"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
მადლობა ბიჭებს, გუნდის ხელმძღვანელობას ... შენ კიდე კაკო არც გაატრაკო...
kakos
25 სექტემბერი 2020 01:12
3
მოსკოვთან ლოკომოტივის ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს და რათქმაუნდა მადლობა! მაგრამ გრანადასთან არასწორად მიუდგნენ საქმეს, მწვრთნელი არაპროფესიონალია,ამ გუნდთან ლოკოს,შანსი არ ქონდა ,99.9999 ეგ იყო ესპანელების მოგება ,მაგრამ 90 წუთი ითამაშო და კარისკენ არ დაგერტყა ბურთისთვის ეგ რა უბედურებაა ?
დევკალიონი
25 სექტემბერი 2020 01:11
23
ყოჩაღ!როგორ მიხვდი რომ შანსი არ ჰქონდა?შარშან პირველი 8 ტური,ლა ლიგის ლიდერი იყო.ახლაც ორ ტურში ორი გამარჯვება აქვს და პირველ ადგილს ინაწილებს.მასთან რა შანსი უნდა ჰქონოდა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე მეექვსე ადგილზე მყოფ გუნდს?!ამ თამაშშიც იმაზე მეტი გააკეთეს ბიჭებმა ,ვიდრე შეეძლოთ და მეტი რაღა მოვთხოვოთ?თამაშის 0-1 დამთავრებაც შეეძლოთ,მაგრამ სწორედ ამ თავმოყვარეობის გულისათვის,დამატებულ წუთებზე,შეტევაზე დიდი ძალით გადავიდნენ და შედეგად მეორე გოლი მივიღეთ.გამოდევნების ძალა აღარ ჰქონდათ ბიჭებს.სწორედ კაცობისათვის,თავგანწირვისათვის და ბრძოლისათვის ვუხდით ამდენი ხალხი მადლობას,თორემ აგერ დინამო გყავს,თავფრთხილი და პროფესიონალი,ლეგიონერებით გაძეძგილი.ჰო და იმას გადაუხადე მადლობა.გმადლობთ ბიჭებო.ალბათ ასეთი სახით,ლოკომოტივი,დიდხანს არარ იარსებებს,უკვე ამ ზამთარშივე,რამდენიმე კაცს წაიყვანენ უცხოური კლუბები.არადა საწყენია,ეს ახალგაზრდა ბიჭები გუნდში თუ დარჩებიან,მომავალ წელს,უკვე სულ სხვა,გაცილებით უფრო მაღალი მიზნების გუნდი გვეყოლებოდა.ამ თამაშებისაგან მიღებული შემოსავალიც ძალიან წაადგება გუნდს.აქვე, კაკოს აღარაფერს ვეტყვი,რადგან აზრი არა აქვს.აზრზე არ არის,რას ლაპარაკობს.მასთან გამოხმაურებით შემოსულ სონის კი,ვეტყვი,რომ შენ არც რაგბის გაგებაში ხარ.არც ერთი რაგბის ნამდვილი გულშემატკივარი არ ეტყვის ლოკომოტივის მდგომარეობაში მყოფ გუნდს,მსგავს სიტყვებს,რადგან რაგბში ყველაზე კარგად იციან, თავისზე ძლიერ მეტოქესთან ბრძოლის დროს რა ხდება.ვიმეორებ,არც ერთი რაგბის აზრზე მყოფი და გულშემატკივარი ქართველი,ამას არ იტყვის.ალბათ არც დანარჩენ მსოფლიოში.მაქსიმ გორკის აქვს შესანიშნავი ლექსი"სიმღერა ქარიშხალაზე",სადაც ასეთი სიტყვებია"ბეზუმსტვუ ხრაბრიხ,პაიომ მი პესნიუ"ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება:-ჩვენ მამაცთა თავგანწირვას(უჭკუობას) ვუმღერით სიმღერას.ლოკომოტივმა ორი ისეთი ზღუდე გადალახა,ვერავითარ შემთხვევაში რომ ვერ უნდა გადაელახა და თუ მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ლიდერს(დღევანდელი მდგომარეობით),მისსავე მოედანზე ვერ მოუგო,ბოდიში ბატონო!ევროპაში 47-ე ლიგის მეექვსეადგილოსნები არიან.ძალიან სუსტ გუნდად მოეჩვენათ "გრანადა" და სათამაშო განწყობა ვერ შეიქმნეს.ალბათ ამის ბრალია,თორემ სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო.არ დამიწყოთ ახლა ამ ლექსის გამო,რუსეთუმეაო.სკოლაში მაქვს ნასწავლი და მაშინ სკოლაში,მართლაც გვასწავლიდნენ ქიმიას,ფიზიკას,მათემატიკას,გეომეტრიას,ასტრონომიას,ბიოლოგიას,ხაზვას,ძველ ქართულ ლიტერატურას და თქვენ წარმოიდგინეთ,ქართული ენის გრამატიკასაც კი.ახლა ამ საგნების სწავლაზე,თვითონ განათლების მინისტრის მოადგილე გვაფრთხილებს,მათი სწავლა საჭირო არ არის და ტვინი არ დაიტვირთოთო.
სოსო
25 სექტემბერი 2020 10:27
2
უღირსი გუნდი თავის მწვრთნელიან ხემძღვანელობით ლოკომოტივი,ცენრს აქეთ არ გადმოსულან
kako
25 სექტემბერი 2020 00:41
78
უნდა აიკრძალოს მსგავსი გუნდები,მოყვარულთა ლიგაში აგორავონ ბურთი,სამარცხვინოები,გაუმარჯოს რაგბს...
soni
25 სექტემბერი 2020 01:23
31
არაუშავს ბიჭებო! ყველაფერი წინაა! გაიხარეთ! გაგვახარეთ ისევ ბევრჯერ როგორც წინა კვირას!!

ერთადერთი ნათელი კლუბი გამოჩნდით წელს საქართველოდან და იმედია დაგაფასებენ მეტად!
გენაცვალეთ!
25 სექტემბერი 2020 00:30
7
მადლობა მთელ გუნდს ჭიაბრიშვილის თამადობით.
emigranti
25 სექტემბერი 2020 00:25
7
დინამოსთან შედარებით უბრალოდ მაგრები და ჯიგრები ხართ, არაფერი დააკელით რაც შეგეძლოთ.
აი დინამო კი ქართული ფეხბურთის ფლაგმანი კი არა სირცხვილია, კლაკსვიკთან სამტრედიაც კი არ წააგებდა ...სამრცხვინო დინამოელები.
მადლობა ლოკოს ყველაფრისათვის.
jango
25 სექტემბერი 2020 00:22
2
დამთავრდა ლამაზი ზღაპარი....
მთლად ისეთი დასასრულით ვერა, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა, მაგრამ არც ისე, რისიც გვეშინოდა...
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ბიჭებს
და წლევანდელი წლის შემდეგ ველოდებით ლოკომოტივის შემდეგ ევროსეზონს.

P.S. დინამოზე კომენტატიც არ ღირს
ჟორჟ სამპაიო
25 სექტემბერი 2020 00:21
3
მადლობა !
რომ არა ლოკომოტივი დღეს ალბათ სრული უიმედობის განცდა იქნებოდა. ახლა კი ნათელი მაგალითია იმის რომ თუ საქმეს ეკიდები გულით იქნება გარკვეული შედეგი და მომავალ წელს თავისუფლად შეიძლება ფლეი ოფის თამაში მათთვის.
ხოლო ზოგ ზოგიერთი კლუბი კი აშკარად ფულის გასათეთრებლად გამოიყენება მეპატრონეების მიერ და ფინანსურ პოლიციას ვურჩევდი შევიდნენ შემოწმებით !
მიხაელ
25 სექტემბერი 2020 00:20
3
მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის. ღირსეული თამაშისთვის და სირცხვილი და ჯანდაბა დინამოს მძორობისთვის!!!
გიო
25 სექტემბერი 2020 00:17
1
დინამოს რა უბედურება დაემართა, რატომ არ ამბობთ?
vax-vax
25 სექტემბერი 2020 00:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული