თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
მერე რა მოხდა ბარსელონამ 8-2 წააგოო დაახლოებით ეგეთ რამეს იტყვის ფიფო ))))
1111
25 სექტემბერი 2020 00:37
1
ვისთან წააგო გააჩნია
Kotiko
25 სექტემბერი 2020 06:28
0
გასაგებია რომ ფიფია არის თავხედი და უნამუსო, მაგრამ ამდენ კომენტარში დინამოს ფეხბურთელებზე თითქმის არაფერს ამბობთ. თითქოს მარტო ფიფიას ბრალი იყოს ეს განადგურება
დავით67
25 სექტემბერი 2020 03:36
7
მკვდარზე ან კარგს ამბობენ,ან არაფერს.უფლება აღარ აქვთ,დინამოს სახელი ატარონ.საკმარისია ამდენი შეურაცხყოფა და დაცინვა.ლგპტ აქტივისტები გახდნენ,კი ბატონო.უკვე არიან კიდეც,მაგრამ სახელი გამოიცვალონ და დაირქვან,ის,რაც არიან.მაგალითად "პიდარო".
სოსო
25 სექტემბერი 2020 08:11
0
ერთი წინადადება მაქვს ქართული ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებთან: დავაფუძნოთ დინამოს გადარჩენის ფონდი, შევაგროვოთ ფული და გამოვისყიდოთ თბილისის დინამო ფიფიასგან სააქციო საზოგადოების სახით. ფონდში შემოტანილი თანხის შესაბამისი აქციების რაოდენობა მივცეთ ყველას.
დინამო თბილისი უნდა იყოს მხოლოდ ქართველი ხალხის!
უნივერსალი
25 სექტემბერი 2020 02:53
2
ვაჟკაც, მაგ წიანდადება მხოლდო დინამოს მოყავრულთ ეხება და არა ქართული ფეხბურთის ქომაგებს. დინამოს ძალიან ბევრი რამ შეეწირა ქართული ფეხბურთიდან, ქართული ფეხბურთი დინამოს გამო არაერთხელ დაზარალდა, ასე რომ ყველამ თავის მკვდარს მოუაროს, გინდატ დინამო? გაიკარით ჯიბეზე ხელი და ბურთიც მანდაა, სტადიონიც, მოედანიც და ინფრასტრუქტურაც, გამოისყიდეთ ფიფიასაგან და ხარჯეთ მილიონები, ვინ გიშლით?
jango
25 სექტემბერი 2020 11:17
3
ვაჟკაც, მერე თბილისის დინამო რომელი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, რუსეთის? თუ სომხეთის?
Jango-ს
25 სექტემბერი 2020 17:41
0
ფიფიას ხელში ამ გუნდს არავითარი მომავალი არ აქვს. დავიჯერო ვერ ხვდება რომ მწვრთნელების შეცვლის მაგივრად ფული უნდა დახარჯოს და ფეხბურთელები იყიდოს??? თუ ჯგუფში მიხვედრა გინდა ამაზე მეტად რაღა უნდა გაგიმართლოს??
გუჯი
25 სექტემბერი 2020 00:37
1
კობიაშვილის არჩევა არ დაგავიწყდეთ ხომ ხედავთ როგორ ააღორძინა ეროვნული ჩემპიონატი
ირაკლი
25 სექტემბერი 2020 00:22
17
სამარცხვინო ამათმა როგორ უნდა თქვენ ბეხბურთელები ვართო,ვაბშე უნდა დას დალიო და ბავშთა ლიგაზე უნდა ათამაშო სამარცხვინოები ყველანი მენეჯმენტი დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული წადით რა სხვა პროფესია ნახეთ ქომაგებს რო დავცინით
გიორგა
25 სექტემბერი 2020 00:44
1
ერთი სიტყვით , არ ვარ თანახმა არანაირად იხარჯებოდეს ჩემი გადახდილი ფული ბიუჯეტში ფეხბურთში, ამაზე უარესი ამიხსენით რა უნდა იყოს? ჩვენც გვქონდეს სამოყვარულო ლიგა, ამაზე ქვევით ჰა ერთი ადგილით ქვევით ჩავიდეთ. მივცეთ სხვა სპორტს, კალათბურთს , რაგბს, წყალბურთს, გვეყო ამათგან ამდენი შეურაწყოფა. ჩვენც და ჩვენ ქვეყანასაც
დათო
25 სექტემბერი 2020 00:30
2
აქ გააკეთდა მატჩამდე 3 დღით ადრე კომენტარი არ მახსოვს ნიკი ზუსტად, 4-0 წავაგებთო ან 5-1 ო და ყველამ დისლაიქ და კონტრ კომენტარები მიაყარა! აჰაა გამარჯობა. რომან შენი !!! :@
ოპტიმისტი
25 სექტემბერი 2020 02:28
0
სასწრაფოდ პრაკურატურააა ჩასარევი
ავთანდილ ყომარბაზოვი
25 სექტემბერი 2020 00:29
1
სასწრაფოთ გადაარქვით დინამოს სახელი!! და ნუ არცხვენთ იმ დიდი ფეღბურთელების სახელს რომლითაც მთელი ქსრთველები ვამაყობთ. ფიფია სამარცხვინო კაცი.
ფუ
25 სექტემბერი 2020 00:23
1

სიახლეები პოპულარული