"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
არაუშავს ბიჭებო! ყველაფერი წინაა! გაიხარეთ! გაგვახარეთ ისევ ბევრჯერ როგორც წინა კვირას!!

ერთადერთი ნათელი კლუბი გამოჩნდით წელს საქართველოდან და იმედია დაგაფასებენ მეტად!
გენაცვალეთ!
25 სექტემბერი 2020 00:30
7
დამთავრდა ლამაზი ზღაპარი....
მთლად ისეთი დასასრულით ვერა, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა, მაგრამ არც ისე, რისიც გვეშინოდა...
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ბიჭებს
და წლევანდელი წლის შემდეგ ველოდებით ლოკომოტივის შემდეგ ევროსეზონს.

P.S. დინამოზე კომენტატიც არ ღირს
ჟორჟ სამპაიო
25 სექტემბერი 2020 00:21
3
მე დღეს ნამდვილ ქართულ ფეხბურთის თამაშს ვუყურე. სანახაობრივს, რომელიც ლოკომოტივმა ესპანურ გუნდს შესთავაზა. ვერ ვიხსენებ დღეს ჩემს ცხოვრებაში, როდესაც რამე ქართულმა გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და უბრალოდ წააგო. ბიჭებმა უბრალოდ ფეხბურთი ითამაშეს და წააგეს. სპორტული მოვლენაა ჩვეულებრივი. საამაყოდ მივიჩნევ, რომ ამ გუნდის მოთაშეების სახელები უფრო ნაკლებად ცნობილია, ვიდრე ქვეყნის ძირითადი გუნდის უცვლელი საძმოსი და ამ უცნობმა ხალხმა სპორტულად თავი არ შეირცხვინა. მადლობა ლოკომოტივს ფეხბურთის თამაშისთვის!
შ. ჭ.
25 სექტემბერი 2020 04:00
6
კარში დარტყმები: გრანადა 24 , ლოკო 0. ამას ღირსეულ გამოსვლად თვლით? ეგებ დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ?!
არდილეს
25 სექტემბერი 2020 09:23
2
არდილესს.შენი უბნის გუნდს რომ ეთამაშა,გრანადას წინააღმდეგ,იზავდით რამეს?ვერც თქვენ შეუქმნიდით საფრთხეს მეტოქეს,რადგან ძალიან დიდი იქნებოდა სხვაობა, გუნდების შესაძლებლობებს შორის.აქაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო და ორ გოლზე მეტი რომ არ გაუშვეს,ეგეც მიღწევაა.ბოლო 20-25 წუთი,გადაიღალნენ და მხოლოდ ნებისყოფის უდიდესი დაძაბვის ხარჯზე იგერიებდნენ მეტოქეს.ანგარიში თავისუფლად შეიძლებოდა 0-1 დამთავრებულიყო,მაგრამ სწორედ თავმოყვარეობის გამო გადავიდნენ დამატებულ წუთებში, დიდი ძალებით შეტევაზე და კონტრშეტევის შედეგად,მეორე გოლიც გავუშვით.ფეხბურთელებს უკვე აღარ ჰქონდათ უკან გამოქცევის ძალა.ეს იყო ძალების რეალური შეფარდება და ამას ვერსად გავექცევით.მადლობასაც სწორედ ამ თავგანწირვისათვის და ბრძოლის უნარისათვის ვუხდით ბიჭებს.ამის გარეშე რა შეიძლებოდა მოგვსვლოდა,დინამოს მაგალითმა თვალნათლივ დაგვანახვა და რაკი რეალურად, დინამო, ლოკომოტივზე ძლიერია,ხოლო გრანადა ფარერების გუნდზე,წარმოიდგინე,რა ანგარიშით შეიძლებოდა დამთავრებულიყო, ეს თამაში.
სოსო
26 სექტემბერი 2020 13:13
0
თავს ზევით ძალა არაა. ყოჩაღ მეკარეს კარგად იდგა
გიორგი გორგაძე
25 სექტემბერი 2020 03:38
2
დინამოსთან შედარებით უბრალოდ მაგრები და ჯიგრები ხართ, არაფერი დააკელით რაც შეგეძლოთ.
აი დინამო კი ქართული ფეხბურთის ფლაგმანი კი არა სირცხვილია, კლაკსვიკთან სამტრედიაც კი არ წააგებდა ...სამრცხვინო დინამოელები.
მადლობა ლოკოს ყველაფრისათვის.
jango
25 სექტემბერი 2020 00:22
2
მადლობა მთელ გუნდს ჭიაბრიშვილის თამადობით.
emigranti
25 სექტემბერი 2020 00:25
7
ვუყურე მაგ თამაშს ლაივში და მარცხის მიუხედავად ღირსება არ შემლახვია განსხვავებით დინამოსგან, მადლობა ლოკომოტივს და ვაი უბედურო დინამო
ზურა
25 სექტემბერი 2020 00:15
4
სხვა თამაშს ხომ არ უყურებდი ? ანტიფეხბურთი ითამაშა კი ლოკომ .
დევკალიონი
25 სექტემბერი 2020 01:07
19
ფიფიას კანტორას უნდა, დახურვა! ხტფუ!!!
100%
25 სექტემბერი 2020 00:14
1
არაუშავს ბიჭებო. ბრძოლა და ჟილკა დავინახეთ. მეტს ვერავინ ვერაფერს მოგთხოვთ ამ დონის გუნდთან. მადლობა იმ სიხარულისთვის რაც მოგვანიჭეთ ამ ბოლო თამაშებში. ჩემი სახით ერთი ქომაგი მოგემატათ
ბაღდათსკი
25 სექტემბერი 2020 00:00
3
ამ ბიჭებისთვის კარგის მეტი არაფერი მემეტება.მადლობა.
Tandila
24 სექტემბერი 2020 23:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული