"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
გასვლაზე ეთამაშო ლალიგის გუნდს, რომელიც შარშან მე 7 ადგილზე გავიდა ლალიგაში და იყო პერიოდი, რომ ოთხეულისთვისაც იბრძოდა და უბრალოდ ბოლო ტურებში დაკარგა ქულები ამ გუნდს ეთამაშო გასვლაზე არის ურთულესი იქ რეალს და ბარსას უჭირთ თამაში და საერთოდ ბარსელონამ წააგო გრანადასთან.
ლოკომოტივმა რაც შეეძლო გააკეთა იბრძოლეს ჩადეს ყველაფერი მაგრამ ნუ ეს ის შემთხვევა რომ ჩვენზე გაცილებით მაღალი კლასის გუნდს ვეთამაშეთ და უბრალოდ შანსი არ გვქონდა.
გელა
25 სექტემბერი 2020 09:05
0
ჭიაბრიშვილს ანახეს თავის ადგილი,გაწმინდეთ ესენი სუნი ასდით,გაპიარებული ჭიაბრიშვილი დასვეს თავის კუთვნილ ადგილზე,რას გავდნენ მართლა სუნი ასდიოდათ
jako
24 სექტემბერი 2020 23:55
47
რა იყო ბრატ ტოტალიზატორმა არ უნდა გაგაბოროტოს ასე
realisti
25 სექტემბერი 2020 02:11
0
წარმატებები ლოკოს და მადლობა წლევანდელი თავდადებული სეზონისთვის!
gio
25 სექტემბერი 2020 16:15
1
ენა არ მომიტრიალდება ლოკოს საგინებლად. დინამოს მფლობელს კი ნამუსი არა აქვს. გარყვნა და დააკნინა გუნდი.
Status quo ც
25 სექტემბერი 2020 15:57
1
ყოჩაღ ლოკომოტივს, ნამდვილად ბიჭებმა ითამაშეს ფეხბურთი და წააგეს, მაგრამ რეალობაც ეგეთია. გრანადა მთელი სეზონი რა გუნდებს ეთამაშება, შედარებაც არ ღირს. ძალიან ღირსეული გამოსვლა ევრო თასებზე. ნამდვილად დასაფასებებლია. შედარება გააკეთეთ გრანადასთან ღირსეულად 2:0 და დინამო ფარერების გუნდთან 6:1. ყოჩაღ ჭიაბრიშვილი, შარშანდელი საბურთალოს ამბავი არ დამვიწყებია, მაგრამ მაინც ყოჩაღ.
ქართველი
25 სექტემბერი 2020 11:59
4
ესპანელი ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე არცი მოვიდნენ,ნახეთ ესპანური პრესა რას წერს?გაუგებარ გუნდს უწოდებს,სამარცხვინო ხემძღვანელობა გუნდის,გაპიარებულ ერევანის არარატთან დასმულ მწვრთნელზე საერთოდ რა უნდა თქვა,
კაკო
25 სექტემბერი 2020 11:39
8
ლოკომოტივის გაპიარებულ მწვრთნელს დაანახეს თავის ადგილი,კარში დარტყმა ნული.ცენტრს აქეთ გადმოსვლა -3,ატაროს ეხლა პრესკონფერეციები,ან ფეხბურთელები თუ ქვიათ ამათ ფეხბურთელები,გადახედეთ ერთი ესპანურ პრესას რას წერენ ამათზე,გაურკვეველ გუნდს ისე მოიხსენიებენ,ამ მწვრთნელის ხელში რომელიც სომხეთის ერევანმა ჩარეცხა ვერასდროს ვერ ნახავან ევროთამაშებს
ჯიჯი
25 სექტემბერი 2020 11:04
7
ერთადერთი გუნდი საქართველოში რომელიც ფეხბურთს თამაშობს, როგორმე შემადგენლობა შეინარჩუნეთ და გააძლიერეთ და შემდეგ ევროსეზონზე აუცილებლად იქნება შედეგი
ალეკო
25 სექტემბერი 2020 10:16
5
ვერ ვიტყვი რომ კარგად ითამაშა ლოკომ, ვინაიდან 0 დარტყმა ვერ ჩაითვლება კარგ შედეგად,მაგრამ იბრძოლეს მაინც მაქსიმალურად. მეტი ვერ შეძლეს და რას იზამ, ძლიერი ჩემპიონატის მე-6 ადგილოსანი გუნდია მაინც გრანადა.ამიტომ ლოკოს ლანძღვა არ მგონია გამართლებული იყოს. გრანადას გარდა ბაბუცა და მოსკოვის დინამო ხარობს ლოკოს დამარცხებით. ეჭვი არ მეპარება
დავით 67
25 სექტემბერი 2020 06:07
0
ნახეთ ესპანური პრესა რას წერს ამ მოყვარულთა გუნდზე,დღეს ფეხბურთელები არ იყვნენ,6-ნომერი გინ არის საიდან მოიყვანეს,ანტიფეხბურთელი,ან თავდასხმელი ვიღაც სიხარულიძე
აკადემია
25 სექტემბერი 2020 00:05
17

სიახლეები პოპულარული