"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
არაუშავს ბიჭებო. ბრძოლა და ჟილკა დავინახეთ. მეტს ვერავინ ვერაფერს მოგთხოვთ ამ დონის გუნდთან. მადლობა იმ სიხარულისთვის რაც მოგვანიჭეთ ამ ბოლო თამაშებში. ჩემი სახით ერთი ქომაგი მოგემატათ
ბაღდათსკი
25 სექტემბერი 2020 00:00
3
ამ ბიჭებისთვის კარგის მეტი არაფერი მემეტება.მადლობა.
Tandila
24 სექტემბერი 2020 23:59
2
კაცი რო არ გაეგდოთ გრანადა წააააგებდა... არაფერი იგრძნობოდა ისეთი რო რამით მეტი იყო ჩვენზე.სუდიამ კიდე რა გააკეთა... მალადეც რაა მართლა...
მართა ლი
24 სექტემბერი 2020 23:58
11
ღირსეული მარცხის......
გელა
24 სექტემბერი 2020 23:57
6
ერთადერთი ნათელი წერტილი წაგების მიუხედავად.
მეტრევე
24 სექტემბერი 2020 23:57
4
მადლობა ლოკოს. დინამოს -------- -------!
შოთა
24 სექტემბერი 2020 23:57
3
ღადაობთ დინამომ რა ქნა არ წერთ თუ შესაბამისი სათაური ვერ მოიფიქრეთ))))
1111
24 სექტემბერი 2020 23:56
1
ლოკომოტივს ბრავო!!! ბრავო!!! ბრავო!!! მამარდაშვილი სანდოხაძე ნაკრებში!!!!
ზაკო
24 სექტემბერი 2020 23:55
6
ჭიაბრიშვილს ანახეს თავის ადგილი,გაწმინდეთ ესენი სუნი ასდით,გაპიარებული ჭიაბრიშვილი დასვეს თავის კუთვნილ ადგილზე,რას გავდნენ მართლა სუნი ასდიოდათ
jako
24 სექტემბერი 2020 23:55
47
რა იყო ბრატ ტოტალიზატორმა არ უნდა გაგაბოროტოს ასე
realisti
25 სექტემბერი 2020 02:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული