"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
სამარცხვინო წაგება ნამდვილად არ არის
123
25 სექტემბერი 2020 09:38
4
გასვლაზე ეთამაშო ლალიგის გუნდს, რომელიც შარშან მე 7 ადგილზე გავიდა ლალიგაში და იყო პერიოდი, რომ ოთხეულისთვისაც იბრძოდა და უბრალოდ ბოლო ტურებში დაკარგა ქულები ამ გუნდს ეთამაშო გასვლაზე არის ურთულესი იქ რეალს და ბარსას უჭირთ თამაში და საერთოდ ბარსელონამ წააგო გრანადასთან.
ლოკომოტივმა რაც შეეძლო გააკეთა იბრძოლეს ჩადეს ყველაფერი მაგრამ ნუ ეს ის შემთხვევა რომ ჩვენზე გაცილებით მაღალი კლასის გუნდს ვეთამაშეთ და უბრალოდ შანსი არ გვქონდა.
გელა
25 სექტემბერი 2020 09:05
0
ვერ ვიტყვი რომ კარგად ითამაშა ლოკომ, ვინაიდან 0 დარტყმა ვერ ჩაითვლება კარგ შედეგად,მაგრამ იბრძოლეს მაინც მაქსიმალურად. მეტი ვერ შეძლეს და რას იზამ, ძლიერი ჩემპიონატის მე-6 ადგილოსანი გუნდია მაინც გრანადა.ამიტომ ლოკოს ლანძღვა არ მგონია გამართლებული იყოს. გრანადას გარდა ბაბუცა და მოსკოვის დინამო ხარობს ლოკოს დამარცხებით. ეჭვი არ მეპარება
დავით 67
25 სექტემბერი 2020 06:07
0
მე დღეს ნამდვილ ქართულ ფეხბურთის თამაშს ვუყურე. სანახაობრივს, რომელიც ლოკომოტივმა ესპანურ გუნდს შესთავაზა. ვერ ვიხსენებ დღეს ჩემს ცხოვრებაში, როდესაც რამე ქართულმა გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და უბრალოდ წააგო. ბიჭებმა უბრალოდ ფეხბურთი ითამაშეს და წააგეს. სპორტული მოვლენაა ჩვეულებრივი. საამაყოდ მივიჩნევ, რომ ამ გუნდის მოთაშეების სახელები უფრო ნაკლებად ცნობილია, ვიდრე ქვეყნის ძირითადი გუნდის უცვლელი საძმოსი და ამ უცნობმა ხალხმა სპორტულად თავი არ შეირცხვინა. მადლობა ლოკომოტივს ფეხბურთის თამაშისთვის!
შ. ჭ.
25 სექტემბერი 2020 04:00
6
არდილესს.შენი უბნის გუნდს რომ ეთამაშა,გრანადას წინააღმდეგ,იზავდით რამეს?ვერც თქვენ შეუქმნიდით საფრთხეს მეტოქეს,რადგან ძალიან დიდი იქნებოდა სხვაობა, გუნდების შესაძლებლობებს შორის.აქაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო და ორ გოლზე მეტი რომ არ გაუშვეს,ეგეც მიღწევაა.ბოლო 20-25 წუთი,გადაიღალნენ და მხოლოდ ნებისყოფის უდიდესი დაძაბვის ხარჯზე იგერიებდნენ მეტოქეს.ანგარიში თავისუფლად შეიძლებოდა 0-1 დამთავრებულიყო,მაგრამ სწორედ თავმოყვარეობის გამო გადავიდნენ დამატებულ წუთებში, დიდი ძალებით შეტევაზე და კონტრშეტევის შედეგად,მეორე გოლიც გავუშვით.ფეხბურთელებს უკვე აღარ ჰქონდათ უკან გამოქცევის ძალა.ეს იყო ძალების რეალური შეფარდება და ამას ვერსად გავექცევით.მადლობასაც სწორედ ამ თავგანწირვისათვის და ბრძოლის უნარისათვის ვუხდით ბიჭებს.ამის გარეშე რა შეიძლებოდა მოგვსვლოდა,დინამოს მაგალითმა თვალნათლივ დაგვანახვა და რაკი რეალურად, დინამო, ლოკომოტივზე ძლიერია,ხოლო გრანადა ფარერების გუნდზე,წარმოიდგინე,რა ანგარიშით შეიძლებოდა დამთავრებულიყო, ეს თამაში.
სოსო
26 სექტემბერი 2020 13:13
0
კარში დარტყმები: გრანადა 24 , ლოკო 0. ამას ღირსეულ გამოსვლად თვლით? ეგებ დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ?!
არდილეს
25 სექტემბერი 2020 09:23
2
თავს ზევით ძალა არაა. ყოჩაღ მეკარეს კარგად იდგა
გიორგი გორგაძე
25 სექტემბერი 2020 03:38
2
რა კარგი იქნებოდა დინამოს შეხვედროდა გრანადა, და ლოკომოტივს ის გუნდი....... დინამო კი უეჭველი გავიდოდა! გრანადა 22-0 დინამო
Slava
25 სექტემბერი 2020 03:24
1
მადლობის მეტი რა მეთქმის.

მადლობა ლოკომოტივს ღირსეული გამოსვლის გამო
ფეხბურთი
25 სექტემბერი 2020 02:57
3
ლალიგის გუნდია გრანადა ეს ვინც არ იცის იმ ლალიგის სადაც რეალი ბარსა და ატლეტიკოა ეს კოსმოსია ჩვენთვის !!! სამწუხაროდ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავუშვით გოლი მერე კაცი გაგვიძევეს და ნუ ისედაც განწირულები ვიყავით და ამის მერე საერთოს უიმედოთ დავრჩით მაინც დიდი მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მონდომებისთვის იმედი მაქვს ეს გუნდი არ დაიშლება და პირიქით გაძლიერდება მომავალში ასეათი კარგი სერია ევრო თასებზე ბოლოს მხოლოდ ზესტაფონს ქონდა იმის მერე მე ასეთი კაი სერია ქართული კლუბის არ მახსენდება მადლობა ლოკოს იმ სიხარულისთვის რაც მოაუტანა გულშემატკივარს.
გიო
25 სექტემბერი 2020 01:48
2
მსაჯის მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო ვარ...რომ არა ეგ ბედოვლათი მსაჯი ლოკო გავიდოდა დარწმუნებული ვარ...არ გავდა მოედანზე რაღაც სასწაულ გუნდს რომელთანაც თამაშს ვერ შეძლებდნენ ბიჭები...მაინც კარგები ხართ...ვაი დინამოს.
მართა ლი
25 სექტემბერი 2020 01:44
6
ღირსეული წაგება
შოკირებული გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 01:33
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული