზონს.
P.S. დინამოზე კომენტატიც არ ღირს
აი დინამო კი ქართული ფეხბურთის ფლაგმანი კი არა სირცხვილია, კლაკსვიკთან სამტრედიაც კი არ წააგებდა ...სამრცხვინო დინამოელები.
მადლობა ლოკოს ყველაფრისათვის.